ახალი ამბები

სააღდგომო ქველმოქმედება
24 Apr 2019“ევროპულმა სკოლამ“ ტრადიციულად სააღდგომო საქველმოქმედო აქციები დაგეგმა. მოსწავლეებმა ერთი კვირით ადრე პროდუქტები შეაგროვეს და მოხუცებსა და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს დაურიგეს. მოსწავლეები ეწვივნენ ახალგაზრდულ სახლს, სადაც 20 მოზარდი ცხოვრობს, მოხუცთა თავშესაფარს, “კარიტასის“ ბენეფიციარებს და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ზრუნავენ ბავშვებსა და მოხუცებზე.

სააღდგომო ნამუშევრების გამოფენა
24 Apr 2019“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის დაწყებითი 2-3 კლასის მოსწავლეებმა სააღდგომო კვერცხების გამოფენა მოაწყეს. ექსპოზიცია ხელოვნების პედაგოგების ლანა ბარაბაძის და თამარ ჯაყელის ხელმძღვანელობით შეიქმნა. მოსწავლეებმა გამოფინეს: კოლაჟები, FabLab-ში შექმნილი ხის კვერცხები, პლასტელინის და კერამიკული ნამუშევრები. ჩვენს სკოლაში სააღდგომო დღესასწაულის განწყობა პატარებმა უკვე შექმნეს.

სააღდგომო ნამუშევრები “ფაბლაბში“
24 Apr 2019დაიწყო სააღდგომო მზადება “ევროპულ სკოლაში.“ მოსწავლეებმა დეკორატიული სააღდგომო კვერცხები თანამედროვე მეთოდებით “ფაბლაბში“ მოამზადეს. ქართული პროგრამის მესამე კლასელებს “ფაბლაბში“ ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაუტარდათ და ხელოვნების გაკვეთილზე შესრულებული ნამუშვრები ჯერ ციფრულ ფაილებად გარდაქმნეს, შემდეგ კი ლაზერული მჭრელის საშუალებით ხეზე გადაიტანეს. ბავშვებისთვის სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა საკუთარი ხელით სააღდგომო კვერცხების დამზადება.

ფესტივალი “ოქროს საწმისი“
24 Apr 2019“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-3-ა კლასის მოსწავლეები სკოლის აკადემიურმა დირექტორმა სოფიო ბაზაძემ კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალ “ოქროს საწმისში" წარმატებით მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა. კლასის დამრიგებელ ეკა ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით ფესტივალზე მოსწავლეებმა წარადგინეს სპექტაკლი “განხეთქილების ვაშლი.“

გავამწვანოთ გარემო
24 Apr 201922 აპრილს დედამიწის დღეზე ,, ევროპული სკოლის" მოსწავლეებმა ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" ინიციატივით სკოლის ეზოში ბზის, დაფნისა და ნაძვის ნერგები დარგეს და გაამწვანეს გარემო. მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენლები აგრეთვე შეხვდნენ IB პროგრამის მე-5 კლასის მოსწავლეებს და საინტერესო რჩევები მისცეს, რომლებიც გარემოს დაცვის შესახებ პროექტზე მუშაობენ. პირველ კლასელებს ჩაუტარდათ გაკვეთილი ნარჩენების გამოყენების შესახებ. PYP პროგრამის მე-5 კლასის მოსწავლეებმა კი ჩრდილების თეატრი მოაწყეს გარემოს დაცვის თემაზე.

ეროვნული გალარეა
22 Apr 2019"ევროპული სკოლის" მეოთხეკლასელები ტრანსდისციპლინარული თემის-“ძველი და ახალი თბილისი“ ფარგლებში დ. შევარძნაძის სახელობის ეროვნულ სამხატვრო გალერეას ესტუმრნენ. დაათვალიერეს ქართველი მხატვრების ექსპოზიცია, გაეცნენ ძველი თბილისის პეიზაჟებს და ჯორჯ კირიკოს ნამუშევრებს. მოსწავლეებისთვის მუზეუმში სტუმრობა შთამბეჭდავი და დაუვიწყარი აღმოჩნდა.

ერთი დღე მუზეუმში
22 Apr 201916 აპრილს “ევროპული სკოლის“ მე-2ა კლასი ხელოვნების სასახლეს ეწვია. ბავშვებმა დაათვალიერეს თბილისში ერთ-ერთი ულამაზესი სასახლე, გაეცნენ მუზეუმის დაარსების ისტორიას, იმოგზაურეს საინტერესო სამყაროში, დაათვალიერეს 7 მუდმივმოქმედი დარბაზი, სადაც მუზეუმის გამორჩეული ექსპონატებია წარმოდგენილი. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაეცნენ საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს. პრაქტიკულ ნაწილში კი დაამზადეს ხელნაკეთი სააღდგომო ბატკანი.

დედა ენის დღე
16 Apr 201915 აპრილს ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მშობლიური ენის დღე აღნიშნეს და დერეფანში საკუთარი კალიგრაფიული ნამუშევრები გამოფინეს. დაწერეს სხვადსხვა ფრაზები და გამონათქვამები. მესამე კლასის მოსწავლეებმა ლექსებით ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს და ამ დიდ კულტურულ მემკვიდრეობას დაცვასა და შენახვას დაპირდნენ.

ძველი თბილისი
12 Apr 20195 აპრილს “ევროპული სკოლის“ მეოთხეკლასელები ტრანსდისციპლინარული თემის “ძველი და ახალი თბილისი“ ფარგლებში ესტუმრნენ ძველ თბილისს. მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია თბილისის დაარსების შსახებ. გაიგეს, თუ როგორ ცხოვრობდნენ და ვითარდებოდნენ სხვადასხვა რელიგიის, რჯულის, ეროვნების ადამიანები ერთად ძველ თბილისში. დაათვალიერეს ძველი თბილისის ისტორიული უბნები და ძეგლები. მათი არქიტექტურა, სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების ცენტრები და გაიგეს მათი ისტორიის შესახებ.