ახალი ამბები

ყურადღება!
22 Dec 2014ჭადრაკის კლუბის საახალწლო ტურნირის შედეგები 2014 წლის 19.XI-19.XII "ევროპული სკოლის“ ჭადრაკის კლუბმა ჩაატარა მოსწავლეთა წინასაახალწლო ტურნირი 4 ჯგუფში. ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ:

ყურადღება!
18 Dec 20142014 წლის 19 დეკემბერს, 14 სთ.30წთ-ზე "ევროპული სკოლის“ სააქტო დარბაზში გაიმართება სპორტული, სახელოვნებო, სამეცნიერო კლუბებისა და სტუდიების შემაჯამებელი პრეზენტაცია.გთხოვთ,მობრძანდეთ!

ყურადღება!
18 Dec 20142014 წლის 19 დეკემბერს 13სთ.30წთ.-დან "ევროპული სკოლის“ II კორპუსში I და II სართულზე მოეწყობა მოსწავლეთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა - გაყიდვა.გთხოვთ, გვეწვიოთ!

ES NEWS - 2014 წლის 15 დეკემბრის გამოშვება
15 Dec 2014გადაცემას უძღვება 7ბ კლასის მოსწავლე ნინო შიოლაშვილიგადაცემის თემებია:• "ევროპული სკოლის" პრველობა ინტელექტუალურ კონკურსში - "რა? სად? როდის?";• გამოფენა თემაზე - "საბჭოთა წარსული თბილისის ჩრდილებში";• ამხანაგური მატჩი კალათბურთში მოსწავლეებსა და სკოლის თანამშრომბლებს შორის;• "ევროპულ სკოლას" ესტუმრა ინტერნეტ ბლოგის, "პატარა ჟირაფის" ავტორი;• სატელევიზიო კონკურსის "ჩემი კლასის პრეზენტაციას" დაჯილდოვების ღონისძიება;

Presentation of the film
15 Dec 201421st century Learning for 21st century Learners Welcome to our presentation! English Language Department

შეჯიბრი კალათბურთში
12 Dec 201411 ნოემბერს, ხუთშაბათს, "ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა შეჯიბრი კალათბურთში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის. შეჯიბრი დასრულდა მოსწავლეების სასარგებლოდ, ანგარიშით - 27:14 მონაწილეობდნენ: ევროპული სკოლის მოსწავლეები: ირაკლი ქოჩიაშვილი (IXბ), ამიკო ხაზალია (IX AHS), ნუგო მამალაძე (IXა), ჯაბა გოგატიშვილი (VIIIბ). ევროპული სკოლის მასწავლებლები: ალექსანდრე გიორგიძე (გეოგრაფიის მასწავლებელი), ირაკლი ჯაოშვილი (ევროპული სკოლის სატელევიზიო სტუდიის ხელმძღვანელი), იბრაჰიმ იდოუ (ფეხბურთის კლუბის მასწავლებელი), მოსე ესაია ბიდემი (ევროპული სკოლის დაცვა).

ყურადღება!
09 Dec 2014შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო გრანტების კონკურსში "კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით 2014“, გაიმარჯვა "ევროპული სკოლის“ და რუსთავის ივანე ჯავახიშვილის სახელობის N24 ქართული გიმნაზიის ერთობლივმა პროექტმა "ფინანსური მათემატიკის ერთი პრობლემის შესახებ“, რომელსაც ხელმძღვანელობს ევროპული სკოლის პედაგოგი, მათემატიკის კათედრის გამგე პეტრე ბაბილუა. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას!

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია გეპატიჟებათ გამოფენაზე "საბჭოთა წარსული თბილისის ჩრდილებში“
09 Dec 2014გამოფენა მოეწყობა ევროპულ სკოლაში საერთაშორისო განყოფილების (IB) ბიბლიოთეკაში (მე- 6 სართული). გამოფენაზე წარმოდგენილია საბჭოთა მმართველობის პერიოდში თბილისში მომხდარი 20 მნიშვნელოვანი მოვლენისა და პროცესის ამსახველი ფოტოსურათი. ფოტომონტაჟის მეშვეობით დამთვალიერებელს საშუალება ექნება, ისტორიული კადრები იმავე ადგილის თანამედროვე პანორამაში დაინახოს. პროექტი განხორციელდა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით და მისი მიზანია, წახალისდეს მსჯელობა თემაზე - როგორ შევინარჩუნოთ მეხსიერება ჩვენი უახლესი ისტორიის შესახებ და გავაცნობიეროთ, როგორ და რატომ იცვლება სივრცე, რომელშიც ესა თუ ის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები ვითარდებოდა. ხუთშაბათს, 11 დეკემბერს, 1515 საერთაშორისო განყოფილების (IB) ბიბლიოთეკაში სწორედ ამ თემაზე გაიმართება დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის თანამშრომელი ირაკლი ხვადაგიანი.

ყურადღება!
08 Dec 2014,,ევროპულ სკოლაში” 2014-2015 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულების შესახებ