ახალი ამბები

ყვავილები და ქველმოქმედება

05 Jun 2019

ტრადიციულად “ევროპულ სკოლოაში“ ყვავილების ფესტივალი ჩატარდა. მოსწავლეების მონაწილეობით გაიყიდა სხვადასხვა სახობის ყვავილები და შეგროვილი თანხა (700 ლარი)ახალგაზრდული სახლი • Youth House-ის წარმომადგენლებს გადაეცათ. თანხა მოხმარდება ბენეფიციარების პროექტის განხორციელებას და შეიძენენ სახელოსნოსთვის საჭირო საღებავებსა და მასალებს.  საქველმოქმედო “ყვავილების ფესტივალი“ მომავალშიც ჩატარდება და კიდევ უფრო მეტი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.

საბავშვო ლიტერატურა და მწერალი ირმა მალაციძე

05 Jun 2019

“ევროპული სკოლის“ ბიბლიოთეკაში მოსწავლეებს საბავშვო მწერალი ირმა მალაციძე შეხვდა. ქართული პროგრამის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წინასწარ წაიკითხეს მისი წიგნები: “სატკბილეთის ქვეყანა“ და “ანდაზები-არაკები,“ რომელიც “მოსწავლის ბიბლიოთეკის“ სერიით გამოიცა. მწერალმა მოსწავლეებს ესაუბრათ საკუთარი წიგნების, საყვარელი გმირებისა და ავტორების, საბავშვო ლიტერატურის შესახებ. ბავშვებმა მომავალშიც დაპატიჟეს მწერალი თავიაანთ საყვარელ ადგილას-ბიბლიოთეკაში და დაპირდნენ წიგნების წაკითხვას.

ყვავილების ფესტივალი

03 Jun 2019

3 ივნისს “ევროპული სკოლაში“ ტრადიციულად ყვავილების ფესტივალი გაიმართა. ქართული პროგრამისა და საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გამართეს კონცერტი, მოხატეს ქოთნები და თავიანთი ხელით გახარებული ყვავილების გამოფენა-გაყიდვა მოაწყეს. მოსწავლეებმა ფესტივალის მონაწილეებს სახეზე ფერადი ყვავილები დაახატეს, გრძელი თეთრი პანო მოხატეს, მოაწყეს ფლეშ-მობი და დიდი ყვავილების დღესასწაული მოაწყეს. მხიარულ ფესტივალს “ევროპული სკოლის“ მშობლებიც შემოუერთდნენ. ყვივლების გაყიდვით შეგროვილი თანხა კი ქველმოქმედებას მოხმარდა.

ავსტრიელი მთხრობელი “ევროპულ სკოლაში“

31 May 2019

“ევროპულ სკოლას“ ცნობილი ავსტრიელი მთხრობელი კატარინა რიტერი ეწვია და შეხვდა მოსწავლეებს, რომლებიც გერმანულ ენას შეისწავლიან. კატერინამ მოსწავლეებს წარუდგინა გერმანული, ავსტრიული თქმულებები და ლეგენდები რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. მათ საშუელება მიეცათ გერმანულ ენაზე მოესმინათ და ენახათ გაცოცხლებული ისტორიები.

“ძველი ბაღის ამბავი“

29 May 2019

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის  Iგ კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის ბოლოს ტრანსდისციპლინარული თემის ფარგლებში წარმოადგინეს საბავშვო სპექტაკლი “ძველი ბაღის ამბავი." პრემიერაზე მოიწვიეს მშობლები და ოჯახის წევრები. შეასრულეს სიმღერები, ცეკვები და ხალისითა და მხიარულებით მოუყვნენ მაყურებელს “ძველი ბაღის ამბავს.“

შემაჯამებელი გამოფენა

27 May 2019

24 მაისს “ევროპული სკოლის“ ქართული და IB პროგრამების დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეების მეორე სემესტრის შემაჯამებელი გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი მასალითა და ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინტერკულტურულ თემებზე შექმნილი ნახატები. მე-9 კლასელებმა კი გამოფინეს თანამედროვე ეკოლოგიური ქალაქის მაკეტი. გამოფენამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამთვალიერებელზე.

ოქროს რიცხვი - 2019

24 May 2019

19 მაისს “ევროპული სკოლის" მოსაწვლეებმა: ანა წულაიამ, ნანა ყაჭიურმა, ნანა წურწუმიამ, ელისაბედ ლორიამ და დათო გრიგოლიამ მონაწილეობა მიიღეს “საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის“, “მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“, “ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“, “მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში გამართულ მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონფერენციაში “ოქროს რიცხვი -2019“, რომელიც გაიმართა აგრარულ უნივერსიტეტში. კონფერენცია მიზნად ისახავადა, ქიმიის, როგორც ერთ-ერთი საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციას. მოსწავლეებს პროექტების მომზადებისას ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები: სოფო ფაცაცია და ხათუნა კაპანაძე. დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

ნატურმორტები და პეიზაჟები

22 May 2019

21 მაისს “ევროპული სკოლის“ ლონდონის გამზირზე მე-4ბ კლასის მოსწავლეების დემეტრე წიკლაურისა და ილია მჭედლიშვილის ნახატების პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მათ მიერ შესრულებული ნატურმორტები, პეიზაჟები და გრაფიკული ნამუშევრები. გამოფენამ დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

საგანმანათლებლო კონფერენცია

21 May 2019

17-18 მაისს თურქეთში ქ. სტამბულში მე-3 საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია “საერთაშორისო კვლევები 2019“ ჩატარდა. კონფერენციის მთავარი თემები განათლება და სწავლება XXI საუკუნეში იყო. საგანმანათლებლო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო “ევროპული სკოლის“ ორმა პედაგოგმა: შორენა აბესაძემ და დავით ნოზაძემ. მათ წარმოადგინეს თემა “საგანმანათლებლო თამაშების როლი კომპიუტერული მეცნიერებების სწავლებაში.“ კონფერენციის ორგანიზატორი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის აკადემიური კვლევითი ცენტრი იყო. მონაწილეების მოხსენებები გამოქვეყნდა საერთაშორისო ჟურნალში - “International Journal of Social Sciences and Interdisciplinary Studies.“