ახალი ამბები

ევროპული სკოლის ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ღია კვირეული
21 Nov 2014"ქართული ემიგრაცია - მშობლიურ ფესვებს მოწყვეტილი ადამიანების ტკივილი“ევროპული სკოლის ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ღია კვირეული 24 – 28 ნოემბერი

ყურადღება!
12 Nov 2014მოსწავლეთა შორის კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისა და "ევროპულ სკოლაში“ კლასიკური მუსიკალური ნაწარმოებების შემსრულებელთა წარმოჩენისა და წახალისების მიზნით ტარდება კლასიკური მუსიკის ფესტივალი. ფესტივალში მონაწილეობისათვის გთხოვთ მიმართოთ კლასის დამრიგებლებს, ან ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტს (ოთახი N5) ფესტივალი-დათვალიერება შედგება სკოლის სააქტო დარბაზში 2014 წლის 21 ნოემბერს 14:30 საათზე ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარეა კომპოზიტორი რუსუდან სებისკვერაძე."ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია

ფეხბურთის ტურნირი ევროპული სკოლის თანამშრომლებს შორის
11 Nov 201412 ნოემბერს, ოთხშაბათს, 17:00 საათზე ევროპულ სკოლაში იწყება თანამშრომლების ტურნირი ფეხბურთში. მონაწილე გუნდები: "ბომბარდირები“ (ქართული სექტორის მასწავლებლები); "KINDERGARTEN“ (ევროპული ბაღი); "DYNAMO“ (IB); "SECURITY“ (დაცვა); "ზაქარა“ (ტექნიკური პერსონალი); "ESTV“ (ტელევიზია); "EAGLES“ (AHS); "გიზგიზელები“ (ასისტენტები). გთავაზობთ თამაშის განრიგს: ოთხშაბათი N გუნდები დრო 1 "ბომბარდირები" - "KINDERGARTEN" 17:00-17:30 2 "IB DYNAMO" - "SECURITY" 17:30-18:00 ხუთშაბათი 1 "ზაქარა“ - ESTV 17:00-17:30 2 "EAGLES“ (AHS) - "გიზგიზელები“ (ასისტენტები) 17:30-18:00

ყურადღება!
11 Nov 2014"ევროპული სკოლის" დირექციამ მიიღო მადლობის წერილი აგრარული უნივერსიტეტისგან, რომლის სტუდენტიც გახდა ჩვენი აღზრდილი გიორგი ლიპარტელიანი. ვულოცავთ გიორგის და თითოეულ პედაგოგს, რომელმაც წვლილი შეიტანა მის აღზრდაში.

მათემატიკის და ტექნოლოგიების კათედრების ღია კვირეული
08 Nov 2014მათემატიკა და ტექნოლოგიებიევროპული სკოლის მათემატიკის და ტექნოლოგიების კათედრების ღია კვირეული 10 - 14 ნოემბერი

ES NEWS - 2014 წლის 3 ნოემბრის გამოშვება
08 Nov 2014გადაცემას უძღვება ამერიკული სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე კატო ბაქრაძე გადაცემის თემებია: • პრეზენტაცია თემაზე - "ეკოლოგია"; • საქველმოქმედო პროექტი - "დავეხმაროთ ერთმანეთს"; • "ევროპული სკოლის" სტუმარი - ბატონი ლეო ანთაძე; • ინტელექტუალური შეჯიბრი - "რა? სად? როდის?"; • “Halloween-ი "ევროპულ სკოლაში".

ES NEWS - 2014 წლის 27 ოქტომბრის გამოშვება
08 Nov 2014გადაცემას უძღვება მე-8 კლასის მოსწავლე გიორგი ვეკუა. გადაცემის თემებია: • ფეხბურთის ფინალური თამაში; • "ევროპული სკოლის" მოსწავლის წარმატება ცხენოსნობაში; • საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები "ევროპულ სკოლაში"; • ექსკურსია გრემში.

კალათბურთის ტურნირი ევროპულ სკოლაში
06 Nov 2014ხუთშაბათს, 6 ნოემბერს, “ევროპულ სკოლაში” იწყება კალათბურთის ტურნირი. მონაწილეობენ VIII-XII კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები.

კალათბურთის მატჩი
04 Nov 20144 ნოემბერს "ევროპული სკოლის“ სპორტულ დარბაზში შედგა ამხანაგური შეხვედრა კალათბურთში "ევროპული სკოლისა“ და თბილისის 64-ე საჯარო სკოლის ნაკრებ გუნდებს შორის."ევროპული სკოლის“ გუნდი შემდეგი შემადგენლობით გამოვიდა: ირაკლი ქოჩიაშვილი (IX ბ);ლუკა წურწუმია (VIII MYP);თეგა ჭეიშვილი (IX AHS);ამიკო ხაზალია (IX AHS);თორნიკე ხუბულური (XI AHS);თემო ჯანაშია (IX AHS);სანდრო ჯანაშია (VIII AHS). მატჩი დასრულდა ანგარიშით 51:48 "ევროპული სკოლის“ გუნდის სასარგებლოდ. გუნდს ქულები შესძინეს: ირაკლი ქოჩიაშვილმა - 24 ქულა;ამიკო ხაზალიამ - 11 ქულა;თემო ჯანაშიამ - 8 ქულა;თორნიკე ხუბულურმა - 6 ქულა;სანდრო ჯანაშიამ - 2 ქულა. ვულოცავთ "ევროპული სკოლის“ გუნდსა და მის მწვრთნელს - კალათბურთში საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრს, მრავალი საერთაშორისო ტურნირის პრიზიორს, დავით ბერძენიშვილს - გამარჯვებას! "ევროპული სკოლის“ დირექცია