ახალი ამბები

სტენსილით ხატვა

29 Nov 2017

27 ნოემბერს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მოსწავლეები, ხელოვნების პედაგოგის ნატო ვაწაძის ინიციატივით, ჩაებნენ საინტერესო აქტივობაში-მათ მოწვეული მხატვრების დახმარებით, გარემოს დაცვის თემაზე შექმნილი სტენსილებით მოხატეს სკოლის კედლები.

პროექტი “ბუნების ქომაგი ადამიანები“

29 Nov 2017

14 ნოემბერს, ტრანსდისციპლინარული თემის ფარგლებში, პედაგოგ ასმათ ახვლედიანის ხელმძღვანელობით მოეწყო მესამეკლასელთა შეხვედრა “ეკოვიზიის“ წამყვანებთან. გადაცემის წამყვანებმა ნინიმ კიკნაძემ და დათუნა სოფაძემ წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე: “ბუნების ქომაგი ადამიანები“. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

მოსწავლეთა ნახატების გამოფენა

24 Nov 2017

22 ნოემბერს ევროპულ სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიხსნა. მასში ამჯერად მონაწილეობა მესამეკლასელებმა მიიღეს. ბავშვებმა ისაუბრეს თავიანთი ნახატების შესახებ. სკოლის დირექტორმა ქალბატონმა სოფიო ბაზაძემ “პატარა მხატვრებს“ სამახსოვრო სიგელები გადასცა.

მეხანძრეები

22 Nov 2017

პროექტის ფარგლებში III ა კლასი ესტუმრა სახანძრო სამსახურის მუზეუმს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ძველი და ახალი სახანძრო ტექნიკა. მონაწილეობა მიიღეს იმიტირებული ხანძრის ჩაქრობაში, მოისმინეს ინფორმაცია გმირ მეხანძრეებზე.

ლექცია ჯავახიშვილის უნივერსიტეტში

21 Nov 2017

19 ნოემბერს, მიზეილ ჯავახიშვილის მემორიალურ ეროვნულ სახლმუზეუმში, ფილოლოგიიის დოქტორმა ლელა წიქარიშვილმა “ევროპული სკოლის“ მე-12 კლასის მოსწავლეებთან გამართა ლექცია: მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების “ჯაყოს ხიზნების“ მხატვრული მიმოხილვა.

სტუმრად სტუდია "ბაბალეში"

16 Nov 2017

13 ნოემბერს მე-4 კლასი ესტუმრა სტუდია "ბაბალეს",სადაც მოსწავლეებმა თიხით,პლასტელინით და საღებავებით შექმნეს ნამუშევრები ,რომელშიც გამოხატეს თავიანთი განწყობა,გრძნობები და ემოციები.

ისტორიად ქცეული სახელები

16 Nov 2017

15 ნოემბერს “ევროპული სკოლის“ მე-9 და მე-10ა კლასის მოსწავლეები (პედაგოგები: თამარ ცაგარელი, მანანა შეყილაძე, მაია წენგუაშვილი და რუსუდან ბრეგაძე) ეწვივნენ მწერლის სახლს.

ივერი ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი

14 Nov 2017

“ევროპულ სკოლაში“ დამთავრდა “ივერი ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი“. სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში გამარჯვებულები არიან: 6 ბ კლასის, MYP მე-8 კლასის და ქართული პროგრამის მე-12 კლასის მოსწავლეთა გუნდები. ტურნირის ბომბარდირი გახდა მიხეილ კვერნაძე, საუკეთესო მოთამაშე- ნიკა სამუშია, ხოლო საუკეთესო მეკარე- ირაკლი ნებიერიძე. ფინალური მატჩების დასასრულს გაიმართა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.

IIIბ კლასის ვიზიტი საგანმანათლებლო პროგრამაზე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

13 Nov 2017

მოსწავლეები გაეცნენ ექვთიმე თაყაიშვილის , როგორც წმინდანისა და ერის საგანძურის მცველის ისტორიას. ასევე, დაათვალიერეს მის მიერ გადარჩენილი უნიკალური განძის ნაწილი, რომელიც მოიცავდა ისტორიულ, არქეოლოგიურ, ანთროპოლოგიურ, ლიტერატურულ და ეთნოგრაფიულ ექსპონატებს.