ახალი ამბები

შეხვედრა გიორგი კეკელიძესთან
24 Oct 2018ოთხშაბათს, 24 ოქტომბერს, გაიმართა გიორგი კეკელიძის შეხვედრა ჩვენი სკოლის მე-4 კლასელებთან. ცნობილი მწერალი ბავშვებს ესაუბრა წიგნების შექმნის თემაზე.

ცნობილი რუსი ენათმეცნიერების სემინარი ევროპულ სკოლაში
23 Oct 201820-21 ოქტომბერს ევროპულ სკოლაში ჩატარდა სემინარი "რუსულის, როგორც უცხო ენის სწავლების მეთოდიკა", რომელსაც უძღვებოდნენ ამ სფეროს ექსპერტები - ცნობილი რუსი ენათმეცნიერები სტანისლავ ჩერნიშოვი და მისი მეუღლე ანნა ჩერნიშოვა. სემინარს ესწრებოდნენ რუსული ენის სკოლის პედაგოგები და უმაღლესი სკოლის ლექტორები მთელი საქართველოდან. მონაწილეებმა ძალიან სასარგებლო და ინფორმაციით დატვირთული ორი დღე გაატარეს, რის შემდეგაც მათ გადაეცათ სერთიფიკატები.

ახლებურად დანახული "ვეფხისტყოსანი" - გიორგი კახიშვილის ლექცია
19 Oct 201819 ოქტომბერს ევროპულ სკოლას პერსპექტიული ახალგაზრდა მკვლევარი, გიორგი კახიშვილი ესტუმრა ვეფხისტყაოსანზე სასაუბროდ და მოსწავლეებს გააცნო მისი ორიგინალური მიგნებები, რომლებიც უკვე აღიარებულია წამყვანი მეცნიერების მიერ. შეხვედრის მონაწილეებისათვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა გიორგის მიერ წარმოდგენილი არაორდინალური ხედვა ვეფხისტყოსანში მითოსურ სამყაროსთან არსებულ კავშირებსა და ალეგორიებზე. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა თავადაც გამოთქვეს მოსაზრებები ამ თემაზე და სტუმართან ერთად გაავლეს პარალელები ვეფხისტყაოსანსა და მსოფლიო ლიტერატურის სხვა შედევრებს შორის.

მე-2 კლასელები სტუმრად გარდენიაში
18 Oct 201817 ოქტომბერს, ევროპული სკოლის ქართული სექტორის მე-2 ბ კლასელები “გარდენიას“ ესტუმრნენ. მასპინძლებმა პატარებს დაათვალიერებინეს გარემო და მცენარეებზე უამრავი საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს. სახალისო მწვანე გაკვეთილზე მოსწავლეებმა თიხის ქოთნები ბუნებრივი საღებავით შეღებეს, მოხატეს და ბოლოს, უფროსების დახმარებით ყვავილებიც ჩარგეს. ექსკურსიით ნასიამოვნები მეორეკლასელები სკოლაში დაბრუნების შემდეგ კიდევ დიდხანს უზიარებდნენ ერთმანეთს “გარდენიაში“ მიღებულ შთაბეჭდილებებს.

კინგსის ოლიმპიადის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი
12 Oct 2018კინგსმა ოლიმპიადაში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისათვის ევროპული სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა.

საბავშვო ფესტივალი მთაწმინდის პარკში
04 Oct 2018შაბათს, 29 სექტემბერს, ევროპული სკოლა წარმოდგენილი იყო თბილისის საბავშვო ფესტივალზე მთაწმინდის პარკში. ფესტივალის სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია საბავშვო სფეროში არსებულ სიახლეებზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საგანმანათლებლო სფეროში.

ევროპული სკოლა ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე
03 Oct 2018შაბათს, 29 სექტემბერს, ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე ჩვენი სკოლის კარავში წარმოდგენილმა სახალისო ტექნოლოგიებმა ვიზიტორების დიდი ინტერესი გამოიწვია. ლეგო რობოტები, მფრინავი პროგრამირებადი დრონები, 3D კალამი და ელექტრობის სახალისო ექსპერიმენტები მთელი დღის მანძილზე იზიდავდა ცნობისმოყვარე დამთვალიერებლებს !

გამოფენა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში
03 Oct 201825 სექტემბერს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე ჩვენმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს სმარტ რობოტები და დამსწრეების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

შეხვედრა ახალი მოსწავლეების მშობლებთან
01 Oct 2018პარასკევს, 28 სექტემბერს, ჩვენი სკოლის ახალი მოსწავლეების მშობლებისათვის სასიამოვნო საღამო მოეწყო. შეხვედრაზე მათ შესაძლებლობა მიეცათ, უფრო ახლოს გაეცნოთ ერთმანეთი, სკოლის მმართველი გუნდი და მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის თავმჯდომარეები. აკადემიურმა დირექტორმა, პროგრამის კოორდინატორებმა და მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის თავმჯდომარეებმა მშობლებს მიაწოდეს ინფორმაცია მათი ჩართულობის შესაძლებლობების შესახებ. არაფორმალურ, სასიამოვნო გარემოში ჩატარებული შეხვედრა ტორტის გაჭრის ცერემონიით დასრულდა.