ახალი ამბები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

29 May 2023

25 მაისს “ევროპულ სკოლაში“ დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობის გასააზრებლად არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა. დროშის აღმართვა, ჰიმნის შესრულება, ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოსწავლეების მსვლელობა ამ დღის სულისკვეთებას კიდევ უფრო ამძაფრებდა. საქართველოს პირველი პარლამენტის მოდელირება საუკეთესო შესაძლებლობა აღმოჩნდა ამ ისტორიული მოვლენის დეტალების შესასწავლად და ზოგადად, პატრიოტული გრძნობების გასაღვივებლად.  

ბოლო ზარი

22 May 2023

19 მაისს “ევროპულ სკოლაში ბოლო ზარის ცერემონია გაიმართა. ბავშვობის მოგონებების გაცოცხლება საკლასო ოთახებში, გამამახნევებელი შეძახილები, დინამიური ცეკვები,  ტრადიციული ხის დარგვის რიტუალი,  ავტოგრაფების დატოვება თეთრ პერანგებზე, მოსწავლეებივით გამოწყობილი მასწავლებელები, ფერადი ბოლი - ყველაფერი ეს ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო და სიკაშკაშეს სძენდა ბოლო ზარის ლამაზ დღეს.

საქველმოქმედო აქცია

16 May 2023

8 მაისს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ წითელი ჯვრისა და წითელი მთვარის მსოფლიო დღე აღნიშნა. ღონისძიება, რომელიც “ ბაზარი ორბელიანის“ სივრცეში გაიმართა, მიზნად ისახავდა უკრაინელი ბავშვების მხარდაჭერას.

ევროპის დღე

08 May 2023

5 მაისს ტრადიციულად “ევროპულ სკოლაში““ევროპის დღე“აღინიშნა  ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების პატივისცემის დემონსტრირების ფონზე.

თვითმმართველობის დღე

02 May 2023

27 აპრილს თვითმართველობის დღე “ევროპულ სკოლაში“განსხვავებული ენერგიითა და ენთუზიაზმით წარიმართა. მოსწავლეებმა ჩაანაცვლეს მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია, თანამშრომელთა მთლიანი გუნდი და მართეს სკოლის ცხოვრების ყველა ასპექტი და მიმართულება. ამ საოცარ დღეს კიდევ უფრო მეტი ხალისი შესძინა სკოლის ხელმძღვანელობის მხრიდან დაგეგმილმა სიურპრიზებმა, ბამბის ნაყინმა, ცეკვებმა, ლატარეის გათამაშებამ.

დედამიწის დღე

26 Apr 2023

დედამიწაზე გარემოს გაუმჯობესების მიზნით “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ გარემოსდაცვით აქტივობებში. მათ მოამზადეს პროექტი “საქართველოს ეკოსისტემების“ შესახებ და ღონისძიებაზე სტუმრად მოიწვიეს “საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ წარმომადგენელი ნინი კიკნაძე. პროექტ “ენერგიის ალტერნატიული წყაროების“ ფარგლებში, “ევროპულ სკოლაში“ სტუმრად გვეწვია “საქართველოს გეოთერმული ასოციაციის“ პრეზიდენტი გიორგი მელიქიძე და გეოლოგი ლევან ცერცვაძე. უმცროსკლასელებმა სკოლის ეზოში დარგეს ნერგები, ორანჟერეაში გადარგეს მცენარეები და Smart მაგიდების გამოყენებით დაახარისხეს ნარჩენები.

სააღდგომო გამოფენა

14 Apr 2023

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეების სააღდგომო სამზადისი! ჩვენი პატარები ხალისიანი განწყობით, საკუთარი ხელით შექმნილი თექის და ქაღალდის  დეკორაციებით ეგებებიან აღდგომის დღესასწაულს. 

Spelling Bee და ლინგვისტური ოლიმპიადა

14 Apr 2023

“ევროპულ სკოლაში“ უცხო ენების სწავლა-სწავლება პრიორიტეტულია, წახალისებულია ახალი ინიციატივები, ახალი მეთოდები, ენების შესწავლის ინოვაციური პროექტები.

ფრანკოფონიის დღე “ევროპულ სკოლაში“

14 Apr 2023

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა, რომლებიც ფრანგულ ენას ეუფლებიან, ფრანკოფონიის დღე იზეიმეს 4 აპრილს. მათ უმასპინძლეს კავკასიის ფრანგული სკოლიდან სტუმრებს: სკოლის დირექტორს კამელ იასილის და მოსწავლეებს, რომლებმაც საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობის თემაზე შექმნილი წიგნის პრეზენტაცია მოაწყვეს. ღონისძიებაზე გაჟღერდა ფრანგული სიმღერები, შესრულდა ცეკვები.