ახალი ამბები

ღია გაკვეთილების შედეგები სახელოვნებო, სამეცნიერო, სპორტულ კლუბებსა და სტუდიებში
08 Dec 2013დასრულდა ღია გაკვეთილები ”ევროპული სკოლის” სახელოვნებო, სამეცნიერო, სპორტულ კლუბებსა და სტუდიებში, რომლებიც 2-დან 6 დეკემბრამდე მიმდინარეობდა.

ცხადდება ხატვის სტუდიის კონკურსი ”ჩვენი სკოლა”
06 Dec 2013ევროპული სკოლის ხატვის სტუდია (ხელმძღვანელი ანა მინდიაშვილი) სტუდიის მოსწავლეთათვის ატარებს კონკურსს თემაზე ”ჩვენი სკოლა”. კონკურსზე ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 10 დეკემბერი. ნამუშევრებს შეაფასებს ჟიური.

სპორტული ბანაკი ბაკურიანში
05 Dec 2013ყურადღება!3 იანვრიდან 13 იანვრამდე ეწყობა შეკრება (სპორტული ბანაკი) ბაკურიანში, სასტუმრო "საბაში" (პარკთან ახლოს).მომსახურეობის პაკეტში შედის სამჯერადი კვება, თხილამურებით სრიალი, დახურული აუზი, კულტურული და გასართობი პროგრამა და ტრანსპორტირება თბილისიდან ბაკურიანამდე და უკან.დეტალური ინფორმაციისათვის დარეკეთ 599 900862 ან 597 999822ირაკლი ჯაოშვილი.

ჩვენი სტუმარია მწერალი და დრამატურგი დათო ტურაშვილი
04 Dec 2013ევროპულ სკოლის XI ბ კლასის მოსწავლეები და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეკლა ბერაძე მასპინძლობენ მწერალსა და დრამატურგს დათო ტურაშვილს.გიწვევთ, 5 დეკემბერს 17.oo საათზე სკოლის ბიბლიოთეკაში.

მე-4 PYP კლასის საქველმოქმედო აქცია
04 Dec 2013მე-4 PYP კლასმა მოაწყო საქველმოქმედო აქცია ევროპული სკოლის IB კაფეში. აქცია მიზნად ისახავდა უნარშეზღუდული ბავშვების დახმარებას.

დამთავრდა AHS –ის MAP–ის ტესტირების პირველი დღე.
04 Dec 2013მათემატიკაში, ტექსტის მხატვრულ ანალიზსა და ინგლისური ენის სტრუქტურაში უწყვეტი კავშირის რეჟიმში ჩატარდა სამი გამოცდა. 29 მოსწავლემ შეძლო უმოკლეს დროში(1სთ.) წარმოეჩინა თავი. წინასწარი მონაცემებით კარგი შედეგი აჩვენეს მე–8 კლასიდან: ვლადიმერ გურულმა, თემო ჯანაშიამ, თეგა ჭეიშვილმა.მე–9 კლასიდან:კატო ბაქრაძემ, ელენე ქავთარაძემ, დავით გამსახურდიამ.მე–10 კლასიდან: სოფო ჭყონიამ, გიორგი ჯავახიძემ, თორნიკე ხუბულურმა. რამდენიმე დღეში ADVANCED სააკრედაციო კომისია გვამცნობს საბოლოო შედეგებს. ვუსურვოთ ჩვენს მოსწავლეებს წარმატება!

კალათბურთის ტურნირი ევროპულ სკოლაში დასრულდა
03 Dec 2013I და II ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ გარდამავალი თასებითა და საპატიო სიგელებით. საუკეთესო მოთამაშეებს გადაეცათ საჩუქრები

ES News - 2013 წლის 2 დეკემბრის გამოშვება
02 Dec 2013გადაცემას უძღვება 8ბ კლასის მოსწავლე ირინა წაქაძე გადაცემის თემებია: მზადება SAT ტესტირებისთვის; ევროპული სკოლის პირველობა ინტელექტუალურ თამაშში "რა? სად? როდის?"; მზადება დავით ტურაშვილის სკოლაში სტუმრობისთვის; შეხვედრა ცნობილ რეჟისორთან - დავით ბლუაშვილთან; 3ბ კლასის რურულენოვანი კომპოზიცია "Королева Осень"; ევროპული სკოლის მოსწავლეთა სტუმრობა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ში".