ახალი ამბები

კლასიკური მუსიკის ფესტივალი

15 May 2019

14 მაისს “ევროპული სკოლის“ მთავარ დარბაზში კლასიკური მუსიკის ფესტივალი ჩატარდა.  დასკვნით კონცერტზე მათ წარმოადგინეს საფორტეპიანო, ვოკალური ნომრები და სხვდასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვეს. საუკეთესო შემსრულებლები შეარჩიეს ჟიურის წევრებმა: კომპოზიტორმა რუსუდან სებისკვერაძემ, “ევროპული სკოლის“ მუსიკის პედაგოგებმა გულიკო ჯომარდიძემ, ნინო ჭალისურმა და კოორდინატორმა კატო ბაქრაძემ. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა და მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა. 

რა უნდა ვიცოდეთ ფაროსანას შესახებ?

10 May 2019

8 მაისს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი მაკა მურვანიძე შეხვდა, რომელიც აგრეთვე USAID/REAP პროექტის კონსულტანტია აზიური ფაროსანას კვლელვის მიმართულებით. პროფესორმა მოსწავლეებს წარუდგინა პრეზენტაცია “რა უნდა ვიცოდეთ აზიური ფაროსანას შესახებ.“ მან ისაუბრა მორფოლოგიის, ბიოლოგიის, მავნებლის კონტროლის საშვალებებზე და გააცნო მოზარდებს საქართველოში ჩატარებული კვლევების შედეგები ფაროსანას შესახებ. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში ჩატარდა და მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

სერტიფიკატებით დაჯილდოება

10 May 2019

“ევროპული სკოლის“ აკადემიურმა დირექტორმა სოფიო ბაზაძემ თურქეთში ქ.სამსუნში გამართულ რობოტიკის მე-13 საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილე მოსწავლეები სერტიფიკატებით დააჯილდოვა. დირექტორმა მიულოცა წარმატება მოსწავლეებს, პედაგოგებს და სერტიფიკატები გუნდის მენტორებს რობოტიკის პედაგოგებს დავით ნოზაძეს და ლაშა გეწაძესაც გადასცა.

ევროპის დღეები

10 May 2019

ევროპის დღეები “ევროპულ სკოლაში“ გრძელდება და დაწყებილითი კლასის მოსწავლეები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაციონალურ ტანისამოსში გამოწყობილები მოვიდნენ. წარმოადგინეს პრეზენტაციები საბერძნეთის, გერმანიის და სხვა წევრი ქვეყნების შესახებ. ისაუბრეს ევროკავშირის სიმბოლიკის დროშისა და ჰიმნის მნიშვნელობაზე. ღონისძიების ბოლოს გერმანიის, საბერძნეთის, ესპანეთის და სხვა ქვეყნების ნაციონალური კოსტიუმების ჩვენება გამართეს და გამოთქვეს სურვილი საქართველო მალე გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

მოგზაურობა ევროკავშირში

08 May 2019

ევროპის ქვეყნების გაერთიანება 1951 წელს დაიწყო და დღეისათვის 28 ქვეყანაა გაერთიანებული. ევროკავშირის დროშა ლურჯი ფერისაა და 12 ვარსკვლავია გამოსახული. ჰიმნი ლ.ვ. ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის მიხედვით შეიქმნა. 19 წევრი ქვეყანა კი ფულის ერთეულად ევროს იყენებს. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ და სურთ მალე გახდენენ ევროპული ოჯახის წევრი.  მთელი კვირის განმავლობაში “ევროპულ სკოლაში“ ავღნიშნავთ ევროპის დღეებს და საგანმანათლებლო და ინფორმაციულ შეხვედრებს ვმართავთ.  სკოლის პიარმენეჯერმა ნინო კუსრაშვილმა მოსწავლეებს ჩაუტარა პრეზანტაცია “მოგზაურობა ევროკავშირში.“ მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების: ავსტრიის, გერმანიის, ბელგიის, ესპანეთის, იტალისს და საბერძნეთის შესახებ. მოსწავლეებმა წერილები დაწერეს ევროკავშირში გასაგზავნად და გამოთქვეს დიდი სურვილი, რომ მალე საქართველოც გახდეს მისი წევრი.

ჩოგბურთის ტურნირის გამარჯვებული

01 May 2019

27 აპრილს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-4ა კლასის მოსწავლემ დიანა ჯანაშიამ ჩოგბურთის ტურნირში პირველი ადგილი მოიპოვა.  გამოჩენილი ჩოგბურთელის “სოლომონ თუხარელის სახელობის“ ტურნირი ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა და დიანა ჯანამშიამ გამარჯვება გოგონათა, 10 წლიანთა კატეგორიაში მოიპოვა.  ვულოცავთ დიანას ამ გამარჯვებას და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ!

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის შეჯამება

26 Apr 2019

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს დედამიწის დღე. პირველკლასელებმა სკოლაში მოგროვილი მაკულატურისგან ახალი ქაღალდი დაამზადეს და შემდეგ სააღდგომო კვერცხები შექმნეს. ასევე დაახარისხეს ნარჩენები, რომელიც გამოიყენება მეორადი მოხმარებისთვის და გადაარჩიეს ისინი, რომელიც არ შეიძლება მოხვდეს ნიადაგში. მეორეკლასელებმა მოამზადეს კედლის პოსტერები და შექმნეს დედამიწის ხის კომპოზიცია. მესამეკლასელებმა შეიმუშავეს შეფასების კრიტერიუმები, რითაც შეაფასეს მეოთხეკლასელთა ნამუშევრები “წერილი დედამიწას.“ ასევე ორანჟერეაში დარგეს სასაჩუქრე ყვავილები. შემაჯამებელ ღონისძიებაზე მე-9 კლასელებმა დააჯილდოვეს ყველა კვირეულში მონაწილე მოსწავლე სიგელებითა და მცენარეებით.

მოსწავლეები მოხუცების მხარდასაჭერად

24 Apr 2019

სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით ,,ევროპულ სკოლაში" რამდენიმე საქველმოქმედო აქცია დაიგეგმა. ქართული პროგრამის მე-5 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ წითელი ჯვრის ორგანიზაციასთან არსებულ მოხუცებულთა დღის ცენტრს და ძალიან თბილი და დაუვიწყარი ერთობლივი კონცერტი გამართეს. სააღდგომოდ მოსწავლეებმა მოხუცებს ტკბილეული გადასცეს საჩუქრად.

სააღდგომო ქველმოქმედება

24 Apr 2019

“ევროპულმა სკოლამ“ ტრადიციულად სააღდგომო საქველმოქმედო აქციები დაგეგმა. მოსწავლეებმა ერთი კვირით ადრე პროდუქტები შეაგროვეს და მოხუცებსა და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს დაურიგეს.  მოსწავლეები ეწვივნენ ახალგაზრდულ სახლს, სადაც 20 მოზარდი ცხოვრობს, მოხუცთა თავშესაფარს, “კარიტასის“ ბენეფიციარებს და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ზრუნავენ ბავშვებსა და მოხუცებზე.