ახალი ამბები

#ESმწვანეწელი

28 Sep 2023

“ევროპული სკოლა“ 2023-2024 სასწავლო წელს აცხადებს მდგრადი განვითარების “მწვანე“ წლად! არსებული თუ მომავალი თაობების ინტერესებიდან გამომდინარე, ვგეგმავთ ისეთი პრაქტიკების დანერგვას, რაც გარემოს დაცვას  და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებას შეუწყობს ხელს. “ევროპული სკოლა“ ამზადებს მოსწავლეებს, რომლებიც მსოფლიოს უფრო ჯანსაღი, სუფთა, მდგრადი   მომავლისკენ გაუძღვებიან. 

“ევროპულ სკოლასთან“ არსებული თანამედროვე ცეკვების ანსამბლი “ევროპელები“

25 Sep 2023

“ევროპულ სკოლასთან“ არსებული თანამედროვე ცეკვების ანსამბლი “ევროპელები“

კლუბების გამოფენა 2023

25 Sep 2023

22 სექტემბერს “ევროპულმა სკოლამ“ უმასპინძლა კლასგარეშე კლუბების გამოფენას, სადაც მოსწავლეები გაეცნენ კლუბების საქმიანობას, გაესაუბრნენ წარმომადგენლებს და შეძლეს ინჟინერიითა თუ ჩინური ენის შესწავლით დაწყებული და თექის დამუშავებით დამთავრებული, საოცრად მრავალფეროვანი, განხსვავებულ ინტერესებზე მორგებული აქტივობების შერჩევა.

ახალი სასწავლო წელი

15 Sep 2023

“ევროპულ სკოლაში“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ზღვა ენერგიით, პოზიტიური მოლოდინებით, ბედნიერი, ღიმილიანი სახეებით შეივსო სკოლის ორივე შენობა. ოჩოფეხებზე მოსიარულე გმირებმა, მომღიმარმა მასწავლებლებმა და დირექტორმა გულთბილი დახვედრა მოუწყვეს პირველკლასელებს. პატარებმა ხელისგულებით მოხატეს კედელი, საჩუქრად მიიღეს “დედა ენა“ და არაერთ სახალისო თამაშსა და აქტივობაში ჩაერთნენ.

საელევიზიო შოუ

19 Jul 2023

გასულ წელს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა, ჯერმანთაუნის უმაღლესი სკოლისა (აშშ, ტენესი) და თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ტელეხიდში:"An Ocean Apart, World Together: Our Questions Answered”. სატელევიზიო შოუში  მოსწავლეებმა  საკუთარი სკოლისა და ქალაქის შესახებ მომზადებული ფილმები წარადგინეს, მიიღეს მონაწილეობა განათლების, დემოკრატიის, მშვიდობისა და მოზარდებისთვის საინტერესო სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ გამართულ დისკუსიაში.

კულინარიულ კონკურსი “ ევროპული სკოლის მასტერშეფი“

25 Jun 2023

კულინარიულ კონკურსში “ ევროპული სკოლის მასტერშეფი“  VII –XII კლასის მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარი კერძებით გაემრავალფეროვნებინათ და თანატოლებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გაეხადათ  სკოლის მენიუ.

“ქართული ფოლკლორის ევროპული რეტროსპექტივა“

22 Jun 2023

“ევროპულ სკოლაში“ მოსწავლეები სწავლობენ და ვითარდებიან მულტიკულტურულ გარემოში. საიუბილეო პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიება “ქართული ფოლკლორის ევროპული რეტროსპექტივა“ - ქართული ხალხური ზღაპრების, სიმღერებისა და ცეკვების ინტეგრირება ინგლისურენოვან თეატრალურ წარმოდგენაში, მიზნად ისახავდა კულტურათა  გაცვლის წახალისებას.

საგაზაფხულო ფესტივალი

20 Jun 2023

“ევროპულ სკოლაში“ ყოველწლიურად თვალისმომჭრელი სილამაზეა საგაზაფხულო ფესტივალზე.  ყვავილებით მოხატულ სამოსში გამოწყობილი, ყვავილების გვირგვინით თავშემკული  მოსწავლეები სკოლის ეზოში მართავენ კონცერტებს, აწყობენ ნახატების, ქოთნის ყვავილების, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას. წელს მოსწავლეთა პარლამენტის წევრებმა  ცეკვის საგაზაფხულო საქველმოქმედო საღამოსაც უმასპინძლეს და ერთად იზეიმეს დამეგობრების, წარმატების, განვითარების წელი.  

მოსწავლეთა კონფერენცია

16 Jun 2023

“ევროპულ სკოლაში“ მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდა. სკოლის სამივე პროგრამის მოსწავლეებმა სხვადასხვა სფეროში განხორციელებული კვლევები და შემოქმედებით პროექტები წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას კონფერენციის ფარგლებში მოქმედი 6 სექციის მუშაობისას. აღსანიშნავია, რომ მათემატიკის სექციის მუშაობაში, “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს და საინტერესო თემები წარმოადგინეს გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეებმა. მეცნიერების სამყაროში გადადგმული ნაბიჯები ჯეროვნად შეფასდა. მსმენელების დიდი მოწონება დაიმსახურე მოსწავლეთა შემოქმედებითმა მიდგომებმა და კვლევითმა უნარებმა. სკოლამ მონაწილეები წარმატების სერტიფიკატებით დააჯილდოვა.