ახალი ამბები

სტუმრად თეატრში
23 Mar 201821 მარტს III-IV კლასების მოსწავლეები ესტუმრნენ მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმს, სადაც მათ იხილეს პეტრე ოცხელის ესკიზები, სასცენო კოსტიუმები და საგრიმიორო ოთახი. მუზეუმის თანამშრომელი ესაუბრა მათ თეატრის, სასცენო ხელოვნებისა და იმ სპეციალობების შესახებ, რომელიც აუცილებელია სპექტაკლის შექმნისთვის. ასევე მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, სხვადასხვა მსახიობის სასცენო კოსტიუმი მოეზომათ.

ბუნების გაკვეთილი თბილისის ზოოპარკში
20 Mar 2018ცხოველები, ბუნება, ეკოლოგია, ადაპტაციები- ეს ის საკითხებია, რომლებიც Vა კლასის მოსწავლეებმა, ბუნების მასწავლებელ მანანა ჟამურაშვილთან ერთად, განიხილეს თბილისის ზოოპარკში სტუმრობისას. მოზარდებმა დაკვირვებები აწარმოეს რამდენიმე მიმართულებით: შეისწავლეს ცხოველები სხვადასხვა გეოგრაფიული არეალიდან და გაეცნენ მათ ადგილსამყოფელს; დაინტერესდნენ ცხოველთა ქცევით; იმსჯელეს სახეობების განსხვავებაზე ძუძუმწოვრებში, თევზებსა და რეპტილიებში; დასვეს უამრავი შეკითხვა. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა ზოოპარკში ჩატარებული გაკვეთილის ფარგლებში.

ლიტერატურული ვიქტორინა “ევროპულ სკოლაში“
19 Mar 201815 მარტს ქართული სექტორის VIIIბ კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი თ.ბერაძე) მონაწილეობა მიიღეს სკოლის ბიბლიოთეკაში გამართულ ლიტერატურულ ვიქტორინაში. საგულისხმოა, რომ საგაზაფხულო არდადეგების დაწყების წინ მათ, ნინო კახიანის რჩევით, წასაკითხად აირჩიეს რ.პალაციოს ბესტსელერი. ვიქტორინაზე კი ისინი შეეჯიბრნენ ერთმანეთს ტექსტის ცოდნასა და ნაწარმოების მთავარი იდეის უკეთ გაგებაში; ვიქტორინა სახალისო აქტივობებისაგან შედგებოდა; გამარჯვებული მოსწავლეები : ს. დარჩიაშვილი და გ.ფანჯაკიძე დაჯილდოვდნენ წიგნებით. ყველა მონაწილემ მიიღო სამახსოვრო საჩუქარი; ვიქტორინის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა და უფროსებმა ერთად უყურეს ამ ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმის ფრაგმენტებს.

ლექცია თემაზე "ნარჩენების მდგრადი მართვა"
17 Mar 201815 აპრილს “ევროპულ სკოლას“, ეკოკლუბის ხელმძღვანელის მანანა ჟამურაშვილის ინიციატივით, ესტუმრა “ეკოხედვის“ თანამშრომელი ეთო ჯინჭარაძე, რომელმაც ეკოკლუბის მოსწავლეებს ჩაუტარა ინტერაქტიური ლექცია თემაზე "ნარჩენების მდგრადი მართვა". მოსწავლეებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია და იმსჯელეს ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზებზე.

საჩუქარი დედებს
08 Mar 2018III ბ კლასის მოსწავლეებმა ორიგინალურად მიულოცეს დედებს 3 მარტი. ისინი წინასწარ ემზადებოდნენ ამ დღისთვის: სახელოსნოში “თიხიანი ხელები“ პატარებმა დაამზადეს თიხის გულსაბნევები და საყვავილე ქოთნები, რომლებშიც სკოლის ორანჟერაში, მებაღის დახმარებით, ჩარგეს ყვავილები და შექმნეს ულამაზესი კომპოზიციები დედებისთვის.

სტუმრად წიგნის მუზეუმში
06 Mar 20181 მარტს “ევროპული სკოლის“ დაწყებითი საფეხურის მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ეროვნულ ბიბლიოთეკასა და წიგნის მუზეუმს. მასპინძელი მათი პედაგოგი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე გახლდათ. ბავშვებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკა, გაეცნენ მისი მუშაობის ძირითად პრინციპს. წიგნის მუზუმში მოზარდები გაეცნენ უნიკალურ ლიტერატურას. გიორგი კეკელიძემ პატარებს საკუთარი ზღაპრის წიგნი გადასცა საჩუქრად.

გავუფრთხილდეთ გარემომცველ სამყაროს!
01 Mar 201827 თებერვალს ტრანსდიციპლინური თემის ფარგლებში: “ გავუფრთხილდეთ გარემომცველ სამყაროს“, III კლასის მოსწავლეები შეხვდნენ პროფესორ ბესარიონ კალანდაძეს, რომელიც კომპოსტირების პროცესზე,ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობაზე ესაუბრა მოზარდებს.

ექსკურსია ეროვნულ მუზეუმში
23 Feb 201821 თებერვალს ,,ევროპული სკოლის“ მე-6 ბ კლასის მოსწავლეები ისტორიის პედაგოგ მაია წენგუაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ექსკურსიის მიზანი გახლდათ, მოსწავლეთა მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პრეისტორიული და ანტიკურ-ელინისტური პერიოდის მახასიათებლების შეჯამება და ასევე, მოსწავლეებში დაკვირვების, კვლევის, საკუთარი აზრის, ჩანახატების, ჩანაწერების გაკეთების და პრეზენტაციაზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება.

მათემატიკის საშაბათო სკოლა და მათემატიკის წრე “ევროპულ სკოლაში“
21 Feb 2018მათემატიკის სწავლების გაუმჯობესებისა და მისი პოპულარიზაციის, კონკურსებში, კონფერენციებსა და ოლიმპიადებში მოსწავლეების მონაწილეობისათვის მომზადების მიზნით “ევროპულმა სკოლამ“ გადაწყვიტა, დაიწყოს მათემატიკის საშაბათო სკოლა და ჩამოაყალიბოს მათემატიკის წრე. საშაბათო სკოლა იმუშავებს სპეციალურად შედგენილი პროგრამის მიხედვით, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში აბსტრაქტული და ლოგიკური აზროვნების განვითარებას; მოამზადებს მათ მათემატიკის წრისათვის. მათემატიკის წრე დაიწყებს მოსწავლეების მომზადებას სხვადასხვა კონკურსისა და ოლიმპიადებისათვის.