ახალი ამბები

რობოტების რბოლა პირველკლასელებს შორის

30 Oct 2018

პირველკლასელებს შორის მოეწყო გუნდური შეჯიბრი - რობოტების რბოლა. გუნდების მიერ დაპროგრამებული რობოტები წინასწარ განსაზღვრულ გზაზე წარმატებით უნდა მისულიყვნენ დანიშნულების ადგილამდე. ბავშვები დიდი ინტერესითა და აზარტით ჩაერთნენ შეჯიბრში. პატარებს მათი მშობლები და გულშემატკივრები ამხნევებდნენ. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ სერტიფიკატები და შოკოლადის მედლები.

საუბრები ფსიქოლოგთან - როგორ გავუმარტივოთ პირველკლასელებს სკოლასთან ადაპტაცია

30 Oct 2018

ევროპული სკოლის მოსწავლეთა მხარდაჭერის ცენტრი აგრძელებს შეხვედრებს ,,საუბრები ფსიქოლოგთან''. ამჯერად, სკოლის ფსიქოლოგი ქეთევან ოსიაშვილი ჩვენი პირველკლასელების მშობლებს შეხვდა სკოლასთან მათი შვილების ადაპტაციის თემაზე სასაუბროდ. შეხვედრაზე მშობლებს მიეწოდათ რეკომენდაციები სკოლასთან ბავშვის შეჩვევის პროცესის ხელშეწყობაზე. ამასთანავე, ფსიქოლოგმა მათ ასწავლა მეთოდები ბავშვებში შემეცნებითი პროცესების (აზროვნება, მეხსიერება, ყურადღება და წარმოსახვა) ეფექტური განვითარებისათვის.

ანიმაციის დღე ევროპულ სკოლაში

29 Oct 2018

29 ოქტომბერს ევროპული სკოლის ეზოში დიდი მხიარულება იყო - ჩვენი ქართული პროგრამის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა “ანიმაციის საერთაშორისო დღე“ აღნიშნეს. საყვარელი ანიმაციებისა და ზღაპრების გმირების კოსტუმებში გამოწყობილმა პატარებმა სკოლის შიდა ეზოში წითელ ხალიჩაზე პოდიუმი და მხიარული ფლეშმობი მოაწყვეს. ამის შემდეგ, ბავშვებმა უყურეს თოჯინების თეატრის სპექტაკლს და წარმოდგენის ბოლოს მთავარ გმირებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

შეხვედრა გიორგი კეკელიძესთან

24 Oct 2018

ოთხშაბათს, 24 ოქტომბერს, გაიმართა გიორგი კეკელიძის შეხვედრა ჩვენი სკოლის მე-4 კლასელებთან. ცნობილი მწერალი ბავშვებს ესაუბრა წიგნების შექმნის თემაზე.

ცნობილი რუსი ენათმეცნიერების სემინარი ევროპულ სკოლაში

23 Oct 2018

20-21 ოქტომბერს ევროპულ სკოლაში ჩატარდა სემინარი "რუსულის, როგორც უცხო ენის სწავლების მეთოდიკა", რომელსაც უძღვებოდნენ ამ სფეროს ექსპერტები - ცნობილი რუსი ენათმეცნიერები სტანისლავ ჩერნიშოვი და მისი მეუღლე ანნა ჩერნიშოვა. სემინარს ესწრებოდნენ რუსული ენის სკოლის პედაგოგები და უმაღლესი სკოლის ლექტორები მთელი საქართველოდან. მონაწილეებმა ძალიან სასარგებლო და ინფორმაციით დატვირთული ორი დღე გაატარეს, რის შემდეგაც მათ გადაეცათ სერთიფიკატები.

ახლებურად დანახული "ვეფხისტყოსანი" - გიორგი კახიშვილის ლექცია

19 Oct 2018

19 ოქტომბერს ევროპულ სკოლას პერსპექტიული ახალგაზრდა მკვლევარი, გიორგი კახიშვილი ესტუმრა ვეფხისტყაოსანზე სასაუბროდ და მოსწავლეებს გააცნო მისი ორიგინალური მიგნებები, რომლებიც უკვე აღიარებულია წამყვანი მეცნიერების მიერ. შეხვედრის მონაწილეებისათვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა გიორგის მიერ წარმოდგენილი არაორდინალური ხედვა ვეფხისტყოსანში მითოსურ სამყაროსთან არსებულ კავშირებსა და ალეგორიებზე. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა თავადაც გამოთქვეს მოსაზრებები ამ თემაზე და სტუმართან ერთად გაავლეს პარალელები ვეფხისტყაოსანსა და მსოფლიო ლიტერატურის სხვა შედევრებს შორის.

მე-2 კლასელები სტუმრად გარდენიაში

18 Oct 2018

17 ოქტომბერს, ევროპული სკოლის ქართული სექტორის მე-2 ბ კლასელები “გარდენიას“ ესტუმრნენ. მასპინძლებმა პატარებს დაათვალიერებინეს გარემო და მცენარეებზე უამრავი საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს. სახალისო მწვანე გაკვეთილზე მოსწავლეებმა თიხის ქოთნები ბუნებრივი საღებავით შეღებეს, მოხატეს და ბოლოს, უფროსების დახმარებით ყვავილებიც ჩარგეს. ექსკურსიით ნასიამოვნები მეორეკლასელები სკოლაში დაბრუნების შემდეგ კიდევ დიდხანს უზიარებდნენ ერთმანეთს “გარდენიაში“ მიღებულ შთაბეჭდილებებს.

კინგსის ოლიმპიადის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი

12 Oct 2018

კინგსმა ოლიმპიადაში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისათვის ევროპული სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა.

საბავშვო ფესტივალი მთაწმინდის პარკში

04 Oct 2018

შაბათს, 29 სექტემბერს, ევროპული სკოლა წარმოდგენილი იყო თბილისის საბავშვო ფესტივალზე მთაწმინდის პარკში. ფესტივალის სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია საბავშვო სფეროში არსებულ სიახლეებზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საგანმანათლებლო სფეროში.