ახალი ამბები
ექპერიმენტი ფიზიკის ლაბორატორიაში
27 Mar 2019მეცნიერება ორმაგად სახალისოა, როდესაც უფროსკლასელები დაწყებითი კლასის მომსწავლეებს ექსპერიმენტებით აცნობენ ფიზიკის კანონზომიერებებს. 26 მარტს “ევროპული სკოლის“ ფიზიკის ლაბორატორიაში პედაგოგმა ირინა კოჭლამაზაშვილმა “მხიარული მეცნიერების“ გაკვეთილი ჩაატარა. მე-2 კლასელებმა დაითვალეს მონეტაზე წყლის წვეთები, რძეზე დახატეს, დააკვირდნენ კვერცხის კოლბაში გაუჩინარებას და ნავის მოძრაობას შეფერილ სითხეში.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე
21 Mar 201921 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა “დაუნის სინდრომის ასოციაციის“ მხარდაჭერით განსაკუთრებულად უმასპინძლეს ,,მზის შვილების“ ბენეფიციარებს. წლევანდელი სლოგანი “არავინ დატოვო განათლების მიღმა“ მთავარი გზავნილია მათ მხარდასაჭერად. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისათვის სასიცოცხლოდ მნიშველოვანია მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში, ამიტომაც აქტიურად ჩავრთეთ საგანმანათლებლო აქტივობებში. ერთად ავაწყეთ რობოტები, ჩავატარეთ ქიმიის სახალისო ცდები, ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთად ვხატეთ ფერადი წინდები, მოვაწყეთ ფლეშმობი 46+1, ჩავრთეთ ბავშვები სპორტულ თამაშებში და გავყიდეთ ფერადი წინდები მათ მხარდასაჭერად. დიდი შთაბეჭდილებებით და ემოციებით გავაცილეთ სტუმრები.
ლიტერატურული გაკვეთილი
20 Mar 2019“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის 9ბ კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები წიგნის მაღაზია Books in Vake-ს ესტუმრნენ. მრავალფეროვანი წიგნების გარემოში მათ წაიკითხეს ქართული და ნათარგმნი ლიტერატურა. მოსწავლეებმა თავად თარგმნეს ფრაგმენტები გურამ დოჩანაშვილის მოთხრობებიდან და ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებზე წაიკითხეს. წიგნის მაღაზიაში ქართველი ავტორების წიგნების გარდა გაიცნეს ბესტსელერი და ნათარგმნი ლიტერატურა.
შეხვედრა გამომგონებელთან
19 Mar 201918 მარტს “ევროპული სკოლის“ FabLab-ში მე-9-10 კლასის მოსწავლეებისთვის რიგით მეორე FabX Talk-ის ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა გამომგონებელმა გიორგი გაბარაშვილმა მოსწავლეებს საკუთარი გამოგონებები გააცნო. FabX Talk-ზე მოწვეულმა სპიკერმა ბავშვებს წარუდგინა ვირტუალური ხელთათმანი, გააცნო Iron Man-ის კოსტიუმის იდეა და სხვა მრავალი საინტერესო გამოგონება. მოსწავლეებისთვის მსგავსი ინოვაციური მიგნებები ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. FabX Talk-ის ღონისძიება ყოველთვიურად ტარდება FabLab-ში, რათა წავახალისოთ მოსწავლეების საქმიანობა ინოვატორობისა და STEAM განათლების მიმართულებით.
კინგსის ოლიმპიადის ფინალისტები
15 Mar 201913 მარტს ,,ევროპული სკოლის“ 50-ზე მეტ მოსწავლეს კინგსის ოლიმპიადის საშემოდგომო სესიაზე მოპოვებული სხვადსხვა ხარისხის სერტიფიკატები გადაეცათ. ჩვენი სკოლა ტრადიციულად მე-8 წელია მონაწილეობს კინგსის საგანმანათლებლო პროექტში, რომელიც მთელ საქართველოში II-XII კლასის მოსწავლეებისთვის ქართულ, ინგლისურ ენებსა და მათემატიკაში ტარდება. კინგსი ზრუნავს მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას, ნიჭიერი ბავშვების გამოვლენასა და განვითარებას. წლევანდელ ოლიმპიადაში “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა, 49 კინგსელმა მათემატიკაში მოიპოვა სერტიფიკატი და ერთ-ერთი მოწინავე ადგილი დაიკავა საქართველოს მასშტაბით.
პირველადი სამედიცინო დახმარება
13 Mar 2019WeSkiGeorgia-მ არაფორმალური განათლების პროექტის ფარგლებში “ევროპული სკოლის“ სხვადასხვა კლასებში პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ ტრენინგები ჩაატარა. ტრენერის დახმარებით ბავშვებმა შეისწავლეს: ჭრილობის პირველადი დამუშავება, ხელოვნური სუნთქვის მართვა, შოკური მდგომარეობის დამახასიათებელი ნიშნები და სხვ. პროექტი მიზნად ისახავს მოზარდებმა შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რომელიც დაეხმარებათ სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში.
დედის დღე
07 Mar 2019გაზაფხულის მოსვლა და დედის დღე ერთად აღნიშნეს I-ბ კლასის მოსწავლეებმა. პატარებმა სიმღერით, ცეკვით, და დედისადმი მიძღვნილი ლამაზი ფრაზებით გაუთბეს გული დამსწრე საზოგადოებას.
ვიზიტი ოკუპაციის ხაზთან!
01 Mar 2019“ევროპული სკოლის“ მოსწავლეები და “ეროვნული ბიბლიოთეკის“ დირექტორი გიორგი კეკელიძე ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლების: მერეთის და კოშკის მოსწავლეებს ესტუმრნენ და საჩუქრად კომპიუტერები და წიგნები გადასცეს. თანხის შესაგროვებლად მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი ნივთებისა და ტკბილეულის გამოფენა-გაყიდვა მოაწყეს და საზღვრისპირა მცხოვრები თანატოლები გაახარეს.
სალაშქრო ინვენტარის გამოყენება
20 Feb 2019ორგანიზაცია ” WeSki Georgia”-ს წარმომადგენლებმა ”ევროპული სკოლის” მე-6 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით გასულ კვირას გამართეს გუნდური თამაშები და თამაშის მონაწილეებს გააცნეს სალაშქრო ინვენტარის გამოყენების წესები: კარვის გაშლა, საძილე ტომრის, ქვეშაგების /"პარალონის", კომპასის გამოყენება.