ახალი ამბები

მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა საყურადღებოდ!
08 Jan 2014ევროპული სკოლა kindergarten-ის აღსაზრდელებს ელის 2014 წლის 13 იანვრიდან. ევროპული სკოლის მასწავლებლებისათვის მეთოდური სემინარები და ტრენინგები ჩატარდება 2014 წლის 13 იანვრიდან. American High School-ისა და საერთაშორისო ბაკალავრიატის DP პროგრამაში სასწავლო პროცესი განახლდება 2014 წლის 13 იანვრიდან.ევროპული სკოლისა და საერთაშორისო ბაკალავრიატის MYP პროგრამები სწავლას განაახლებენ 20 იანვრიდან.

გრანტი მიენიჭათ
30 Dec 2013ევროპული სკოლის დირექციისა და დამფუძნებელთა საბჭოს გადაწყვეტილებით 2013-2014 სასწ.წ. I სემესტრის შედეგების მიხედვით გრანტი მიენიჭათ სკოლის საუკეთესო მოსწავლეებს :მარიამ კურტანიძეს XII კლასი; ნიკოლოზ ელბაქიძეს XI კლასი; ირაკლი კიკორიას XI კლასი; ანა კურტანიძეს X კლასი; ანა ფანჯაკიძეს IX კლასი; მარიამ გობიანიძეს IX კლასი; ანა გორდეზიანს IX კლასი; სალომე ჯოხაძეს IX კლასი; ანა ბაკურაძეს IX კლასი; გიორგი მაჭარაშვილს VIII კლასი; ელენე ცხადაძეს VIII კლასი; ნუცა მარგიშვილს VIII კლასი; გიორგი ლელუაშვილს VIII კლასი; ხატია კილაძეს VII კლასი; გიორგი წიკლაურს VII კლასი; თამარ ადამიას VII კლასისკოლის დირექცია და მასწავლებლები ვულოცავთ წარმატებას.

ES News - 2013 წლის 29 დეკემბრის გამოშვება
29 Dec 2013გადაცემას უძღვება 6გ კლასის მოსწავლე ანა ხურცილავა გადაცემის თემებია: კალათბურთის ჩემპიონის გამოვლენა; საქველმოქმედო აქცია; დათო ტურაშვილის სტუმბრობა; თბილისის კერძო სკოლების ჩემპიონატის ფინალური და ნახევარ ფინალური შეხვედრები.

ვმასპინძლობთ კურსდამთავრებულებს!
26 Dec 201327 დეკემბერი, პარასკევი, 17:00 სთ. ვმასპინძლობთ ევროპული სკოლის კურსდამთავრებულებს.

გვეამაყება მათი წარმატება
24 Dec 2013მათემატიკის მასწავლებელი–პეტრე ბაბილუა–დაჯილდოვდა საქართველოს პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტით;ხელოვნების მასწავლებელი–თამარ ჯაყელი–წლის საუკეთესო მასწავლებელი-ტრენერი;ჩვენი სკოლის მასწავლებლებს - მარინა ბეჟაშვილს, მზია ხიტირი-ჭყონიას, პეტრე ბაბილუას-მიენიჭათ მასწავლებელი-მენტორის წოდება;ხელოვნების ისტორიის მასწავლებელი–ნინო ტაბეშაძე–დიდ ბრიტანეტში გამართული გლობალური კონფერეციის დელეგატი.

ინგლისური ენის მასწავლებელთა კონფერენცია
23 Dec 201315 დეკემბერს ჩატარდა ინგლისური ენის მასწავლებელთა კონფერენცია . მასში მონაწილეობდა ევროპული სკოლის ინგლისური ენის კათედრა, ბრიტანეთის საბჭო, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი(GIPA); ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.

ყურადღება!
19 Dec 2013ა.წ. 20 დეკემბერს, გიწვევთ სკოლის სააქტო დარბაზში სახელოვნებო, სამეცნიერო, სპორტული კლუბებისა და სტუდიების I სემესტრის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე. დასაწყისი 15.00 საათზე

მშობელთა საყურადღებოდ!
18 Dec 201320 დეკემბერს, 16 სთ-ზე, ჩატარდება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მშობელთა კრებები.26 და 27 დეკემბერს, 15სთ-ზე - უფროსკლასელთა მშობელთა კრებები .

ტრადიციად ქცეული საშობაო აქცია.
17 Dec 2013ევროპულ სკოლაში წელიწადში ორჯერ ტარდება საშობაო და სააღდგომო საქველმოქმედო აქციები.მოსწავლეებმა ,მასწავლებლებმა და მშობლებმა სურსათი და ტკბილეული შეაგროვეს და 16 დეკემბერს სკოლის მოსწავლეთა კომიტეტმა და საინიციატივო ჯგუფმა, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერთან ერთად საშობაო ნობათი გადაუნაწილეს სიონისა და მთავარანგელოს მიქაელის სახელობის ტაძრების მრევლის ხელმოკლე ოჯახებს,საპატრიარქოს, უპოვართა სასადილოს. საქართველოს "კარიტასის“ სასადილოში ტრადიციისამებრ ისევ გაიხარებენ უპოვარი მოხუცები.