ახალი ამბები
ევროპის მაღალრეიტინგული უნივერსიტეტები “ევროპულ სკოლაში“!
18 Apr 2024ევროპის მაღალრეიტინგული უნივერსიტეტები: IE University (მადრიდი, ესპანეთი), EHL Hospitality Business School (ლოზანა, შვეიცარია), Brussels School of Governance (ბრიუსელი, ბელგია), Modul University Vienna (ვენა, ავსტრია), Università Bocconi (მილანი, იტალია) “ევროპული სკოლის“ საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახურის მიერ ორგანიზებულ უნივერსიტეტების გამოფენაზე იმყოფებოდნენ.
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე
05 Apr 20242 აპრილს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ევროპული სკოლის, ქართული პროგრამის მე-8 (ა,გ) კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს პროექტი-აქცია საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის. 8 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს და წარმოადგინეს პრეზენტაციები, ხელნაკეთი ყელსახვევები, გულსაბნევები. მოეწყო ფილმის ჩვენება და ანალიზი.
ჩვენი მოსწავლეების ჩარიცხვები Ivy League –ის უნივერსიტეტებში გრძელდება!
01 Apr 2024ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლე მეთიუ ჯიაკვინტო კორნელის უნივერსიტეტმა მიიღო. ის ასევე აშშ-ის სხვა წამყვან უნივერსიტეტებშიც მიიღეს: University of Virginia, University of Rochester.
“ელ. ახვლედიანის სახ. ბავშვთა სურათების გალერეაში“ “ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა ნამუშევრები გამოიფინა
30 Mar 2024“ელ. ახვლედიანის სახ. ბავშვთა სურათების გალერეაში" 27 მარტს თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა “მე მიყვარს თეატრი“. ერთობლივი გამოფენის მიზანი იყო ბავშვების დაინტერესება თეატრითა და თეატრალური ხელოვნებით.
რეგიონული კონკურსი Spelling Bee-2024
30 Mar 2024რეგიონული კონკურსი Spelling Bee, რომელსაც “ევროპული სკოლა“ ატარებს ყოველწლიურად, პოპულარული ღონისძიებაა, რომელშიც ასობით მოსწავლე იღებს მონაწილეობას. იგი ინგლისური ენის შესწავლით დაინტერესებულ მოზარდებს აძლევს შესაძლებლობას, აიმაღლონ ენის ცოდნა და კონკურენტულ გარემოში ჯანსაღი მეტოქეობა გაუწიონ თანატოლებს.
შეხვედრა ნიკოლოზ წულუკიძესთან
26 Mar 202421 მარტს “ევროპულ სკოლაში“ გაიმართა უფროსკლასელთა შეხვედრა თეატრმცოდნე და პოპულარ ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძესთან. სტუმარმა ისაუბრა ქართული თეატრის, მისი დრამატული წარსულის, მდიდარი ისტორიის შესახებ, გააცოცხლა პირველი თეატრალური დასის, თეატრის დამაარსებლებისა და ცნობილი რეჟისორების უცნობი ისტორიები.
ინოვაციური კვირეული
20 Mar 2024XXI საუკუნის ტექნოლოგიებში გაწაფული მოსწავლეები სწავლების ინოვაციურ მეთოდებს ანიჭებენ უპირატესობას და ასეთი მეთოდებით უკეთეს შედეგებს აღწევენ. “ევროპული სკოლის“ საბუნებისმეტყველო, მათემატიკისა თუ ინოვაციური ტენოლოგიების დეპარტამენტების ინოვაციურ კვირეულებში გამოიკვეთა, რომ ჩვენი მასწავლებლები, მოსწავლეთა აკადემიური განვითარების წასახალისებლად, ფეხს უწყობენ ცვლილებებს და ინოვაციებს ყოველდღიურ საგაკვეთილო პროცესში ნერგავენ.
შემოქმედებითი წერის კონკურსი “ჩემი წერილი საქრთველოს“
20 Feb 2024ენისა და ლიტერატურის სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია მოსწავლეებში შემოქმედებითი წერის უნარის განვითარება. სწორედ ამ მიზნით 15 თებერვალს “ევროპული სკოლის“ მე-7 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს “კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა“ და “ევროპული სკოლის“ ერთობლივ პროექტში ,,ჩემი წერილი საქართველოს მეფეს”. ჩატრადა შმოქმედებითი წერის კონკურსი და გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში. ორგანიზატორი იყო ქართული ენისა და ლიტერტურის მასწავლებელი და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერი ეკა დუღაშვილი.
რა? სად? როდის?
15 Feb 202412 თებერვალს “ევროპულ სკოლაში“ ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებული ინტელექტუალური თამაში“რა? სად? როდის?“ გაიმართა. თბილისის სხვადასხვა უბანზე ევროპის შესახებ ერთდროულად გამართულ თამაშში მონაწილეობას იღებდა 850-ზე მეტი მოსწავლე, რომელთაც ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების შესახებ მიღებული ცოდნა გამოავლინეს.