ახალი ამბები

“ევროპული ბაღის“ გამოსაშვები ღონისძიება
30 Jun 2023ბაღის დამთავრება მნიშვნელოვანი ეტაპია პატარების ცხოვრებაში. გამოსაშვები ღონისძიების აქტივობები, დიპლომების გადაცემა, ქუდების ჰაერში ატყორცნა, განსაკუთრებულ ელფერს სძენდა ამ ლამაზ დღეს. ბავშვებმა კიდევ ერთხელ სიამაყითა და თავდაჯერებით წარმოაჩინეს ის უნარები, რაშიც ბაღში ყოფნისას დახელოვნდნენ და რაც მთელი შემდგომი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ.

კულინარიულ კონკურსი “ ევროპული სკოლის მასტერშეფი“
25 Jun 2023კულინარიულ კონკურსში “ ევროპული სკოლის მასტერშეფი“ VII –XII კლასის მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარი კერძებით გაემრავალფეროვნებინათ და თანატოლებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გაეხადათ სკოლის მენიუ.

“ქართული ფოლკლორის ევროპული რეტროსპექტივა“
22 Jun 2023“ევროპულ სკოლაში“ მოსწავლეები სწავლობენ და ვითარდებიან მულტიკულტურულ გარემოში. საიუბილეო პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიება “ქართული ფოლკლორის ევროპული რეტროსპექტივა“ - ქართული ხალხური ზღაპრების, სიმღერებისა და ცეკვების ინტეგრირება ინგლისურენოვან თეატრალურ წარმოდგენაში, მიზნად ისახავდა კულტურათა გაცვლის წახალისებას.

საგაზაფხულო ფესტივალი
20 Jun 2023“ევროპულ სკოლაში“ ყოველწლიურად თვალისმომჭრელი სილამაზეა საგაზაფხულო ფესტივალზე. ყვავილებით მოხატულ სამოსში გამოწყობილი, ყვავილების გვირგვინით თავშემკული მოსწავლეები სკოლის ეზოში მართავენ კონცერტებს, აწყობენ ნახატების, ქოთნის ყვავილების, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას. წელს მოსწავლეთა პარლამენტის წევრებმა ცეკვის საგაზაფხულო საქველმოქმედო საღამოსაც უმასპინძლეს და ერთად იზეიმეს დამეგობრების, წარმატების, განვითარების წელი.

მოსწავლეთა კონფერენცია
16 Jun 2023“ევროპულ სკოლაში“ მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდა. სკოლის სამივე პროგრამის მოსწავლეებმა სხვადასხვა სფეროში განხორციელებული კვლევები და შემოქმედებით პროექტები წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას კონფერენციის ფარგლებში მოქმედი 6 სექციის მუშაობისას. აღსანიშნავია, რომ მათემატიკის სექციის მუშაობაში, “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს და საინტერესო თემები წარმოადგინეს გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეებმა. მეცნიერების სამყაროში გადადგმული ნაბიჯები ჯეროვნად შეფასდა. მსმენელების დიდი მოწონება დაიმსახურე მოსწავლეთა შემოქმედებითმა მიდგომებმა და კვლევითმა უნარებმა. სკოლამ მონაწილეები წარმატების სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

TOEFL-ის საერთაშორისო ტესტის გამარჯვებულთა დაჯილდოება
16 Jun 202315 ივნისს, ევროპულ სკოლაში, TOEFL-ის საერთაშორისო ტესტის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. კომპანია ,,English Book Education"-სა და ევროპულ სკოლას შორის პარტნიორობის ფარგლებში, მოსწავლეებმა აკადემიური წლის დასასრულს, ჩააბარეს TOEFL-ის საერთაშორისო ტესტი.

15 წლის საიუბილეო ღონისძიებები
15 Jun 2023“ევროპულ სკოლაში“ მხარს ვუჭერთ მოსწავლეთა ინიციატივებს და ვეხმარებით მათ ცვლილებების განხორციელებაში ადგილობრივად თუ საზღვრებს გარეთ.

გამოსაშვები ღონისძიება - 2023
13 Jun 2023“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის, საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამისა და ამერიკული უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე საზეიმო ვითარებაში აღინიშნა სასკოლო განათლების თორმეტწლიანი გზის დასრულება.

ჩემი ევროპული სკოლა დღეს და ხვალ
11 Jun 2023გამოფენა “ჩემი ევროპული სკოლა დღეს და ხვალ“ , რომელიც საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა, განსაკუთრებული იყო, რადგან მოსწავლეთა ოცნების სკოლის მოდელების დემონსტრირებას ისახავდა მიზნად. მოსწავლეებმა საკუთარი წარმოსახვის ვიზუალიზაცია მოახდინეს, ფორმა მისცეს სურვილებსა და ფიქრებს და შემოქმედებითი უნარები საუკეთესოდ წარმოაჩინეს.