ახალი ამბები

ავსტრიელი მთხრობელი “ევროპულ სკოლაში“
31 May 2019“ევროპულ სკოლას“ ცნობილი ავსტრიელი მთხრობელი კატარინა რიტერი ეწვია და შეხვდა მოსწავლეებს, რომლებიც გერმანულ ენას შეისწავლიან. კატერინამ მოსწავლეებს წარუდგინა გერმანული, ავსტრიული თქმულებები და ლეგენდები რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. მათ საშუელება მიეცათ გერმანულ ენაზე მოესმინათ და ენახათ გაცოცხლებული ისტორიები.

“ძველი ბაღის ამბავი“
29 May 2019“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის Iგ კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის ბოლოს ტრანსდისციპლინარული თემის ფარგლებში წარმოადგინეს საბავშვო სპექტაკლი “ძველი ბაღის ამბავი." პრემიერაზე მოიწვიეს მშობლები და ოჯახის წევრები. შეასრულეს სიმღერები, ცეკვები და ხალისითა და მხიარულებით მოუყვნენ მაყურებელს “ძველი ბაღის ამბავს.“

შემაჯამებელი გამოფენა
27 May 201924 მაისს “ევროპული სკოლის“ ქართული და IB პროგრამების დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეების მეორე სემესტრის შემაჯამებელი გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი მასალითა და ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინტერკულტურულ თემებზე შექმნილი ნახატები. მე-9 კლასელებმა კი გამოფინეს თანამედროვე ეკოლოგიური ქალაქის მაკეტი. გამოფენამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამთვალიერებელზე.

ოქროს რიცხვი - 2019
24 May 201919 მაისს “ევროპული სკოლის" მოსაწვლეებმა: ანა წულაიამ, ნანა ყაჭიურმა, ნანა წურწუმიამ, ელისაბედ ლორიამ და დათო გრიგოლიამ მონაწილეობა მიიღეს “საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის“, “მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“, “ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“, “მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში გამართულ მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონფერენციაში “ოქროს რიცხვი -2019“, რომელიც გაიმართა აგრარულ უნივერსიტეტში. კონფერენცია მიზნად ისახავადა, ქიმიის, როგორც ერთ-ერთი საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციას. მოსწავლეებს პროექტების მომზადებისას ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები: სოფო ფაცაცია და ხათუნა კაპანაძე. დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

ნატურმორტები და პეიზაჟები
22 May 201921 მაისს “ევროპული სკოლის“ ლონდონის გამზირზე მე-4ბ კლასის მოსწავლეების დემეტრე წიკლაურისა და ილია მჭედლიშვილის ნახატების პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მათ მიერ შესრულებული ნატურმორტები, პეიზაჟები და გრაფიკული ნამუშევრები. გამოფენამ დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

საგანმანათლებლო კონფერენცია
21 May 201917-18 მაისს თურქეთში ქ. სტამბულში მე-3 საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია “საერთაშორისო კვლევები 2019“ ჩატარდა. კონფერენციის მთავარი თემები განათლება და სწავლება XXI საუკუნეში იყო. საგანმანათლებლო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო “ევროპული სკოლის“ ორმა პედაგოგმა: შორენა აბესაძემ და დავით ნოზაძემ. მათ წარმოადგინეს თემა “საგანმანათლებლო თამაშების როლი კომპიუტერული მეცნიერებების სწავლებაში.“ კონფერენციის ორგანიზატორი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის აკადემიური კვლევითი ცენტრი იყო. მონაწილეების მოხსენებები გამოქვეყნდა საერთაშორისო ჟურნალში - “International Journal of Social Sciences and Interdisciplinary Studies.“

პერსონალური გამოფენა
21 May 2019“ევროპულ სკოლაში“-ლონდონის გამზირზე ქართული პროგრამის მე-4ბ კლასის მოსწავლის მაშო ბუცხრიკიძის პერსონალური ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ექსპოზიციაზე მისი ძმის თორნიკე ბუცხრიკის ნამუშევრებიც გამოიფინა. მოსწავლეებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში შესრულებული ნამუშევრები წარმოადგინეს და მნახველის დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ლექცია ძილის მნიშვნელობაზე
20 May 201916 მაისს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებს ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ქალბატონმა ბუციკო ჩხარტიშვილმა ლექცია წაუკითხა ძილის მნიშვნელობაზე. მოზარდებმა მიიღეს ინფორმაცია ძილის პათოლოგიების, ძილ-ღვიძილის ციკლის შესახებ და ინტერაქციულ რეჟიმში მოისმინეს პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე. ლექცია ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

გაკვეთილი “ბაბალეში“
16 May 201915 მაისს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-3ა კლასის მოსწავლეები სოციალურ საწარმო “ბაბალეს" ესტუმრნენ. პედაგოგის ხელმძღვანელობით მათ მოხატეს ხელნაკეთი საფანქრე ყუთები. ესკიზები და ექსპოზიცია თავად შეარჩიეს და ფერად-ფერადი საღებავებით შექმნეს ნახატები. “ბაბალეს“ გაკვეთილები მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი და სახალისო აღმოჩნდა.