ახალი ამბები

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე “ევროპულ სკოლაში”
23 Apr 2018წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100 ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. მნიშვნელოვანია ასევე ღონისძიების მასშტაბურობა – ლოკალური დარეგიონული მასშტაბით წიგნის ავტორების, უნივერსიტეტების, სკოლების, წიგნის მაღაზიებისა და კულტურის ცენტრების ჩართულობა, რათა ხელი შეეწყოს საქართველოში წიგნის პოპულარიზაციას. წიგნის საჯაროდკითხვის მსოფლიო დღეს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის ბავშვებიც შეუერთდნენ: მე-11 კლასის მოსწავლეები პატარებს ესტუმრნენ და წაუკითხეს ცნობილი ნაწარმოები, “ჰარი პოტერი.“

"ევროპული სკოლა" თეატრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
13 Apr 2018"ევროპული სკოლაში" გაიმართა თეატრის დღე, რომელიც წარმოგვიდგინეს VIIIბ კლასის მოსწავლეებმა სახელწოდებით "შუშაბანდის ამბები". თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, VIII კლასელებმა მართლაც სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყვეს თანატოლებს, მასწავლებლებსა და მშობლებს. მათ წარმოადგინეს ვარიაციები დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი" და ა. ჩეხოვის "ალუბლის ბაღის" თემებზე. ინტერპრეტირებულმა კლასიკამ და მოსწავლეთა საშემსრულებლო ტექნიკამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

ხელნაკეთი მანქანების შეჯიბრი “ევროპულ სკოლაში“
04 Apr 2018“ევროპული სკოლის“ რობოტიქსის პედაგოგის, დავით ნოზაძის ორგანიზებით, 2 აპრილს, სკოლის სპორტულ დარბაზში ჩატარდა ინოვაციური ღონისძიება სახელწოდებით ,,ხელნაკეთი მანქანების შეჯიბრი.” აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართული იყო “ევროპული სკოლის“ ყველა ის მოსწავლე, ვინც მოამზადა ხელნაკეთი მანქანის მოდელი ან ნიმუში. ღონოსძიებაში მონაწილეობა მიიღო 14-მა კონკურსანტმა, 1-დან დან მე-12 კლასის ჩათვლით. ჟიურის დახმარებით გამოვლინდა სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები. მთავარი პრიზი, სუპერ თასი, წილად ხვდა მე-2 კლასის მოსწავლეს, საბა ნოდიას, საუკეთესო ხელნაკეთი მანქანის შექმნისთვის.

ფილმის საქველმოქმედო ჩვენება ევროპულ სკოლაში: “ექვთიმე ღვთისკაცი“
04 Apr 20184 აპრილს, “ევროპული სკოლის“ სააქტო დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო კინო-ჩვენება “ექვთიმე ღვთისკაცი." პრემიერა წარმოგვიდგინეს თავად რეჟისორმა და გადამღებმა ჯგუფმა. კინო-ჩვენების დასასრულს აუდიტორიას საშუალება მიეცა, გასაუბრებოდნენ მოსულ სტუმრებს, დაეფიქსირებინათ და გამოეხატათ საკუთარი ემოცია. შემოსული თანხა გადაირიცხება ფილმის მხარდამჭერ ფონდში.

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეების პროექტი “გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“
04 Apr 2018“ევროპული სკოლის“ მოსწავლეების პროექტი “გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“ 3 აპრილს, ”ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი: “გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“ პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა შეისწავლეს და საზოგადოებას გააცნეს აფხაზეთში არსებული უმნიშვნელოვანესი კულტურის ძეგლები და მოიძიეს მასალა აფხაზური ტრადიციების შესახებ, რომელიც დოკუმენტური ფილმის სახით წარუდგინეს მაყურებელს.

რობოტიქსის გაკვეთილი ტექნოპარკში
28 Mar 2018ამა წლის 22 თებერვალს და 1 მარტს “ევროპული სკოლის“ პედაგოგმა დავით ნოზაძემ V კლასის მოსწავლეებს ტექნოპარკში ჩაუტარა რობოტიქსის გაკვეთილი, რომელზეც სახალისო ელექტროობის ელემენტებს და ინოვაციურ სასკოლო ხელსაწყოების ნაკრებს LittlelBits გაეცნენ მოზარდები. მოსწავლეებმა ააწყვეს წრედები და თავიანთი ხელით შექმნეს ელეტრო მოწყობილობები. გაკვეთილის შემდეგ მათ დაათვალიერეს ტექნოპარკის სამეწარმეო გარემო, ნახეს 3 -D პრინტერები და სხვა ინოვაციური აპარატურა. მსგავსი გაკვეთილები მომავალშიც ჩატარდება “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებისთვის. იგეგემება სახალისო ელექტროობა Arduino-ს გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, რაც კიდევ უფრო მეტ ხალისს შესძენს სწავლის პროცესს.

პატარები და მეცნიერებაბავშვი პატარა მეცნიერივით ეძებს შეკითხვებზე პასუხს, აკვირდება საგნებსა და მოვლენებს, ცნობისმოყვარეობით შეიმეცნებს სამყაროს. მოზარდებს მოსწონთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაკვეთილებზე დასწრება. 21 მარტს ქართული პროგრამის IIIა კლასის მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ უფროსკლასელთა მიერ ჩატარებულ ფიზიკის სახალისო ცდებში.
28 Mar 2018ბავშვი პატარა მეცნიერივით ეძებს შეკითხვებზე პასუხს, აკვირდება საგნებსა და მოვლენებს, ცნობისმოყვარეობით შეიმეცნებს სამყაროს. მოზარდებს მოსწონთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაკვეთილებზე დასწრება. 21 მარტს ქართული პროგრამის IIIა კლასის მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ უფროსკლასელთა მიერ ჩატარებულ ფიზიკის სახალისო ცდებში.

სტუმრად თეატრში
23 Mar 201821 მარტს III-IV კლასების მოსწავლეები ესტუმრნენ მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმს, სადაც მათ იხილეს პეტრე ოცხელის ესკიზები, სასცენო კოსტიუმები და საგრიმიორო ოთახი. მუზეუმის თანამშრომელი ესაუბრა მათ თეატრის, სასცენო ხელოვნებისა და იმ სპეციალობების შესახებ, რომელიც აუცილებელია სპექტაკლის შექმნისთვის. ასევე მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, სხვადასხვა მსახიობის სასცენო კოსტიუმი მოეზომათ.

ბუნების გაკვეთილი თბილისის ზოოპარკში
20 Mar 2018ცხოველები, ბუნება, ეკოლოგია, ადაპტაციები- ეს ის საკითხებია, რომლებიც Vა კლასის მოსწავლეებმა, ბუნების მასწავლებელ მანანა ჟამურაშვილთან ერთად, განიხილეს თბილისის ზოოპარკში სტუმრობისას. მოზარდებმა დაკვირვებები აწარმოეს რამდენიმე მიმართულებით: შეისწავლეს ცხოველები სხვადასხვა გეოგრაფიული არეალიდან და გაეცნენ მათ ადგილსამყოფელს; დაინტერესდნენ ცხოველთა ქცევით; იმსჯელეს სახეობების განსხვავებაზე ძუძუმწოვრებში, თევზებსა და რეპტილიებში; დასვეს უამრავი შეკითხვა. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა ზოოპარკში ჩატარებული გაკვეთილის ფარგლებში.