ახალი ამბები

ES NEWS - 31 მარტის გამოშვება

01 Apr 2014

გადაცემის თემებია:• მთვარისა ბუსკივაძისა და ნატა ვაწაძის ინტეგრირებული      გაკვეთილი;• სპექტაკლი "პატარა პრინცი";• ღია გაკვეთილი. პედაგოგი ხათუნა ბაკურაძე;• ევროპის სტუდენტური მხ.ფილმების ფესტივალის მონაწილეთა  შეხვედრა ევროპული სკოლის დირექტორთან, ქალბატონ ნანა  მოსიძესთან.

ევროპული სკოლის მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ სტამბულში გამართულ კონფერენციაზე - გაეროს მოდელირება

30 Mar 2014

MYP მე-9-10 კლასის მოსწავლეთა 9 კაციანი  დელეგაცია,  MYP CAS კოორდინატორის ქეთვან ნაჭყებიას ხელმძღვანელობით, 1-5 აპრილს სტამბულში მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში(გაეროს მოდელირება) თემატიკაზე :"პოლიტიკაში ჩართულობის ცვალებადი კონტურები: დემოკრატიის გააზრება გლობალიზაციის პირობებში".

ES NEWS - 24 მარტის გამოშვება

29 Mar 2014

გადაცემას უძღვება 11ა კლასის მოსწავლე გვანცა ქვარიანიგადაცემის თემებია:• ელისო ჭელიშვილის ღია გაკვეთილი : "ვასწავლოთ ფრანგული მშობლებს".• გერმანულ ენაზე, სპექტაკლი -"ფრაუ ჰოლე" .• ინტეგრირებული გაკვეთილი: "უსახლკარო ბავშვები".• ღია გაკვეთილი -"მე ვარ ადმაიანი". VIII კლასი.• ავტორთან შეხვედრა.ფილმი - "თავისუფლების ჯვაროსანი“ .• ინტეგრირებული გაკვეთილი X MYP კლასში - "ლიტერატურული პერსონაჟების ვიზუალური სახე".• ღია გაკვეთილი IXგ კლასში. სახელწოდებით- "ოთხი სურვილი".• ღია გაკვეთილი IXა და IXბ კლასებში. სახელწოდებით "Что такое хорошо?"• ინტეგრირებული გაკვეთილი - პარიზი და იმპრესიონიზმი".• ინტეგრირებული გაკვეთილი ქიმიის კაბინეტში - "გარემოს დაბინძურება."• პროექტის, "ვისაუბროთ გამართულად", პრეზენტაცია საკონფერენციო დარბაზში.• ESTV-ის ხელმძღვანელის სტუმრობა ტელეკომპანია "ერთსულოვნებაში”.• ESTV-ში გაიმართა ტელეხიდი თბილისი-ანსი. რომელშიც მონაწილეობდნენ ევროპული სკოლის მოსწავლეები, რომლებიც იმყოფებოდნენ საფრანგეთში, ქალაქ ანსიში, ევროპის სტუდენტური ფილმების ფესტივალზე.

ღია კარის დღე ევროპულ სკოლაში

27 Mar 2014

ღია კარის დღე ევროპულ სკოლაში 5 აპრილს, 13 საათზე "ევროპულ სკოლაში" გაიმართება ღია კარის დღე. მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ქართულ-ამერიკულ და საერთაშორისო სექტორებში დადგენილი პროგრამების შესახებ. გაეცნობით სკოლამდელი აღზრდის სასწავლო ცენტრს.გთხოვთ, გვეწვიოთ!ევროპული სკოლის ადმინისტრაცია

ევროპის სტუდენტთა/მოსწავლეთა კინოფილმების ფესტივალი.

26 Mar 2014

საფრანგეთის ქალაქ ანსიში ა.წ. 18-24 მაისს გაიმართა მოსწავლე/სტუდენტთა საერთაშორისო კინოფილმების ფესტივალი. საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო 35 მოკლემეტრაჟიანი მხ. ფილმი მსოფლიოს სხვადასხვა სკოლიდან. ევროპული სკოლის IB XI კლასის მოსწავლეები: ნინო სიჭინავა, თეკლა თევდორაშვილი, ფარვინ ჰასანი, CAS კორდინატორის ალექსანდრე გიორგიძის ხელმძღვანელობით გაემგზავრნენ ევროპის სტუდენტთა/მოსწავლეთა კინოფილმების ფესტივალზე და საკონკურსო პროგამაში წარადგინეს ნინო სიჭინავას მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "მაღლა ცაში“. 

მსოფლიო აღნიშნავს ფრანკოფონიის დღეს.

26 Mar 2014

ევროპული სკოლის მოსწავლეებმა , ტასო ჩხენკელმა და ლუკა ჯიბუტმა, მონაწილეობამიიღეს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში. 

"გავიცნოთ სამყარო“

24 Mar 2014

გამოიცა  სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის საბავშვო ლექსების  კრებული "გავიცნოთ სამყარო“ . წიგნი შეიქმნა ევროპული სკოლის  სკოლამდელი აღზრდის ცენტრის გამოცდილების  საფუძველზე. ლექსების ავტორი და მხატვარი, თამარ არაბიძე,  სიამოვნებით  გამოგზაურებთ  სხვადასხვა კონტინენტზე  და გაგაცნობთ მათ ბინადართ  . წიგნი შეგიძლიათ შეიძინოთ ქალაქის წიგნის მაღაზიებში. 

ყურადღება!

24 Mar 2014

ა.წ. 4-18 მარტს ბრიუსელის უნივერსიტეტში (Vridge Brussels University) TEMPUS პროექტის ფარგლებში: ”ევროინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები”, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქართველ მკვლევართა ხუთკაციან მეცნიერთა ჯგუფი. მათ შორის ევროპული სკოლის დირექტორის მოადგილე სასწავლო და ინოვაციების დარგში, გურანდა ჭელიძე. მან ბრიუსელის უნივერსიტეტის ბაზაზე ჩაატარა კვლევითი სამუშაო თემაზე: ”ევროკავშირის გაფართოება აღმოსავლეთით, ევროპის სამეზობლო პოლოტიკა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა”.

პირველ კლასში შემოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!

21 Mar 2014

ა.წ. 24 მარტიდან 10 აპრილამდე ”ევროპულ სკოლაში” მიმდინარეობს 2014-2015 სასწავლო წელს პირველ კლასში შემომსვლელთა რეგისტრაცია. 5 აპრილს 13 საათზე ჩატარდება ღია კარის დღე, ხოლო 10 და 11 აპრილს 13 საათზე - გასაუბრება მოსწავლეებთან. ევროპული სკოლის ადმინისტრაცია