ახალი ამბები

ენების ევროპული დღე
30 Sep 2014ევროკავშირის კულტურულ ინსტიტუციათა გაერთიანების EUNIC (European Union National Institutes for Culture) წევრმა ორგანიზაციებმა სკოლის მოსწავლეები მიიწვიეს ენების ევროპული დღის აღსანიშნავად ქ. თბილისში, ევროპის სახლში. ღონისძიება ოფიციალურად გაიხსნა ამა წლის 27 სექტემბერს.ევროპული სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ სხვადასხვა კონკურსში. ინტელექტუალურ კონკურსში გაიმარჯვა ევროპული სკოლის გუნდმა (ნიკოლოზ გოზალიშვილი (XI DP), ანი მაზანაშვილი (XI DP), ნანუკა გოგუაძე (XI DP), სალომე ჯოხაძე (Xბ), მარიამ გობიანიძე (Xა), ანა გორდეზიანი (X MYP)). ისინი დაჯილდოვდნენ ერთდღიანი გასართობ-შემეცნებითი ტურით ბორჯომში.კონკურსში - "ვიქტორინა ევროკავშრის შესახებ“, გაიმარჯვეს და პრიზებით დაჯილდოვდნენ ევროპული სკოლის მოსწავლეები: 1. ნანუკა გოგუაძე (XI DP) - I ადგილი ( კომპიუტერი)2. ნიკოლოზ გოზალიშვილი (XI DP) - II ადგილი ( პლანშეტური კომპიუტერი)3. ანი მაზანაშვილი (XI DP) - III ადგილი (უცხო ენის კურსი)

შეხვედრა საინტერესო ადამიანებთან. ევროპული სკოლის სტუმარი
29 Sep 2014პროექტის "მე მიყვარს კითხვა“ ფარგლებში ევროპული სკოლის მოსწავლეთა გამოკითხვამ თანამედროვე ცნობილ ქართველებს შორის (ბიზნესი, შოუ-ბიზნესი, სპორტი, ტელევიზია, მუსიკა) გამოავლინა ავტორიტეტული ადამიანები. პროექტის მეორე ეტაპი მიზნად ისახავს საინტერესო ადამიანებთან შეხვედრას. მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში XI-XII კლასელებს შეხვდა ბიზნესმენი, კომპანია ავერსის გენერალური დირექტორი, პაატა კურტანიძე. მან ცხოვრებისეული გამოცდილება გაუზიარა ახალგაზრდებს.

ყურადღება!
28 Sep 201429 სექტემბრიდან ევროპულ სკოლაში იწყება მეცადინეობები სპორტულ, სახელოვნებო და სამეცნიერო კლუბებსა და სტუდიებში. წარმოგიდგენთ განრიგს:

მშობელთა საყურადღებოდ!
23 Sep 2014ევროპული სკოლის ისტ კათედრა პირველკლასელებისა და სკოლის ახალი მოსწავლეების მშობლებისთვის ატარებს ტრენინგს თემაზე :"ელექტრონული დღიურის გამოყენება სასწავლო პროცესში“.ტრენინგი ჩატარდება 25 სექტემბერს, ხუთშაბათს, 15:30 სთ-ზე ისტ კათედრაზე I კორპუსი, IV სართული, ოთახი 47.მსურველებს, გთხოვთ, დაესწროთ!ისტ კათედრა

განცხადება!
21 Sep 2014ევროპული სკოლის ტრენინგ ცენტრი ამერიკის ან ევროპის ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების ყველა მსურველს გთავაზობთ SAT-ის მოსამზადებელ კურსს მათემატიკასა და ვერბალურ ნაწილში.

ყურადღება!
17 Sep 2014“ევროპული სკოლა“ გთავაზობთ სახელოვნებო, სამეცნიერო და სპორტულ კლუბებსა და სტუდიებში გაერთიანებას!

ყურადღება!
13 Sep 20142014 წლის 15 სექტემბერს, დილით 10:00 საათზე მუშაობას დაიწყებს ევროპული სკოლის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი.