ახალი ამბები

შეხვედრა ლადო აფხაზავასთან
04 Dec 20171 დეკემბერს მესამე კლასის მოსწავლეები შეხვდნენ საუკეთესო მასწვლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს ლადო აფხაზავას. მან მოსწავლეებს მოუთხრო სინტერესო ისტორიები პირადი ცხოვრებიდან, უამბო, თუ რას საქმინობენ და როგორ სწავლობენ მისი აღსაზრდელები,როგორი გარემოა მათ სკოლაში.მოსწავლეებიც ინტერესით უსმენდნენ და უსვამდნენ შეკითხვებს. დასასრულს მესამეკლასელებმა სტუმართან ერთად ითამაშეს, იმღერეს და იხალისეს.

შემოდგომის გაცილება
04 Dec 201730 ნოემბერს დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა “გააცილეს შემოდგომა“. ღონისძიება გახსნეს მეოთხე კლასელებმა, მათ ბარაქიანი შემოდგომის სიუჟეტი წარმოადგინეს. მოსწავლეებმა, ხელოვნების მასწავლებლების დახმარებით, საკუთარი ნამუშევრებით გააფორმეს მეორე სართულის დერეფანი, “ევროპული სკოლის“ შიდა ეზოში კი მოაწყვეს თემატური “ფლეშ-მობი“.

სტენსილით ხატვა
29 Nov 201727 ნოემბერს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მოსწავლეები, ხელოვნების პედაგოგის ნატო ვაწაძის ინიციატივით, ჩაებნენ საინტერესო აქტივობაში-მათ მოწვეული მხატვრების დახმარებით, გარემოს დაცვის თემაზე შექმნილი სტენსილებით მოხატეს სკოლის კედლები.

პროექტი “ბუნების ქომაგი ადამიანები“
29 Nov 201714 ნოემბერს, ტრანსდისციპლინარული თემის ფარგლებში, პედაგოგ ასმათ ახვლედიანის ხელმძღვანელობით მოეწყო მესამეკლასელთა შეხვედრა “ეკოვიზიის“ წამყვანებთან. გადაცემის წამყვანებმა ნინიმ კიკნაძემ და დათუნა სოფაძემ წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე: “ბუნების ქომაგი ადამიანები“. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

მოსწავლეთა ნახატების გამოფენა
24 Nov 201722 ნოემბერს ევროპულ სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიხსნა. მასში ამჯერად მონაწილეობა მესამეკლასელებმა მიიღეს. ბავშვებმა ისაუბრეს თავიანთი ნახატების შესახებ. სკოლის დირექტორმა ქალბატონმა სოფიო ბაზაძემ “პატარა მხატვრებს“ სამახსოვრო სიგელები გადასცა.

მეხანძრეები
22 Nov 2017პროექტის ფარგლებში III ა კლასი ესტუმრა სახანძრო სამსახურის მუზეუმს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ძველი და ახალი სახანძრო ტექნიკა. მონაწილეობა მიიღეს იმიტირებული ხანძრის ჩაქრობაში, მოისმინეს ინფორმაცია გმირ მეხანძრეებზე.

ლექცია ჯავახიშვილის უნივერსიტეტში
21 Nov 201719 ნოემბერს, მიზეილ ჯავახიშვილის მემორიალურ ეროვნულ სახლმუზეუმში, ფილოლოგიიის დოქტორმა ლელა წიქარიშვილმა “ევროპული სკოლის“ მე-12 კლასის მოსწავლეებთან გამართა ლექცია: მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების “ჯაყოს ხიზნების“ მხატვრული მიმოხილვა.

სტუმრად სტუდია "ბაბალეში"
16 Nov 201713 ნოემბერს მე-4 კლასი ესტუმრა სტუდია "ბაბალეს",სადაც მოსწავლეებმა თიხით,პლასტელინით და საღებავებით შექმნეს ნამუშევრები ,რომელშიც გამოხატეს თავიანთი განწყობა,გრძნობები და ემოციები.

ისტორიად ქცეული სახელები
16 Nov 201715 ნოემბერს “ევროპული სკოლის“ მე-9 და მე-10ა კლასის მოსწავლეები (პედაგოგები: თამარ ცაგარელი, მანანა შეყილაძე, მაია წენგუაშვილი და რუსუდან ბრეგაძე) ეწვივნენ მწერლის სახლს.