ახალი ამბები

ES NEWS - 2014 წლის 24 ნოემბრის გამოშვება

29 Nov 2014

გადაცემას უძღვება 7გ კლასის მოსწავლე თამუნა ჭელიძეგადაცემის თემებია:• ღია გაკვეთილი ფიზკულტურაში;• კლასიკური მუსიკის ფესტივალი "ევროპულ სკოლაში";• ბავშვთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით "ევროპული სკოლის" მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში და ქ. თბილისის #69 ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე დარგეს ხეები;• გრძელდება ფეხბურთის ტურნირი "ევროპული სკოლის" მასწავლებლებსა და თანამშრომლებს შორის;• პიონერფილმის 55 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო;

ES NEWS - 2014 წლის 17 ნოემბრის გამოშვება

29 Nov 2014

გადაცემას უძღვება 7გ კლასის მოსწავლე ანა ხურცილავაგადაცემის თემებია:• "ევროპული სკოლის" მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა საშემოდგომო დეკორით მორთეს და გაალამაზეს "ევროპული სკოლის" ეზო და ინტერიერი;• მათემატიკისა და ტექნოლოგიების ღია კვირეული;• ESTV-ის წრის მოსწავლეების სიუჟეტი;• "ევროპული სკოლის" მასწავლებლებისა და თანამშრომლების პირველობა ფეხბურთში;• სადამრიგებლო კლასის ბავშვების მიერ დაბადების დღის მილოცვა "ევროპული სკოლის" მასწავლებელს; • "ევროპული სკოლის" ფეხბურთის ნაკრების გამარჯვება;

ინგლისურენოვანი კონფერენცია TEDxIBEuropeanSchool თემაზე “აღმოჩენის სიამოვნება“

27 Nov 2014

ორშაბათს, 1 დეკემბერს, 3 საათზე,  ევროპული სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდება ინგლისურენოვანი კონფერენცია TEDxIBEuropeanSchool თემაზე “აღმოჩენის სიამოვნება“.  მონაწილეობენ საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის მე-11-12 კლასის მოსწავლეები.   კონფერენციას დაესწრებიან მოწვეული სტუმრები თბილისის საჯარო და საერთაშორისო სკოლებიდან.  

კალათბურთის ტურნირი ევროპულ სკოლაში

26 Nov 2014

ხუთშაბათს, 27 ნოემბერს, 16:10 საათზე "ევროპულ სკოლაში“ კალათბურთის ტურნირის ფინალური თამაში გაიმართება.  ერთმანეთს ხვდებიან XII DP და IXბ-IX AHS (გაერთიანებული გუნდი) კლასები. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა გარდამავალი თასი. გამოვლინდება საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი.

ფეხბურთის ტურნირი ევროპული სკოლის თანამშრომლებს შორის

26 Nov 2014

ნახევარფინალი ოთხშაბათი, 26 ნოემბერი 1 "IB DYNAMO" - EAGLES (AHS) 17:00-17:30 გიზგიზელები (ასისტენტები) - "KINDERGARTEN" 17:30-18:00

ES NEWS - 2014 წლის 10 ნოემბრის გამოშვება

24 Nov 2014

გადაცემას უძღვება 7გ კლასის მოსწავლე მედეა ჯამარაულიგადაცემის თემებია:• მე-5კლასის (PYP) შემაჯამებელი პრეზენტაცია თემაზე - "ძველი ცივილიზაციები";•"ევროპული სკოლის" კალათბურთელთა ნაკრების თამაში;• "ევროპული სკოლა" სტუმრად ტელეკომპანია მაესტროში;• რობოტი Maximus-ი სტუმრად "ევროპულ სკოლაში";• სკოლის პირველობა კალათბურთში;• მე-2 კლასის (PYP) ღია გაკვეთილი თემაზე - "ოჯახი და მეგობრები";•მე-4 კლასის (PYP) ღია გაკვეთილი თემაზე - "დავეხმაროთ ერთმანეთს".

ყურადღება!

22 Nov 2014

2014 წლის 20 ნოემბერს, ბავშვთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, "ევროპული სკოლის" მე–10 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ მაია მელიქიშვილთან ერთად  მონაწილეობა მიიღეს აქციაში, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ იყო ორგანიზებული. აქციის ფარგლებში მათ  თბილისის მე–60  საბავშვო ბაგა–ბაღის ტერიტორიაზე დარგეს ხეები.

ფეხბურთის ტურნირი

21 Nov 2014

 გრძელდება ფეხბურთის ტურნირი ევროპული სკოლის თანამშრომლებს შორის.შედეგები ასეთია:   A               ქულა 1 "ბომბარდირები"   2-5 3-10 1-6   6-21 0 2 "KINDERGARTEN" 5-2   6-3 5-3   16-8 9 3 "IB DYNAMO" 10-3 3-6   2-2   15-8 4 4 "SECURITY" 6-1 3-5 2-2     11-8 4   B                1 "ზაქარა"   3-1 4-5 1-2   8-8 3 2 ESTV 1-3   2-3     3-6 0 3 "EAGLES" (AHS) 5-4 3-2   5-4   13-10 9 4 "გიზგიზელები" 2-1   4-5     6-6 3

"ევროპული სკოლის“ ჭადრაკის კლუბის წევრთა საყურადღებოდ!

21 Nov 2014

 "ევროპული სკოლის“ ჭადრაკის კლუბის წევრთა მონაწილეობით 2014 წლის 19.XI - 7.XII გაიმართება საახალწლო ტურნირი 4 ასაკობრივ ჯგუფში (კლუბის ხელმძღვანელი-სპორტის ოსტატი, ქალთა შორის თბილისის ჩემპიონი, საქართველოს სპარტაკიადის ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირების პრიზიორი გიული ალიხანაშვილი).                                                                                                              გამარჯვებულთა დაჯილდოვება შედგება 18 დეკემბერს "ევროპული სკოლის“ საკონფერენციო დარბაზში (I სართული).  "ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია