ახალი ამბები

საახალწლო არტ ვორქშოპი

26 Dec 2018

ევროპული სკოლის ხელოვნების დეპარტამენტმა სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციისათვის ჩაატარა საახალწლო ვორქშოპი. საახალწლო თემატიკის ნამუშევრების შექმნის პროცესში მონაწილეებმა გამოავლინეს მათი კრეატიული უნარები და მხიარულად გაატარეს დრო. ვორქშოპის მონაწილეები თავადაც სასიამოვნოდ გაკვირვებულები დარჩენენ მათი შრომის საბოლოო შედეგით და დიდი სურვილი გამოთქვეს, უახლოეს მომავალში კვლავ დაიგეგმოს მსგავსი აქტივობები.

ფილმის "ერთხელ თბილისში ან ათასი წლის შემდეგ" პრეზენტაცია

23 Dec 2018

23 დეკემბერს ევროპულ სკოლასთან არსებულმა "პუშკინის კლუბმა" (ხელმძღვანელი -ნატალია მიქელაძე) ჩაატარა მხატვრული ფილმის "ერთხელ თბილისში ან ათასი წლის შემდეგ" პრეზენტაცია. პროექტის ავტორები არიან ნატალია მიქელაძე და ელისო ადამია, ხოლო ფილმში მონაწილეობენ პუშკინის კლუბის წევრი მოსწავლეები. პრეზენტაციას ესწრებოდნენ პატარა მსახიობები, მათი მშობლები, სკოლის დირექციის და ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. ფილმმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.

მხიარული სტარტები პირველკლასელთა შორის

14 Dec 2018

14 დეკემბერს ქართული პროგრამის პირველკლასელთა შორის გაიმართა "მხიარული სტარტები". მოსწავლეები თავს არ ზოგავდნენ გამარჯვებისთვის, ლაბირინთებში დარბოდნენ, ბარიერებს ლახავდნენ. საბოლოოდ, როგორც ყოველთვის, მეგობრობამ და ერთად ყოფნამ გაიმარჯვა.

რობოტების შეჯიბრი სუმოში

12 Dec 2018

11 დეკემბერს ევროპული სკოლის ფაბლაბმა საქართველოში პირველად ჩაატარა რობოტების შეჯიბრი სუმოში - “Sumo Bot Challenge”, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ევროპული სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები. კონკურსის ფარგლებში მოეწყო რამდენიმე არენა, რომელთა გამარჯვებულებიც ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. დაძაბული კონკურენციის პირობებში, ყველაზე კარგად დაპროგრამებულმა რობოტმა მოიგო კონკურსი და გადაეცა წლის SumoBot-ის წოდება.

კავკასიის უნივერსიტეტის ფეხბურთის ჩემპიონატი

12 Dec 2018

ევროპული სკოლის მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ კავკასიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ფეხბურთის ჩემპიონატში, რომელშიც ერთმანეთს უპირისპირდებიან თბილისის კერძო და საჯარო სკოლები. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით გაიარეს დაძაბული და რთული საკვალიფიკაციო ეტაპი და მოხვდნენ 8 საუკეთესო სკოლას შორის, რომლებთან ერთადაც აგრძელებენ ბრძოლას პირველობისთვის.

ტექნოლოგიების კონფერენცია

10 Dec 2018

8-9 დეკემბერს მასწავლებელთა სახლში ჩატარდა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების რიგით მეხუთე, 2-დღიანი კონფერენცია. აღნიშნულ კონფერენციაში ევროპული სკოლის პედაგოგები აქტიურად იყვენენ ჩართულები - მოხსენებით გამოვიდნენ ჩვენი სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შორენა აბესაძე, თემით ,,პროგრამირების სწავლება კომპიუტერული თამაშების გამოყენებით" და ICT და რობოტიქსის პედაგოგი დავით ნოზაძე თემით ,,რობოტიკის სწავლება სკოლაში". აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო ტექნოლოგიების გამოფენა, სადაც ჩვენი სკოლის რობოტიკის წრის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა და მათ მიერ შექმნილი საინტერესო ნაშრომები გააცნეს ფართო აუდიტორიას.

სკოლების გამოფენა 2018

09 Dec 2018

7 და 8 დეკემბერს ევროპული სკოლა წარმოდგენილი იყო სკოლების გამოფენა 2018-ზე, რომელიც საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიაში ჩატარდა. საქართველოში სკოლების გამოფენა ამ მასშტაბით პირველად ჩატარდა. გამოფენა მიზნად ისახავდა, შეექმნა ერთიანი პლატფორმა საშუალო განათლების სფეროში და ერთ სივრცეში შეეკრიბა ინდუსტრიის ყველა მონაწილე და პოტენციური მომხმარებელი.

ექსკურსია ხელოვნების სასახლეში

07 Dec 2018

პარასკევს,7 დეკემბერს, ქართული პროგრამის მე-3ა და მე-3ბ კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე ხელოვნების სასახლეში. ბავშვებმა დაათვალიერეს კინოსა და თეატრის თემაზე  შექმნილი ესკიზების კოლექცია და მოისმინეს პრეზენტაცია თემაზე "საახალწლო ტრადიციები". დასასრულს კი, საკუთარი ხელით დაამზადეს და გააფორმეს ნაძვის ხის სათამაშოები.

პროექტი “ევროპული სკოლა - ათენი - ევროპული სკოლა“

04 Dec 2018

2012 წლიდან ევროპული სკოლა აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო ფესტივალ ,,ოქროს საწმისში“, რომელიც ეძღვნება ბერძნულ-ქართულ ურთიერთობებს. აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერები არიან თსუ კლასიკური ფილოლოგიის ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, საბერძნეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და საქართველოს ეროვნული არქივი. წლების განმავლობაში ევროპული სკოლის მოსწავლეები წარჩინებით მონაწილეობდნენ სხვადასხვა აქტივობაში, კერძოდ, 2012-2013 სასწავლო წელს მე-6 ა კლასის მოსწავლეებმა, რომელთა ჯგუფის კაპიტანი გახლდათ ირაკლი ბეჟუაშვილი, 1-ლი ადგილი აიღეს ვიქტორინაში: ,,რა? სად? როდის?“; 2013-2014 სასწავლო წელს კვლავ პრიზიორები გახდნენ და შესაბამისი დიპლომებით დაჯილდოვდნენ მე-7 და მე-10 კლასის მოსწავლეები კონკურსზე, რომელიც ეძღვნებოდა მელინა მერკურის იუბილეს, მათი ნაშრომები წიგნად გამოსცა უნივერსიტეტის გამომცემლობამ. ამ ფესტივალში აქტიურად გახლდნენ ჩართულები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, რომლებიც დგამდნენ სპექტაკლებს ბერძნული მითოლოგიის თემაზე. აღნიშნულ პროექტს ევროპულ სკოლაში ხელმძღვანელობს ისტორიის პედაგოგი - მაია წენგუაშვილი.