“ევროპული ბაღის“ გამოსაშვები ღონისძიება
ბაღის დამთავრება მნიშვნელოვანი ეტაპია პატარების ცხოვრებაში.
გამოსაშვები ღონისძიების აქტივობები, დიპლომების გადაცემა, ქუდების ჰაერში ატყორცნა, განსაკუთრებულ ელფერს სძენდა ამ ლამაზ დღეს. ბავშვებმა კიდევ ერთხელ სიამაყითა და თავდაჯერებით წარმოაჩინეს ის უნარები, რაშიც ბაღში ყოფნისას დახელოვნდნენ და რაც მთელი შემდგომი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ.