ახალი ამბები

Startup Demo Day
12 Jun 201912 ივნისს “ევროპულ სკოლაში“ მე-10 კლასელების სტარტაპ იდეების პრეზენტაცია მოეწყო, რომელიც კომპეტენტურმა ჟიურიმ წინასწარ განსაზღვურლი კრიტერიეუმების მიხედვით შეაფასა და გამარჯვებული გამოავლინა. წლის სტარტაპერის წოდება მოიპოვა ქართული პროგრამის მოსწავლეების გუნდმა FANDOMBOX. ქართული და MYP პროგრამის მეათეკლასელებმა 2018-2019 აკადემიური წლის განმავლობაში, გაიარეს კურსი - სტარტეპები და მეწარმეობა. მოცემული ღონისძიება მათთვის იყო ფინალური პროექტების პრეზენტაცია.

მეოთხეკლასელების გამოსაშვები
11 Jun 20197 ივნისს “ევროპულ სკოლაში“ ქართული პროგრამის მეოთხეკლასელების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა სკოლის მთავარ დარბაზში წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები, ცეკვები და სკეტჩები. დაემშვიდობნენ პირველ მასწავლებლებს და თბილი სიტყვები არ დაიშურეს მათ მიმართ. გამოსაშვებ საღამოს ესწრებოდნენ მშობლები და ოჯახის წევრებიც.

Startup Demo Day
11 Jun 201912 ივნისს, ოთხშაბათს 10:00 - 11:30 საათამდე სკოლის მთავარ დარბაზში “ევროპული სკოლის“ მე-10 კლასის მოსწავლეების სტარტაპ იდეების პრეზენტაცია გაიმართება. სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს მოსწავლეთა სტარტაპ იდეებს და გამარჯვებულს გადაეცემა წლის სტარტაპის წოდება.

გამოფენა
10 Jun 20196 ივნისს “ევროპულ სკოლაში“ ქართული პროგრამის მე-4ა კლასის შემაჯამებელი გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ტრანსდისწიპლინური სწავლების ფარგლებში შექმნილი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები. აგრეთვე გაიხსნა მე-4 ბ კლასის მოსწავლის, საერთაშორისო გამოფენის ოქროს პრიზის მფლობელის ელენე ქურდიანის პერსონალური გამოფენა. მოსწავლეებმა მთელი წლის განმავლობაში შემოქმედებითად იმუშავეს და საკუთარი შემოქმედება გააცნეს დამთვალიერებელს.

მოიარე საქართველო
10 Jun 2019“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის 1ბ კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს კონცერტი “მოიარე საქართველო.” მოსწავლეებმა წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათბელი ცეკვები, სიმღერები და ლექსები. დადგეს რამოდენიმე თეატრალური წარმოდგნაც. მაყურებელს მათი გამოსვლა ძალიან მოეწონა.

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო
07 Jun 20196 ივნისს “ევროპულ სკოლაში“ ქართული პროგრამის, IB საერთაშორისო ბაკალავრიატის და ამერიკული უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ამ ამაღელვებელ და ემოციებით სავსე დღეს კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და სიტყვით მიმართეს “ევროპული სკოლის“ აკადემიურმა დირექტორმა სოფიო ბაზაძემ, სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ გელა ბეჟუაშვილმა, საერთაშორისო ბაკალავრიატის ხელმძღვანელმა რამაზ სართანიამ და ამერიკის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ირმა ბარბაქაძემ. საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ: ხატია კილაძე, ნინო კინტრაია, ლუკა ლელუაშვილი და ელისაბედ სააკაძე. სკოლის დირექციამ მედლებით დააჯილდოვა AHS და IB(DP) პროგრამის კურსდამთავრებულებიც. საზეიმო ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეული სტუმრები: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი, ამერიკის საელჩოს კულტურული ურთიერთობების ოფიცერი იულიუს ცაი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბაღიშვილი და სან-დიეგოს უნივერსიტეტის ვიცე-დეკანი ნუგზარ დავითაშვილი სიტყვით გამოვიდნენ და კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს. “ევროპული სკოლა“ ულოცავს სკოლის დამთავრებას ყველა ახალგაზრდას და წარმატებულ მომავალს უსურვებს.

ყვავილები და ქველმოქმედება
05 Jun 2019ტრადიციულად “ევროპულ სკოლოაში“ ყვავილების ფესტივალი ჩატარდა. მოსწავლეების მონაწილეობით გაიყიდა სხვადასხვა სახობის ყვავილები და შეგროვილი თანხა (700 ლარი)ახალგაზრდული სახლი • Youth House-ის წარმომადგენლებს გადაეცათ. თანხა მოხმარდება ბენეფიციარების პროექტის განხორციელებას და შეიძენენ სახელოსნოსთვის საჭირო საღებავებსა და მასალებს. საქველმოქმედო “ყვავილების ფესტივალი“ მომავალშიც ჩატარდება და კიდევ უფრო მეტი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.

საბავშვო ლიტერატურა და მწერალი ირმა მალაციძე
05 Jun 2019“ევროპული სკოლის“ ბიბლიოთეკაში მოსწავლეებს საბავშვო მწერალი ირმა მალაციძე შეხვდა. ქართული პროგრამის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წინასწარ წაიკითხეს მისი წიგნები: “სატკბილეთის ქვეყანა“ და “ანდაზები-არაკები,“ რომელიც “მოსწავლის ბიბლიოთეკის“ სერიით გამოიცა. მწერალმა მოსწავლეებს ესაუბრათ საკუთარი წიგნების, საყვარელი გმირებისა და ავტორების, საბავშვო ლიტერატურის შესახებ. ბავშვებმა მომავალშიც დაპატიჟეს მწერალი თავიაანთ საყვარელ ადგილას-ბიბლიოთეკაში და დაპირდნენ წიგნების წაკითხვას.

ყვავილების ფესტივალი
03 Jun 20193 ივნისს “ევროპული სკოლაში“ ტრადიციულად ყვავილების ფესტივალი გაიმართა. ქართული პროგრამისა და საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გამართეს კონცერტი, მოხატეს ქოთნები და თავიანთი ხელით გახარებული ყვავილების გამოფენა-გაყიდვა მოაწყეს. მოსწავლეებმა ფესტივალის მონაწილეებს სახეზე ფერადი ყვავილები დაახატეს, გრძელი თეთრი პანო მოხატეს, მოაწყეს ფლეშ-მობი და დიდი ყვავილების დღესასწაული მოაწყეს. მხიარულ ფესტივალს “ევროპული სკოლის“ მშობლებიც შემოუერთდნენ. ყვივლების გაყიდვით შეგროვილი თანხა კი ქველმოქმედებას მოხმარდა.