ახალი ამბები

პატივცემულო კოლეგებო, მშობლებო, საყვარელო ბავშვებო!

11 Sep 2014

ჩემო ძვირფასებო! კიდევ ერთი წელი ემატება ჩვენი ურთიერთობის ისტორიას; ისტორიას, რომელიც სკოლის ცხოვრებისათვის არც თუ ისე ბევრია, მაგრამ საკმარისია ადამიანური ურთიერთობის გამოსაცდელად! მერვე წელიწადია ერთად მოვდივართ, ერთად ვაშენებთ, ერთად ვიმარჯვებთ და ერთად განვიცდით  წარუმატებლობის ტკივილსაც. ყოველ ახალ სასწავლო წელს ახალი იმედები მოაქვს. გვინდა, რომ წლევანდელი წელი კიდევ უფრო უკეთესი იყოს წინაზე, წლევანდელი კურსდამთავრებულნი - უფრო წარმატებულნი, "ევროპული სკოლის’ მოსწავლეები ყველაზე მონდომებული და მოწესრიგებულნი, ჩვენი მასწავლებლები პროფესიონალურად გამორჩეულნი და მატერიალურად უზრუნველყოფილნი -ერთი სიტყვით, ყველაფერი საუკეთესო გვინდა! დამერწმუნეთ, ჩვენი საფიქრალი ნამდვილად არის თითოეული თქვენგანის - მოსწავლისა თუ პედაგოგის კეთილდღეობა. სწორედ ამიტომ "ევროპული სკოლის“ ადმინისტრცია ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ შესაბამისი პირობები შექმნას ამისთვის. თქვენ გელოდებათ გაზრდილი და გალამაზებული ახალი საწავლო კორპუსი, ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორიები და კაბინეტები თანამედროვე ინტერიერით, საკონფერენციო დარბაზები და ბიბლიოთეკები. წლევანდელ წელსაც თამამად ვამბობთ, რომ "ევროპულმა სკოლამ“ თავისი  სიტყვა თქვა:  ჩვენი კურსდამთავრებულები კვლავ ასახელებენ "ევროპულ სკოლას“ საქართველოშიც და ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. გვჯერა, ისინი ღირსეულად გააგრძელებენ გზას ცხოვრების ვრცელ ასპარეზზე! სკოლაში წარმატებულად ხორციელდება 3 განსხვავებული საგანმანათლებლო პროგრამა -ეროვნული და საერთაშორისო. მიღწეულმა შედეგებმა გვაჩვენა, რომ სწორი გეზი გვაქვს აღებული. თქვენი თანადგომითა და ხელშეწყობით ევროპული სკოლა ამ გზას არასოდეს გადაუხვევს! გილოცავთ ახალ სასწავლო წელს! გისურვებთ სიხარულს, ბედნიერებას პირად ცხოვრებაში, პროფესიულ წინსვლას და წარმატებას;  ჩვენს მოსწავლეებს კი -მონდომებას, სიბეჯითეს, გამძლეობას, ცოდნის შეძენის დაუოკებელ წყურვილს და გამარჯვებას! თქვენი ნანა მოსიძე

გამოიცა "ევროპული სკოლის“ ახალი პროსპექტი

22 Jul 2014

გამოიცა ახალი პროსპექტი, რომელიც სრულად ასახავს "ევროპული სკოლის“ საინტერესო და მრავალფეროვან ცხოვრებას, სწავლების შინაარსსა და ინოვაციებს.   ახალი საინფორმაციო ჟურნალი გაფორმებულია დახვეწილი ფოტოკოლაჟით, შეიცავს დეტალურ ინფორმაციას სკოლაში მოქმედ 3 სხვადასხვა პროგრამაზე, რომლებიც წარმატებით ხორციელდება და სულ უფრო მეტ სიახლეს სთავაზობს მოსწავლეებს. პროსპექტის სლოგანი "ჩვენი მიზანია თქვენი წარმატება“ ზუსტად გამოხატავს "ევროპული სკოლის“ მისიასა და ფილოსოფიას.    ვფიქრობთ, ეს სიახლე დააინტერესებს არა მხოლოდ "ევროპული სკოლის“ კოლექტივს, არამედ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის სრულფასოვანი და თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირებული განათლება.

ევროპული სკოლის XII კლასის მოსწავლე მარიამ ტაბატაძის წარმატება

10 Jul 2014

XII კლასის მოსწავლე მარიამ ტაბატაძე მიიწვიეს ქალაქ ვენაში გაეროს მოდელირების პროექტში მონაწილეობის მისაღებად. მიწვეულ მოსაწავლეებს ეძლევათ საშუალება ახლოს გაიცნონ გაეროს მუშაობის პრინციპები, მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება, გაიღრმაონ ლიდერული თვისებები, გაიცნონ და დაუახლოვდნენ თანატოლებს მთელი მსოფლიოდან.

ვულოცავთ ავტორებს წარმატებას!

