ახალი ამბები

მოგზაურობა ევროკავშირში

08 May 2019

ევროპის ქვეყნების გაერთიანება 1951 წელს დაიწყო და დღეისათვის 28 ქვეყანაა გაერთიანებული. ევროკავშირის დროშა ლურჯი ფერისაა და 12 ვარსკვლავია გამოსახული. ჰიმნი ლ.ვ. ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის მიხედვით შეიქმნა. 19 წევრი ქვეყანა კი ფულის ერთეულად ევროს იყენებს. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ და სურთ მალე გახდენენ ევროპული ოჯახის წევრი.  მთელი კვირის განმავლობაში “ევროპულ სკოლაში“ ავღნიშნავთ ევროპის დღეებს და საგანმანათლებლო და ინფორმაციულ შეხვედრებს ვმართავთ.  სკოლის პიარმენეჯერმა ნინო კუსრაშვილმა მოსწავლეებს ჩაუტარა პრეზანტაცია “მოგზაურობა ევროკავშირში.“ მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების: ავსტრიის, გერმანიის, ბელგიის, ესპანეთის, იტალისს და საბერძნეთის შესახებ. მოსწავლეებმა წერილები დაწერეს ევროკავშირში გასაგზავნად და გამოთქვეს დიდი სურვილი, რომ მალე საქართველოც გახდეს მისი წევრი.

ჩოგბურთის ტურნირის გამარჯვებული

01 May 2019

27 აპრილს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-4ა კლასის მოსწავლემ დიანა ჯანაშიამ ჩოგბურთის ტურნირში პირველი ადგილი მოიპოვა.  გამოჩენილი ჩოგბურთელის “სოლომონ თუხარელის სახელობის“ ტურნირი ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა და დიანა ჯანამშიამ გამარჯვება გოგონათა, 10 წლიანთა კატეგორიაში მოიპოვა.  ვულოცავთ დიანას ამ გამარჯვებას და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ!

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის შეჯამება

26 Apr 2019

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს დედამიწის დღე. პირველკლასელებმა სკოლაში მოგროვილი მაკულატურისგან ახალი ქაღალდი დაამზადეს და შემდეგ სააღდგომო კვერცხები შექმნეს. ასევე დაახარისხეს ნარჩენები, რომელიც გამოიყენება მეორადი მოხმარებისთვის და გადაარჩიეს ისინი, რომელიც არ შეიძლება მოხვდეს ნიადაგში. მეორეკლასელებმა მოამზადეს კედლის პოსტერები და შექმნეს დედამიწის ხის კომპოზიცია. მესამეკლასელებმა შეიმუშავეს შეფასების კრიტერიუმები, რითაც შეაფასეს მეოთხეკლასელთა ნამუშევრები “წერილი დედამიწას.“ ასევე ორანჟერეაში დარგეს სასაჩუქრე ყვავილები. შემაჯამებელ ღონისძიებაზე მე-9 კლასელებმა დააჯილდოვეს ყველა კვირეულში მონაწილე მოსწავლე სიგელებითა და მცენარეებით.

მოსწავლეები მოხუცების მხარდასაჭერად

24 Apr 2019

სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით ,,ევროპულ სკოლაში" რამდენიმე საქველმოქმედო აქცია დაიგეგმა. ქართული პროგრამის მე-5 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ წითელი ჯვრის ორგანიზაციასთან არსებულ მოხუცებულთა დღის ცენტრს და ძალიან თბილი და დაუვიწყარი ერთობლივი კონცერტი გამართეს. სააღდგომოდ მოსწავლეებმა მოხუცებს ტკბილეული გადასცეს საჩუქრად.

სააღდგომო ქველმოქმედება

24 Apr 2019

“ევროპულმა სკოლამ“ ტრადიციულად სააღდგომო საქველმოქმედო აქციები დაგეგმა. მოსწავლეებმა ერთი კვირით ადრე პროდუქტები შეაგროვეს და მოხუცებსა და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს დაურიგეს.  მოსწავლეები ეწვივნენ ახალგაზრდულ სახლს, სადაც 20 მოზარდი ცხოვრობს, მოხუცთა თავშესაფარს, “კარიტასის“ ბენეფიციარებს და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ზრუნავენ ბავშვებსა და მოხუცებზე.

სააღდგომო ნამუშევრების გამოფენა

24 Apr 2019

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის დაწყებითი 2-3 კლასის მოსწავლეებმა სააღდგომო კვერცხების გამოფენა მოაწყეს. ექსპოზიცია ხელოვნების პედაგოგების ლანა ბარაბაძის და თამარ ჯაყელის ხელმძღვანელობით შეიქმნა. მოსწავლეებმა გამოფინეს: კოლაჟები, FabLab-ში შექმნილი ხის კვერცხები, პლასტელინის და კერამიკული ნამუშევრები. ჩვენს სკოლაში სააღდგომო დღესასწაულის განწყობა პატარებმა უკვე შექმნეს.

სააღდგომო ნამუშევრები “ფაბლაბში“

24 Apr 2019

დაიწყო სააღდგომო მზადება “ევროპულ სკოლაში.“ მოსწავლეებმა დეკორატიული სააღდგომო კვერცხები თანამედროვე მეთოდებით “ფაბლაბში“ მოამზადეს. ქართული პროგრამის მესამე კლასელებს “ფაბლაბში“ ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაუტარდათ და ხელოვნების გაკვეთილზე შესრულებული ნამუშვრები ჯერ ციფრულ ფაილებად გარდაქმნეს, შემდეგ კი ლაზერული მჭრელის საშუალებით ხეზე გადაიტანეს. ბავშვებისთვის სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა საკუთარი ხელით სააღდგომო კვერცხების დამზადება.

ფესტივალი “ოქროს საწმისი“

24 Apr 2019

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-3-ა კლასის მოსწავლეები სკოლის აკადემიურმა დირექტორმა სოფიო ბაზაძემ კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალ “ოქროს საწმისში" წარმატებით მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა. კლასის დამრიგებელ ეკა ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით ფესტივალზე მოსწავლეებმა წარადგინეს სპექტაკლი “განხეთქილების ვაშლი.“

გავამწვანოთ გარემო

24 Apr 2019

22 აპრილს დედამიწის დღეზე ,, ევროპული სკოლის" მოსწავლეებმა ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" ინიციატივით სკოლის ეზოში ბზის, დაფნისა და ნაძვის ნერგები დარგეს და გაამწვანეს გარემო. მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენლები აგრეთვე შეხვდნენ IB პროგრამის მე-5 კლასის მოსწავლეებს და საინტერესო რჩევები მისცეს, რომლებიც გარემოს დაცვის შესახებ პროექტზე მუშაობენ.  პირველ კლასელებს ჩაუტარდათ გაკვეთილი ნარჩენების გამოყენების შესახებ.  PYP პროგრამის მე-5 კლასის მოსწავლეებმა კი ჩრდილების თეატრი მოაწყეს გარემოს დაცვის თემაზე.