ახალი ამბები

ივერი ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი

14 Nov 2017

“ევროპულ სკოლაში“ დამთავრდა “ივერი ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი“. სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში გამარჯვებულები არიან: 6 ბ კლასის, MYP მე-8 კლასის და ქართული პროგრამის მე-12 კლასის მოსწავლეთა გუნდები. ტურნირის ბომბარდირი გახდა მიხეილ კვერნაძე, საუკეთესო მოთამაშე- ნიკა სამუშია, ხოლო საუკეთესო მეკარე- ირაკლი ნებიერიძე. ფინალური მატჩების დასასრულს გაიმართა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.

IIIბ კლასის ვიზიტი საგანმანათლებლო პროგრამაზე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

13 Nov 2017

მოსწავლეები გაეცნენ ექვთიმე თაყაიშვილის , როგორც წმინდანისა და ერის საგანძურის მცველის ისტორიას. ასევე, დაათვალიერეს მის მიერ გადარჩენილი უნიკალური განძის ნაწილი, რომელიც მოიცავდა ისტორიულ, არქეოლოგიურ, ანთროპოლოგიურ, ლიტერატურულ და ეთნოგრაფიულ ექსპონატებს.

პეტრე ბაბილუა - მენტორი

13 Nov 2017

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში “ევროპული სკოლის“ მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მათემატიკის პედაგოგ პეტრე ბაბილუას მიენიჭა მენტორის წოდება.

ექსკურსია “პოლიპრინტში“

11 Nov 2017

9 ნოემბერს მეორე კლასის მოსწავლეები ეწვივნენ პოლიგრაფიულ სტამბა "პოლიპრინტს". მოზარდები გაეცნენ ქაღალდის დამუშავების ტექნოლოგიას და დიდი ინტერესით ჩაერთვნენ სახალისო აქტივობაში - დაამზადეს ქაღალდის ქუდები “ევროპული სკოლის“ ლოგოთი.

“ჰაგიოგრაფია თანამედროვეთა თვალით“

10 Nov 2017

1-3 ნოემბერს “ევროპული სკოლის“  სამივე პროგრამის მე-10 კლასის მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს ეთნოტურში - “ჩვენი ქალაქის ისტორია“ დათო ტურაშვილთან ერთად.  ექსკურსია ორგანიზებული იყო ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მიერ. (პედაგოგები: თამარ ლომიძე, თეკლა ბერაძე, რუსუდან ბრეგაძე და მაია წენგუაშვილი).

“შავი ზღვის საერთაშორისო დღე“

07 Nov 2017

3 ნოემბერს ქართული პროგრამის მე-3-4 კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს "შავი ზღვის საერთაშორისო დღისადმი" მიძღვნილი  გამოფენა.

“წიგნიერებით“ მოტანილი სიხარული

02 Nov 2017

1 ნოემბერს “ევროპულ სკოლას“ პროექტით “წიგნიერება“  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე ესტუმრა.

სკოლის ბიბლიოთეკის დღე

01 Nov 2017

27 ოქტომბერს ევროპული სკოლის ქართული პროგრამის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა აღნიშნეს “სკოლის ბიბლიოთეკის დღე“. ბუნებრივია, ღონისძიება დაიგეგმა ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკაში.

კულტურის სახლი ” მუზა”

30 Oct 2017

“ევროპული სკოლის“ Vბკლასის მოსწავლეები ესტუმრნენ კულტურის სახლ ” მუზას”; მოუსმინეს ლექციას “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრატორების შესახებ. გაიცნეს ცნობილი ქართველი და უცხოელი მხატვრები , რომლებმაც დაასურათეს წიგნი. პრაქტიკული დავალების დროს კი თავად შეეცადნენ დაესურათებინათ “ვეფხისტყაოსნის” ერთ-ერთი აფორიზმი.