ახალი ამბები

სააღდგომო გამოფენა

14 Apr 2023

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეების სააღდგომო სამზადისი! ჩვენი პატარები ხალისიანი განწყობით, საკუთარი ხელით შექმნილი თექის და ქაღალდის  დეკორაციებით ეგებებიან აღდგომის დღესასწაულს. 

Spelling Bee და ლინგვისტური ოლიმპიადა

14 Apr 2023

“ევროპულ სკოლაში“ უცხო ენების სწავლა-სწავლება პრიორიტეტულია, წახალისებულია ახალი ინიციატივები, ახალი მეთოდები, ენების შესწავლის ინოვაციური პროექტები.

პრეზენტაცია "პირადი მენეჯმენტი" და "როგორ მუშაობს ჩემი სხეული"

14 Apr 2023

მარტის ბოლოს ევროპულ ბაღში გაიმართა განვლილი თემების პრეზენტაციები. პატარებმა მხიარულად უმასპინძლეს ოჯახის წევრებს და აჩვენეს მათ თავინთი ხელით გაკეთებული ნამუშევრები.

ფრანკოფონიის დღე “ევროპულ სკოლაში“

14 Apr 2023

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა, რომლებიც ფრანგულ ენას ეუფლებიან, ფრანკოფონიის დღე იზეიმეს 4 აპრილს. მათ უმასპინძლეს კავკასიის ფრანგული სკოლიდან სტუმრებს: სკოლის დირექტორს კამელ იასილის და მოსწავლეებს, რომლებმაც საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობის თემაზე შექმნილი წიგნის პრეზენტაცია მოაწყვეს. ღონისძიებაზე გაჟღერდა ფრანგული სიმღერები, შესრულდა ცეკვები.

უნივერსიტეტების გამოფენა

30 Mar 2023

24 მარტს  “ევროპული სკოლის“ საუნივერსიტეტო განათლების ოფისის ორგანიზებით მოეწყო უნივერსიტეტების გამოფენა, სადაც დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, შეხვედროდნენ IE University, Bocconi University, Trinity College Dublin, Constructor University (Formerly Jacobs University) და Modul University Vienna-ის წარმომადგენლებს. უნივერსიტეტების მიღება - ჩარიცხვის სამსახურის  წარმომადგენლებთან შეხვედრას  მნიშვნელოვანი როლი აქვს საუნივერსიტეტო სამზადისში, ეხმარება მოსწავლეებს  გადაწყვეტილების მიღებაში, თუ სად და რატომ უნდა ჩააბარონ, რომელი კარიერული გზა იქნება მათთვის შესაფერისი.

ტყის დღე

30 Mar 2023

21 მარტს, ევროპულ საბავშვო ბაღში ავღნიშნეთ ტყის საერთაშორისო დღე. პატარებმა იმუშავეს ჯგუფურ პროექტებზე. მოგვიანებით მოეწყო მათი ნამუშევრების გამოფენა. აღმზრდელებთან ერთად ისაუბრეს ტყის დაცვაზე და მის მნიშვნელობაზე.

გარემოსდაცვითი საკითხების განხილვა “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებთან

16 Mar 2023

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ევროპული სკოლის მოსწავლეებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ლექცია ჩაუტარდათ. შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ეკატერინე ბენდელიანმა გახსნა და გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ძირითად დამაბინძურებლებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენაზე ლექცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნოე მეგრელიშვილმა ჩაატარა.

ბავშვთა უფლებები

16 Mar 2023

27 თებერვალს,“ ბავშვის უფლებათა“ კვირეულის ფარგლებში, ევროპულ სკოლაში, გაიმართა შეხვედრა ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით. შეხვედრა გახსნა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბატონმა დავით სიმონიამ, მან სკოლის მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია სამსახურის სერვისებისა და პროექტების შესახებ. შეხვედრის მეორე ეტაპზე სამსახურის იურისტ-ანალიტიკოსმა ნანო ვაჭარაძემ ისაუბრა ბავშის უფლებათა დაცვის ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობაზე, ასევე მიმოიხილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ბულინგი, ინკლუზიური განათლება, ტოლერანტობა, გენდერული თანასწორობა და სხვა. შეხვედრის ბოლოს სამსახურის ფსიქოლოგებმა: ქეთი ჯაყელმა და ნინო ჩაჩავამ, პრაქტიკული სავარჯიშოების გამოყენებით ბავშვებს მისცეს შესაძლებლობა ჩართულიყვნენ დისკუსიაში.

რობოტიქსის შეჯიბრი

15 Mar 2023

“ევროპულ სკოლაში“ გაიმართა რობოტიკის შეჯიბრი, რომელშიც III-IV კლასის მოსწავლეთა გუნდები რობოტ Botley-ის მართვაში გაეჯიბრნენ ერთმანეთს. თითოეულ გუნდს მიეცა დავალება, შეედგინა ალგორითმი და რობოტი უმოკლესი გზით მიეყვანა ფინიშის ხაზთან, ნავიგაციისას Botley გაეტარებინა სწორი ხაზის გასწვრივ და განეხორცილებინა მოხვევები. მიცემული დავალების შესრულება სახალისო იყო მოსწავლეებისთვის. მათთვის შეჯიბრი საინტერესო გამოწვევაც აღმოჩნდა და სახალისო სასწავლო გამოცდილებაც.