ახალი ამბები

კონკურსი!
03 Nov 2014პოსტერების კონკურსი მათემატიკასა და ტექნოლოგიებზე ევროპული სკოლის მათემატიკისა და ტექნოლოგიების კათედრა აცხადებს პოსტერების კონკურსს.

შეხვედრა ცნობილ მსახიობთან
31 Oct 2014ა.წ. 29 ოქტომბერს "ევროპულმა სკოლამ“ უმასპინძლა საქართველოს საქართველოს სახალხო არტისტს, ლეო ანთაძეს, დაბადებიდან 80 და შემოქმედებითი მოღვაწეობის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით. შეხვედრა მეტად საინტერესო, გულთბილ გარემოში წარიმართა. ცნობილმა მსახიობმა წარმოადგინა ნაწყვეტები სპექტაკლებიდან და ისაუბრა გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებთან შეხვედრების შესახებ.

ყურადღება!
31 Oct 2014ა.წ. 4 ნოემბერს, სამშაბათს, 11.30 საათზე "ევროპული სკოლის“ სპორტულ დარბაზში გაიმართება ამხანაგური შეხვედრა კალათბურთში "ევროპული სკოლისა“ და თბილისის 64-ე საჯარო სკოლის ნაკრებ გუნდებს შორის."ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია

გრანდიოზული კარნავალი Halloween დღესთან დაკავშირებით
27 Oct 201431 ოქტომბერს, პარასკევს, 19:00 საათზე ევროპულ სკოლაში Halloween დღესთან დაკავშირებით ჩატარდება გრანდიოზული კონცერტი და გაიმართება კარნავალი. მონაწილეობენ VIII-XII კლასის მოსწავლეები. ყველა სტუმარი სპეციალურ კოსტიუმში იქნება გამოწყობილი. თითოეული სექტორი ამზადებს საშინაო დავალებას (პერფორმანსი, მუსიკალური ნომერი, სპექტაკლი), შემოგთავაზებთ გასართობ თამაშებს, ბევრ სახალისო კონკურსს, დასახელდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები. ღონისძიება დასრულდება დისკოთეკით.

ინტელექტუალური თამაში - "რა? სად? როდის?“
27 Oct 2014მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს ევროპულ სკოლაში იწყება ინტელექტუალური თამაში - "რა? სად? როდის?“. მონაწილეობენ VIII-XII კლასის მოსწავლეები. სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარდება 5 ტური და გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი. ევროპული სკოლა თამაშის მონაწილეებს წარმატებას უსურვებს!

მილოცვა!
26 Oct 2014მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გათამაშდა საქართველოს თასი 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის ცხენოსნობაში. ევროპული სკოლის X ა კლასის მოსწავლემ, ნიკა მელაძემ, ამ შეჯიბრში I ადგილი დაიკავა. ვულოცავთ ნიკას და მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ.

ყურადღება!
24 Oct 2014Wits-ის სასკოლო ოლიმპიადის პირველი ტური ინგლისურ ენასა და მათემატიკაში ჩატარდება 26 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტის მე-4 კორპუსში. მისამართი : კოსტავას ქუჩა №77, თბილისი 0171, სააკაძის მოედანი. 1. კომბინირებული ტური - ინგლისური ენა + მათემატიკა მონაწილე, რომელიც დარეგისტრირებულია ორივე საგანზე, ტესტს დაწერს შემდეგი თანმიმდევრობით: ერთი საათი მათემატიკა, 30 წუთი შესვენება და შემდეგ ერთი საათი ინგლისური ენა. რეგისტრაცია დაიწყება 09:00 საათზე ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. 2. მათემატიკის ტური - მათთვის, ვინც მონაწილეობს მხოლოდ მათემატიკის ტურში. რეგისტრაცია დაიწყება 13:00 საათზე ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. 3. ინგლისური ენის ტური - მათთვის, ვინც მონაწილეობს მხოლოდ ინგლისური ენის ტურში. რეგისტრაცია დაიწყება 14:00 საათზე ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის.

ყურადღება!
24 Oct 2014ა.წ. 29 ოქტომბერს, 15.00 საათზე, სააქტო დარბაზში შედგება შემოქმედებითი შეხვედრა-კონცერტი საქართველოს სახალხო არტისტთან ლეო ანთაძესთან დაბადების 80 და შემოქმედებითი მოღვაწეობის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით.