ახალი ამბები

ქართული პროგრამის VII-XII კლასის სახელმძღვანელოები
18 Jul 2018ქართული პროგრამის VII-XII კლასის სახელმძღვანელოების გაცემა “ევროპულ სკოლაში“ მოხდება 2018 წლის 4-16 სექტემბერს სახელძღვანელოების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის საფუძველზე. სახელძღვანელოების ნუსხა, ღირებულება და საბანკო რეკვიზეტები იხილეთ ბმულ ფაილში.

ხუთშაბათობა
14 Jun 2018“ევროპული სკოლის“ მეხუთეკლასელებმა კარგად იციან რატომ ჰქვია “ხუთშაბათობა“ გაკვეთილებს, რომლებიც უკვე ტრადიციად იქცა. სკოლის ბიბლიოთეკაში ყოველ ხუთშაბათს მოსწავლეები ერთად კითხულობენ, ფიქრობენ, მსჯელობენ ქართული სიტყვის ხიბლზე....

IV კლასის დამამთავრებელი ღონისძიება
11 Jun 20188 ივნისს, “ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა IV კლასის დამამთავრებელი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ პედაგოგები და მშობლები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მიუზიკლი “ოთხი წელი ევროპულ სკოლაში”. ბავშვებმა წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები ზეპირმეტყველებაში, სიმღერასა და ცეკვაში. დაჯილდოვდნენ სიგელებით. ღონისძიება იყო შთამბეჭდავი და ემოციებით სავსე.

მოგზაური გამოფენა “ ევროპულ სკოლაში“
24 May 2018საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, 2018 წლის 23 მაისს ქართული პროგრამის მე-9-10-11 კლასების მოსწავლეებს ჩაუტარდათ საინტერესო გაკვეთილი სახელწოდებით “მოგზაური გამოფენა.“ მოზარდებმა ხელოვნების მასწავლებელთან ერთად საქართველოს უახლესი ისტორია განიხილეს და ხელოვნება ახალი კუთხით დაინახეს; კერძოდ, მათ იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის პროტესტის ხელოვნება, მხატვრობა, ხელოვნებისა და ცენზურის დაპირისპირება, გამოხატვის თავისუფლება და ა.შ. ბავშვებმა დაათვალიერეს ფოტოები და ნამუშევრები, რომლებიც ქვეყნის უახლესი ისტორიის სხვადასხვა პერიოდში არის შექმნილი და ისაუბრეს მათ მნიშვნელობაზე.

უსაფრთხოების გაკვეთილები “ევროპულ სკოლაში“
17 May 20182018 წლის 17 მაისს “ევროპული სკოლის“ შიდა ეზოში ქართული პროგრამის II “ბ“ კლასს ჩაუტარდა სამოდელო გაკვეთილი თემაზე “ჩვენ ვსწავლობთ ქუჩაში მოძრაობის წესებს.“ გაკვეთილზე მოწვეული იყო პოლიციის მაიორი, ლევან წიკლაური. პოლიციის მაიორმა ბავშვებს სატრანსპორტო მოძრაობის წესებზე სიმულაციური სწავლება ჩაუტარა. ბავშვებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ყველა აქტივობაში: გაეცნენ საგზაო ნიშნებს, შუქნიშანზე გადასვლის წესებს, ზებრა-გადასასვლელის მნიშვნელობას, ისაუბრეს პატრულის ფუნქცია-მოვალეობებზე. მოწვეულმა სტუმარმა ამომწურავად უპასუხა ბავშვების მიერ დასმულ შეკითხვებს.

შემაჯამებელი გაკვეთილები ქართული პროგრამის დაწყებით საფეხურზე
17 May 20182018 წლის 16 მაისს, “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის I “ა“ კლასის მოსწავლეებმა შეაჯამეს ტრანსდისციპლინარული თემა “როგორ ვითანაცხოვროთ ცოცხალ სამყაროსთან.“ ბავშვებმა სახალისო აქტივობების მეშვეობით გადმოსცეს ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება, განიხილეს სასარგებლო და მავნე ბაქტერიები, იმსჯელეს თუ რა გავლენას ახდენს მავნე ჩვევები ადამიანის ჯანმრთელობაზე, და ისაუბრეს გარემოს მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების მნიშვნელობაზე.

პროექტის პრეზენტაცია "ევროპულ სკოლაში"
16 May 20182018 წლის 16 მაისს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-7 “ბ“ კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ღია გაკვეთილში სათაურით “მე გადმოვცურავ ზღვას.“ მოსწავლეებმა წაიკითხეს ცნობილი ნაწარმოებები, გაიხსენეს ცნობილი ფილმები, მოირგეს ლიტერატურული გმირების როლები და თავად გამოიგონეს ახალი პერსონაჟები.

გიორგი ოვაშვილი სტუმრად “ევროპულ სკოლაში“
15 May 20182018 წლის 15 მაისს, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-9 კლასის მოსწავლეებს შეხვდა IB ბიბლიოთეკაში. მოსწავლეები გაეცნენ რეჟისორის ცნობილ ნამუშევრებს. დისკუსიის მთავარი თემა იყო გიორგი ოვაშვილის 2009 წლის ფილმი “გაღმა ნაპირი.“

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები სტუმრად ქიმიისა და ბიოლოგიის კაბინეტში
25 Apr 201824 აპრილს ქართული პროგრამის 1-ელი და მე-3 კლასის მოსწავლეები “ევროპული სკოლის“ ბიოლოგიისა და ქიმიის კაბინეტს ესტუმრნენ. პატარები გაეცნენ მეორადი ქაღალდის გადამუშავების ტექნოლოგიას და მონაწილეობაც მიიღეს გადამუშავების პროცესში. ბიოლოგიის პედაგოგმა, მანანა ჟამურაშვილმა, ბავშვებს აუხსნა, რომ მავნე ბაქტერიების გარდა, არსებობენ ე.წ. “კეთილი“ ბაქტერიები, რომელთა მიღებაც ბუნებრივადაა შესაძლებელი ისეთი საკვებიდან, როგორიცაა მაწონი ან იოგურტი. ბავშვებმა “კეთილი ბაქტერიების“ შესახებ უყურეს ანიმაციურ ფილმს და შემდეგ ბაქტერიებს მიკროსკოპითაც დააკვირდნენ.