ახალი ამბები

ES NEWS - 2014 წლის 8 დეკემბრის გამოშვება

08 Dec 2014

გადაცემას უძღვება მე-6 კლასის მოსწავლე ანა ბზიკაძეგადაცემის თემებია:• TEDx-ის კონფერენცია;• "ევროპულ სკოლას" ესტუმრნენ ევროპის ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის დამფუძნებელი იოკე ვანდერ ლეუ როორდი და ასოციაციის წევრები;• "ევროპული სკოლის" "PYP" სექტორის მოსწავლლები ესტუმრნენ გარემოს დაცვის სამინისტროს და ინტერვიუ ჩაწერეს სამინისტროს წარმომადგენლებთან;• "ევროპული სკოლის" დირექტორმა ქ-ნ. ნანა მოსიძემ სპეციალური სიგელებით დააჯილოვა დაწყებითი კლასების ის მოსწავლეები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ხატვის კონკურსში სახელწოდებით - "შემოდგომის ფერები";• "მხიარული სტარტები" მე-4ა და მე-4ბ კლასების მონაწილეობით;• "ევროპულ სკოლას" ესტუმრნენ "კავკასიის ბიზნეს სკოლის" წარმომადგენლები";• ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში ჩატარდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფონდის "მოქალაქეს" მიერ გამოცხადებული მოსწავლეთა კონკურსში გამარჯვებული ბავშვების დაჯილდოება;• ESTV-ის წრის მოსწავლეებმა პრაქტიუკული მეცადინეობის დროს გადაიღეს და დაამონტაჟეს ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

04 Dec 2014

სპორტული, სახელოვნებო, სამეცნიერო კლუბებისა და სტუდიების კვირეული2014 წლის   15-19 დეკემბერი თბილისი 

ინგლისურენოვანი კონფერენცია TEDxIBEuropeanSchool თემაზე “აღმოჩენის სიამოვნება“

04 Dec 2014

ორშაბათს, 1 დეკემბერს, "ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა ყოველწლიური ღონისძიება TEDx IB EuropeanSchool – საერთაშორისო ბაკალავრიატის სექტორის მიერ  ორგანიზებული კონფერენცია თემაზე - “აღმოჩენის სიამოვნება“. ღონისძიება წარმატებული აღმოჩნდა. მონაწილეთა გამოსვლები იყო საინტერესო და ახალ იდეებზე ორიენტირებული. ღონისძიებას ესწრებოდნენ "ევროპული სკოლისა“ და თბილისის შემდეგი საერთაშორისო და საჯარო სკოლების მოსწავლეები: ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა, გივი ზალდასტანიშვილის  სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში, ქ.თბილისის 161-ე საჯარო სკოლა, თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა, ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნე, რუსთავის ქართული გიმნაზია - 24-ე საჯარო სკოლა, თბილისის კლასიკური გიმნაზია.  იმედი გვაქვს, ეს ღონისძიება  თბილისის სასკოლო საზოგადოების იდეათა ფორუმად გადაიქცევა, რომელიც შთააგონებს ახალგაზრდებს, შეცვალონ საკუთარი ცხოვრება, მომავალი და, შესაბამისად, მსოფლიო.  

ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?“

03 Dec 2014

მიმდინარე წლის 10 დეკემბერს "ევროპულ სკოლაში“ ტარდება ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?“. მონაწილეობენ VIII, IX და X კლასის მოსწავლეები. სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარდება 5 ტური და გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი. "ევროპული სკოლა“  წარმატებას უსურვებს თამაშის მონაწილეებს!

ყურადღება!

03 Dec 2014

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა ნახატებისა და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა გამოფენა - კონკურსის შესახებ    "ევროპული სკოლა“ აცხადებს მოსწავლეთა ნახატებისა და გამოყენებითი ხელოვნების  ნამუშევრების კონკურსს საახალწლო თემატიკაზე.   ნამუშევრების მიღება შესაძლებელია 2014 წლის 13 დეკემბრამდე ხელოვნების კაბინეტში (ოთახი N4-8).   ნამუშევრები გამოიფინება 15 დეკემბრიდან სკოლის ფოიეში. მათ შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, რომელთა გადაწყვეტილებით საუკეთესო ავტორები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით, ხოლო საუკეთესო ნამუშევრებით დაიბეჭდება საახალწლო მისალოცი ბარათები. "ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია

