ახალი ამბები

ფსიქოლოგის საათი

09 Oct 2019

რა როლს ასრულებს ურთიერთობა ადამისნის ცხოვრებში? რატომ გვჭირდება ურთიერთობა? შეიძლება თუ არა ურთიერთობის სწავლა? რა სჭირდება ადამიანს წარმატებული ურთიერთობისთვის? ამ და სხვა შეკითხვებზე “ევროპული სკოლის“ ფსიქოლოგმა ქეთი ოსიაშვიოლმა ქართული პროგრამის მე-7ა და მე-7ბ კლასის მოსწავლეებს უპასუხა. “ფსიქოლოგის საათის“ მთავარი თემა “წარმატებული და და ეფექტიანი ურთიერთობის ხელოვნება“ იყო, რომელიც მოზარდებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

ღიმილის საერთაშორისო დღე

09 Oct 2019

ბედნიერების შეგრძნებით, მხიარული განწყობითა და სიცილით გაჯერებული დღე! შემოგვიერთდით, გამხიარულდით, გახდით ღიმილიანი!

მასწავლებელის საერთაშორისო დღე

04 Oct 2019

1994 წლის 5 ოქტომბრიდან მსოფლიოში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, ამიტომაც “ევროპულ სკოლაში“ არაერთი აქტივობა დაიგეგმა. სკოლის მთავარ შემოსავლელში საზეიმო დახვედრა მოუწყეს მოსწავლეებმა თავიაანთ საყვარელ მასწავლებლებს და მისალოცი ბარათები გადასცეს. მთელი კვირის განმავლობაში გაიმართა მხიარული სპორტული შეჯიბრება მასწავლებელთა და მოსწავლეებს შორის; პედაგოგთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა; სპეციალურ ყუთში მოსწავლეება წერილები და მისალოცი ბარათები ჩაყარეს; ყველასთვის მოულოდნელად დაიდგა ფლეშმობი; მოეწყო გამოფენა “ჩემი პედაგოგის ბავშვობა,“ სადაც მასწავლებელთა ბავშვობის ფოტოები გამოიფინა და მოსწავლეებმა ხალისით ამოიცნეს ისინი; დაწყებით კლასებში დამრიგებლის პორტრეტები დახატეს და გამოფინეს. ამ დღის მთავარი მიზანი მასწავლებელთა დაფასება და მათი ღვაწლის გადახდა იყო. გილოცავთ!

ანა ყიფიანის კლასიკური მუსიკის კონცერტი

03 Oct 2019

“ევროპულ სკოლაში“ მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ნიჭიერი შემსრულებლის, “ევროპული სკოლის“ Brand Ambassador-ის ანა ყიფიანის საფორტეპიანო კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა. ახალგაზრდა მუსიკოსი ანა ყიფიანი უამრავი პრემიის, გრან–პრის მფლობელი და ისეთი კონკურსების ლაურეატია, როგორებიცაა: ვლადიმირ კრაინევის სახელობისა და არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსები, “ვერბიეს“ მუსიკალური ფესტივალი, მარია ჰერეროს პიანისტთა კონკურსი და სხვ.

ქეროლ ბოუერის ვიზიტი “ევროპულ სკოლაში“

02 Oct 2019

1 ოქტომბერს “ევროპულ სკოლას“ ესტუმრა სამხრეთ აფრიკის ლიდერი ქალების ფორუმის ადვოკატი UNICEF-ის სახელით, ცნობილი ტელესახე და ბიზნესქალბატონი ქეროლ ბოუერი. აღნიშნული ვიზიტი, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით ქეროლ ბოუერის მიმდინარე მოღვაწეობის ნაწილია. “ევროპულ სკოლაში“ მაღალი რანგის სტუმარი შეხვდა სკოლის დირექციასა და მოსწავლეებს. ენთუზიასტმა და ენერგიულმა მოსწავლე გიდებმა საკუთარი პერსპექტივიდან გააცნეს სასკოლო გარემო სტუმარს.

“ევროპული სკოლა“ ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე

01 Oct 2019

დღეს “ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე“ ჩვენი სკოლის კარავში წარმოდგენილმა სახალისო ექსპერიმენტებმა და ტექნოლოგიურმა სიახლეებმა ვიზიტორების დიდი ინტერესი გამოიწვია. გამოფენის დამთვალიერებელი აღფრთოვანებული დარჩა სამეცნიეო, სახალისო შოუებში მონაწილეობით. ლეგო რობოტები, მფრინავი პროგრამირებადი დრონები, 3D კალამი და ელექტრობის სახალისო ექსპერიმენტები მთელი დღის მანძილზე იზიდავდა ცნობისმოყვარე დამთვალიერებლებს.

მოგზაურობა სკოლის გარეთ

01 Oct 2019

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეებისთვის მთელი კვირის განმავლობაში რამდენიმე გასვლითი ღონისძიება დაიგეგმა. სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ “საქართველოს ეროვნულ მუზეუმს,“ წავიდნენ ქალაქგარეთ კახეთსა და “შატო მუხრანში.“ მოსწავლეები საშემოდგომო საქმიანობებით დაინტერესდენენ, ნახეს ღვინის დამზადების ტექნოლოგია. თავად მიიღეს მონაწილეობა ხაჭაპურის ცხობასა და ჩურჩხელის ამოვლებაში. მესამეკლასელებმა კი ინსტრუქტორებთან ერთად ისწავლეს კარვის გაშლა, შეაგროვეს შეშა და კოცონზე საკვებიც მოამზადეს. ეროვნულ მუზეუმში კი პროგრამის ფარგლებში ,,საქართველოს არქეოლოგია ახალი ქვის ხანიდან რომაულ ხანამდე“, მოსწავლეები გაეცნენ საქაეთველოს ტერიტორიაზე XX და XXI საუკუნეებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულ არტეფაქტებს. თავად შეარჩიეს გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატი, რომლის შესახებაც შეავსეს კითხვარი, აღწერეს და გამოიკვლიეს შერჩეული ნივთები.

კინგსის ოლიმპიადის ფინალისტები

27 Sep 2019

27 სექტემებერს ,,ევროპული სკოლის“ 50-ზე მეტ მოსწავლეს კინგსის ოლიმპიადის საგაზაფხულო სესიაზე მოპოვებული სხვადსხვა ხარისხის სერტიფიკატები გადაეცათ. ჩვენი სკოლა ტრადიციულად მე-9 წელია მონაწილეობს კინგსის საგანმანათლებლო პროექტში, რომელიც მთელ საქართველოში II-XII კლასის მოსწავლეებისთვის ქართულ, ინგლისურ ენებსა და მათემატიკაში ტარდება. კინგსი ზრუნავს მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას, ნიჭიერი ბავშვების გამოვლენასა და განვითარებას.

ლაშქრობა ქალაქგარეთ

27 Sep 2019

ბავშვებისთვის ლაშქრობა არის ახალი აღმოჩენებისა და ბუნებასთან სიახლოვის საუკეთესო შესაძლებლობა. “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მოსწავლეები Weaskigeorgia-სთან ერთად ალგეთში წავიდნენ სალაშქროდ და დაუვიწყარი თავგადასავლებით დაბრუნდნენ. ითამაშეს, იხტუნეს და მხიარულად გაატარეს დრო სუფთა ჰაერზე.