ახალი ამბები

სატელევიზიო კონკურსი "ჩემი კლასი“

21 Oct 2014

ევროპული სკოლის სატელევიზიო სტუდია 2014 წლის 5 ნოემბერს (ოთხშაბათს) აწყობს სატელევიზიო კონკურსს სახელწოდებით "ჩემი კლასი“.  კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ  ევროპული სკოლის მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს.  კონკურსში მონაწილებმა 2014 წლის 5 ნოემბრამდე ევროპული სკოლის სატელევიზიო სტუდიაში უნდა წარმოადგინონ 3-დან  5 წუთამდე ქრონომეტრაჟის: სატელევიზიო სიუჟეტი, რეპორტაჟი,  ჩანახატი ან კლიპი თემაზე "ჩემი კლასი“.  საკონკურსო მასალა მოსწავლეებს  შეუძლიათ გადაიღონ და დაამონტაჟონ ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით ( მობილური ტელეფონი, აიფონი, აიპადი, ვიდეო კამერა).  კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს  წინასწარი კონსულტაცია ევროპული სკოლის სატელევიზიო სტუდიაში  პროექტის ავტორ ირაკლი ჯაოშვილთან შეუძლიათ გაიარონ.  კონკურსს აფასებს კომპეტენტური ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ცნობილი ტელეჟურნალისტები და რეჟისორები. კონკურსში  გამარჯვებული  მოსწავლეები  დაჯილდოვდებიან შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სიუჟეტი; საუკეთესო რეპორტაჟი (რეპორტიორი); მთავარი პრიზი - საუკეთესო ჟურნალისტი.  საკონკურსო ნამუშევრები 26  ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე გავა  ESTV-ს ეთერში და განთავსდება ვებგვერდზე WW.EUROPEANSCHOOL.GE.  5 ნოემბერს 15 საათზე ევროპული სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართება  კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონია და მასტერკლასი ( შეხვედრა გამოჩენილ ქართველ ჟურნალისტებთან). პროექტის ავტორი ირაკლი ჯაოშვილი

ყურადღება!

21 Oct 2014

პარასკევს, 17 ოქტომბერს, დაიწყო კერძო სკოლებს შორის შეჯიბრი ფეხბურთში, რომლის ორგანიზატორია კერძო სკოლა QSI.  შეჯიბრი ტარდება 2 ასაკობრივ კატეგორიაში:  I კატეგორია - 11-13 წლის მოსწავლეები;  II კატეგორია   - 14-17 წლის მოსწავლეები.  17 ოქტომბერს გაიმართა ევროპული სკოლისა და ბრიტანული სკოლის უმცროსი ასაკის მოსწავლეთა  ნაკრები გუნდების შეხვედრა. ევროპული სკოლის ნაკრებმა შთამბეჭდავი შედეგით, 8:0-ით  გაიმარჯვა.  ევროპული სკოლის უმცროსი ასაკის ნაკრების წევრები არიან: სანდრო ჯანაშიაგიორგი ვეკუალუკა შარანგიანიკოლოზ ლუხუტაშვილიბათა ზედგენიძეთეიმურაზ იორდანიშვილიანდრია კარბელაშვილი  დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა სხვადასხვა კერძო სკოლასთან. ვუსურვებთ წარმატებას ევროპული სკოლის ნორჩ ფეხბურთელებს!

ოლიმპიადა - "მათემატიკის დღე"

17 Oct 2014

ჩატარების ადგილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GPI), VI კორპუსი.განრიგი19 ოქტომბერი09:00 – 2 კლასი; 9 კლასი; 10 კლასი11:30 – 4 კლასი; 8 კლასი14:00 – 5 კლასი; 6 კლასი16:30 – 3 კლასი; 7 კლასიინფორმაციისთვის  ესტუმრეთ ბმულს

ყურადღება!

17 Oct 2014

დღეს PYP-ის მე– 5 კლასს სტუმრად ეწვევიან საქართველოს ოლიმიური ჩემპიონები ძიუდოში: ოქროს მედლის მფლობელი ლაშა შავდათუაშვილი და ვერცხლის მედლის მფლობელი დავით ქევხიშვილი. საუბრის თემაა: "ოლიმპიური თამაშები ანტიკურ საბერძნეთსა და დღევანდელ მსოფლიოში".   შეხვედრა შედგება ბიბლიოთეკაში 13:00 საათზე. პედაგოგი ლიკა ვეკუა.

ყურადღება!

16 Oct 2014

წარმოგიდგენთ 2014-2015 სასწავლო წლისათვის სახელმძღვანელოების ნუსხას. 

მილოცვა!

09 Oct 2014

ამერიკული სკოლის XI კლასის მოსწავლის, გიორგი ჯავახიძის, სახელზე ამერიკიდან მოვიდა დიპლომი, რომელსაც თან ახლდა მილოცვის წერილი. ჩვენც ვუერთდებით ამ მილოცვას და გიორგის მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ."ძვირფასო ბატონო ჯავახიძეგილოცავთკოლეჯბორდის Advanced Placement-ის პროგამის სახელით მინდა მოგილოცოთ გამორჩეული აკადემიური წარმატება. ბრწყინვალედ ჩაბარებული AP გამოცდების საფუძველზე თქვენ დაიმსახურეთ AP SCHOLAR AWARD (გამორჩეული სტუდენტის დიპლომი). ეს სერიოზული მიღწევაა. თქვენ შეუერთდით სტუდენტთა იმ უნიკალურ ჯგუფს მსოფლიოს მასშტაბით, რომელმაც წარმატებით გაიარა რთული საუნივერსიტეტო კურსი და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა AP გამოცდებში...გისურვებთ წარმატებას და ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წელიც თქვენთვის სერიოზული წინსვლის მომტანი იქნება."თრევორ ფექერიკოლეჯბორდის Advanced Placement-ის ვიცე პრეზიდენტი.

ES NEWS - 2014 წლის 29 სექტემბრის გამოშვება

08 Oct 2014

გადაცემას უძღვება მე-7 MYP კლასის მოსწავლე: ანა ჩარგეიშვილიგადაცემის თემებია: • ახალი სასწავლო წლის დაწყება;• პირველკლასელთა სტუმრობა ევროპული სკოლის ტელევიზიაში;• ფოტოსესია სკოლის ახალი ბუკლეტისთვის;• ევროპული სკოლის სტუმარი, ბ-ნი პაატა კურტანიძე;• ამერიკული სკოლის სტუმარი, ქ-ნი იუდით ჰეგედუსი;

ევროპული სკოლის ტრადიციული ჩემპიონატი ფეხბურთში დაიწყო.

05 Oct 2014

ორშაბათს, 6 ოქტომბერს, ევროპულ სკოლაში იწყება ივერი ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი. შეჯიბრი ტარდება 3 ასაკობრივ კატეგორიაში:I კატეგორია - IV-VI კლასები;II კატეგორია - VII-IX კლასები;III კატეგორია - X-XII კლასები.გთავაზობთ ტურნირის განრიგს: 

ვულოცავთ!

03 Oct 2014

2014 წლის სექტემბერში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ჩაატარა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი "ნონა გაფრინდაშვილის თასი“.  აღნიშნულ ტურნირში ევროპული სკოლის ჭადრაკის კლუბის ხელმძღვანელმა, სპორტის ოსტატმა, მრავალი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის პრიზიორმა, საქართველოს სპარტაკიადისა და თბილისის ჩემპიონმა, ქალბატონმა გიული ალიხანაშვილმა ქალთა შორის B ღია ტურნირში დაიკავა I ადგილი.  ვულოცავთ ქალბატონ გიულის გამარჯვებას!