ES NEWS - 2014 წლის 1 დეკემბრის გამოშვება

02 Dec 2014

გადაცემას უძღვება 7გ კლასის მოსწავლე მარიამ მაზიაშვილიგადაცემის თემებია:• ისტორიისა და საზოგადოებრივი მეცნიერების ღია კვირებული;• IB და DP-ის მოსწავლეთა მიერ ორგანიზებული პოეზიის საღამო;• დასრულდა სკოლის პირველობის პირველი ეტაპი ჭადრაკში;• ESTV-ის მოსწავლეთა მიერ გადაღებული და დამონტაჟებული სარეკლამო ვიდეორგოლი;• დასრულდა სკოლის პირველობა ფეხბურთში სკოლის მასწავლებლებსა და თანამშრომლებს შორის;• სკოლის პირველობა კალათბურთში;• "ევროპული სკოლის" მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქველმოქმედო აქციაში;• "ევროპული სკოლას" ესტუმრა კომპანია "ვისოლის" პრეზიდენტი ბ-ნი სოსო ფხაკაძე და სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში ბ-ნი გელა დუმბაძე.

ბაკურიანი 2015

02 Dec 2014

თოვლი           გართობა         თხილამურები              SNOW         ENTERTAINMENT          SKIING ბაკურიანი 2015    BAKURIANI 2015 3 იანვრიდან 14 იანვრამდე გთავაზობთ დასვენებას სპორტულ გამაჯანსაღებელ ბანაკში. We offer to spend holiday in a sporty and recreational camp, from 3 to 14 January. მომსახურეობაში შედის:                                                                                                                            მგზავრობა ავტობუსით თბილისიდან ბაკურიანამდე და უკან, ცხოვრება ბაკურიანის ცენტრში კომფორტულ "გესტჰაუსში“, სამჯერადი კვება, თხილამურებითა და შესაბამისი სპორტული ეკიპირებით უზრუნვეყოფა, ბანაკიდან სასრიალო ტრასამდე ტრანსპორტირება, გასართობი და შემეცნებითი პროგრამა, დახურული აუზი. ფასი: 420$ SERVICE INCLUDES: Traveling by  bus from Tbilisi to Bakuriani and back, living in a comfortable “Guesthause” in Bakuriani center, three meals a day, skiing, provided with sports equipment, transportation from camp to skiing destination, entertaining and educational program, indoor swimming pool. COST: 420 $ კონტაქტი: 599-90-08-62; 597-99-98-22 - ირაკლი ჯაოშვილი Contact: 599-90-08-62; 597-99-98-22 - Irakli Jaoshvili

დასრულდა ფეხბურთის ტურნირი “ევროპული სკოლის” თანამშრომლებს შორის

01 Dec 2014

28 ნოემბერს, პარასკევს, 17:00 საათზე შედგა ფეხბურთის ტურნირის ფინალი “ევროპული სკოლის” თანამშრომლებს შორის. დაძაბული და საინტერესო თამაშის შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი.   I ადგილი   - “KINDERGARTEN” (ევროპული ბაღი)   II ადგილი  - “EAGLES”             (AHS)   საუკეთესო მოთამაშეებსა და გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს გადაეცათ  საჩუქრები:     საუკეთესო ბომბარდირი - თორნიკე ბობოხიძე (ევროპული სკოლის დაცვა);   საუკეთესო მოთამაშე - ადამ ჯონსონი (AHS პროგრამის დირექტორი);   საუკეთესო მოთამაშე (ქალი) - თათია ტიტვინიძე (დაწყებითი კათედრის ლაბორანტი);   საუკეთესო ბომბარდირი (ქალი) - ნინო მელიქიძე (VIა კლასის დამრიგებლის ასისტენტი);   ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე - გრიგოლ დარჩიაშვილი (კარატის კლუბის ხელმძღვანელი);   საუკეთესო მეკარე - ოლგა აჟგიბეცევა (AHS პროგრამის მიკროეკონომიკის მასწავლებელი). 

"ევროპულ სკოლაში“ დსრულდა კალათბურთის ტურნირი

01 Dec 2014

I და II ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ გარდამავალი თასებითა და საპატიო სიგელებით. I ადგილი -  IXბ და IX AHS კლასების გაერთიანებული გუნდი;II ადგილი -  XII DP კლასი.