09 Jul 2014

4 ივლისს ევროპულ სკოლაში გაიმართა ინგლისური ენის პედაგოგების რუსუდან ბერიძის, ანა ხვედელიძისა და ანა სახაროვას წიგნის - “სახალისო აქტივობები“ - პრეზენტაცია. წიგნი წარმოადგენს დამხმარე მასალას უცხო ენის შემსწავლელთათვის და მოიცავს ყველა მნიშვნელოვან სასაუბრო თემას (საცხოვრებელი ადგილი, ცხოველები, დანაშაული და სასჯელი, მოდა, გარემო და ეკოლოგია, განათლება, კულტურა, მოდა და ა.შ.). მოცემული აქტივობები ნებისმიერი ენის (ქართული, რუსული, ფრანგული, გერმანული და ა.შ.) პედაგოგებს დაეხმარება მეთოდურად მრავალფეროვანი და სახალისო გახადოს საგაკვეთილო პროცესი დაწყებითი საფეხურიდან მაღალ საფეხურამდე. წარმოდგენილი მასალა მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით არის შედგენილი, საკმაოდ საინტერესოდ და ნათლად არის სტრუქტურირებული და შეიცავს სახალისო ელემენტებს. სავარჯიშოები და დავალებები მოსწავლეებში სხვადასხვა სააზროვნო  უნარის განვითარებას ემსახურება. განსაკუთრებით საინტერესოა ავტორების მიერ წიგნში შეტანილი ისეთი სამუშაო ფორმები, როგორიცაა პროექტი და როლური თამაშები, რომელთა გამოყენების გარეშეც დღეს სასწავლო პროცესი წარმოუდგენელია. წიგნის გარეკანი გააფორმა ირინა აბჟანდაძემ.

მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევიდა

07 Jul 2014

წარმაებულად მიმდინარეობს ახალი 6 სართულიანი კორპუსის მშენებლობა. ამჟამად 8 სხვადასხვა პროფილის სამშენებლო ბრიგადა შრომობს. სამშენებლო სამუშაოები პირველი სექტემბრისთვის დასრულდება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ლაბორატორიებით აღჭურვილი კორპუსი, შეემატება ევროპული სკოლის მატერიალურ ბაზას.

მოსწავლეთა სამშენებლო №2 რაზმი

07 Jul 2014

ევროპულ სკოლაში გრძელდება შრომითი სემესტრი. მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებული მეორე რაზმი (რაზმის უფროსი რ.სამუშია) შენობის მოფირკეთების სამუშაოებს ასრულებს.

მილოცვა!

07 Jul 2014

ევროპული სკოლის ადმინისტრაცია და American High School-ის დირექცია ულოცავენ American High School-ის სტუდენტებს AP-ის გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, რომელთაც მიიღეს უმაღლესი შეფასება 5:1. ლევან შუღლიაშვილი - მაკროეკონომიკა; კომპიუტერული მეცნიერებები;2. ლუკა შევარდნაძე - მაკროეკონომიკა; მიკროეკონომიკა;3. გიორგი ჯავახიძე - მაკროეკონომიკა; მიკროეკონომიკა;4. თორნიკე ხუბულური - მაკროეკონომიკა; მიკროეკონომიკა;5. მუჰამედ თავასოლიანი - მათემატიკა;6. ალექსანდრუ იონ სეკარა - კომპიუტერული მეცნიერებები;P.S.  American High School-ის დირექციის გადაწყვეტილებით American High School-ის სტუდენტები და მათი პედაგოგები (ა.მაზმიშვილი, რ.ხუბულაშვილი) დაჯილდოვდნენ ფულადი პრემიით.

მილოცვა!

01 Jul 2014

მილოცვა!ევროპული სკოლის დირექციისა და დამფუძნებელთა საბჭოს გადაწყვეტილებით2013-2014 სასწ.წ. II სემესტრის შედეგების მიხედვით დამფუძნებელთა გრანტი მიენიჭათ სკოლისსაუკეთესო მოსწავლეებს:  1. ნიკოლოზ ელბაქიძე - XIბ კლასი;2. მარიამ ტაბატაძე - XIბ კლასი;3. ირაკლი კიკორია - XIბ კლასი;4. ანა კურტანიძე - Xა კლასი;5. მარიამ გობიანიძე - IXა კლასი;6. ანა ბაკურაძე - IXბ კლასი;7. ანა გვერდწითელი - IXა კლასი;8. ანა გორდეზიანი - IXა კლასი;9. სალომე ჯოხაძე - IXბ კლასი;10. ანა ფანჯაკიძე - IXბ კლასი;11. ნუცა მარგიშვილი - VIIIა კლასი;12. გიორგი ლელუაშვილი - VIIIგ კლასი;13. ელენე ცხადაძე - VIIIა კლასი;14. გიორგი მაჭარაშვილი - VIIIბ კლასი;P.S. ნიკოლოზ ელბაქიძე სკოლის დაარსებიდან დღემდე ინარჩუნებს გრანტს. დამფუძნებელთა საბჭომ იგი დააჯილდოვა და გაათავისუფლა XII კლასის სწავლის საფასურისგან.