ახალი ამბები

წარმატებას ვულოცავთ!

27 May 2014

საქართველოს ფოსტის მიერ გამოცხადებულ  წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში -"რა გავლენას ახდენს მუსიკა ადამიანის ცხოვრებაზე“ – მონაწილეობა მიიღეს  საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების 15 წლამდე ასაკის მოსწავლეებმა. გაგზავნილი 200 წერილიდან კომპედენტურმა ჯიურიმ (თავჯდომარე რატი ამაღლობელი)  4 გამარჯვებული დაასახელა. მესამე ადგილი წილად ხვდა ევროპული სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ანა გორდეზიანს. 23 მაისს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში საქართველოს ფოსტის ხელმძღვანელობამ გამარჯვებული წერილების ავტორებს საჩუქრები გადასცა.. ანა გორდეზიანმა სპეციალური დიპლომი, კონკურსის სიმბოლიკა და მინი აიპედი დაიმსახურა. კონკურში მონაწილეობისათვის სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა ევროპულის სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეს – სალომე ჯოხაძეს. წარმატებას ვულოცავთ ევროპული სკოლის მეცხრეკლასელებსა  და მათ პედაგოგს - რუსუდან ბრეგაძეს! 

ევროპული სკოლა გაცნობებთ!

26 May 2014

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მენინგიტის გავრცელება, საბავშვო ბაღსა და  დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასის ჩათვლით), სწავლა შეწყდება 30 მაისის ჩათვლით. VII-XI კლასებში სწავლა განახლდება 27 მაისს (სამივე სექტორზე).საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება

ყურადღება!

22 May 2014

ა.წ. 2 ივნისს, 15 საათზე სააქტო დარბაზში გიწვევთ სპორტული, სახელოვნებო და სამეცნიერო კლუბებისა და სტუდიების 2013-2014 სასწავლო წლის საანგარიშო პრეზენტაციაზე.გთხოვთ, მობრძანდეთ!

მშობელთა და მოსწავლეთა საყურადღებოდ!

22 May 2014

ევროპული სკოლა უსაფრთხოებისა და პრევენციის მიზნით, 23 მაისს, პარასკევს, ჩაატარებს სადეზინფექციო სამუშაოებს. საგაკვეთილო პროცესი განახლდება 27 მაისს.

ევროპული სკოლის გერმანული ენის მასწავლებელს - ნინო ფალავანდიშვილს - მიენიჭა პესტალოცის სტიპენდია

21 May 2014

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა  და პროგრამა ,,პესტალოცის” მიერ გამოცხადებულ კონკურსში,  ,,ევროპული ენის პორტფოლიო / The European language portfolio (ELP)”  პესტალოცის სტიპენდია მიენიჭა ევროპული სკოლის გერმანული ენის მასწავლებელს - ნინო ფალავანდიშვილს. 

ES NEWS - 2014 წლის 19 მაისის გამოშვება

21 May 2014

გადაცემის თემებია:• ფრანგული კვების კომპანია "ბრედბარი" ევროპულ სკოლაში შემოდის.• ევროპული სკოლის პირველობა ფეხბურთში.• მოსწავლეთა კონფერენცია ქიმიაში.• ბოლო ზარი და ფლეშ-მობი ევროპულ სკოლაში.• პედაგოგ ნანა ვეფხვაძის თემატური გაკვეთილი.• ლიტერატურული კომპოზიცია "ჩემი თბილისი და ფიროსმანი".• დედამიწის დღისადმი მიძღვნილი აქცია.

ყურადღება!

20 May 2014

ა.წ. 23 მაისს, 15 სთ. 30 წთ-ზე სააქტო დარბაზში გიწვევთ სპორტულ, სახელოვნებო და სამეცნიერო კლუბებისა და სტუდიების 2013-2014 სასწავლო წლის საანგარიშო პრეზენტაციაზე. გთხოვთ, მობრძანდეთ!

ინტელექტუალური შეჯიბრი - "რა? სად? როდის?“

19 May 2014

14 მაისს ევროპულ სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის - "რა? სად? როდის?“ - ფინალი. მონაწილეობდნენ VIII-XI კლასის მოსწავლეები. სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარდა 5 შეჯიბრი. 24 ქულით ფინალში გაიმარჯვა და მოიპოვა გარდამავალი "ბუ“ მე-10 MYP კლასმა. დაჯილდოვდნენ სიგელით, წიგნებით.I ადგილზე გავიდა 10 MYP კლასი.