ახალი ამბები

მშობლიური ენის დღე

23 Feb 2023

“ევროპულ სკოლაში“ მშობლიური ენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად 21 თებერვალს რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. MYP პროგრამის მოსწავლეები შეხვდნენ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილს, რომლისგანაც საყვარელი ნაწარმოებების შესახებ მათთვის უცნობი დეტალები შეიტყვეს. PYP პროგრამის მოსწავლეებმა, ლელა ცუცქირიძის წიგნ “ ანბანთ ანგელოზების“ შთაგონებით, შექმნეს საკუთარი ასოები და მწერალს წარუდგინეს. ლინგვისტური და კულტურული მრავალფეროვნების, ასევე მრავალენონვნების წახალისების მიზნით მოეწყო MYP ასამბლეა, სადაც მოსწავლეებმა მშობლიური ენისადმი პატივისცემა შვიდ ენაზე: ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ, რუსულ და უკრაინულ ენებზე  გამოხატეს და დაუვიწყარი ელფერი შესძინეს დღსასწაულს.  

ნიკოლოზ შენგელია ბოსტონის კოლეჯში ჩაირიცხა

18 Feb 2023

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მოსწავლე ნიკოლოზ შენგელია ბოსტონის კოლეჯში ჩაირიცხა, სადაც მენეჯმენტსა და ფინანსებს შეისწავლის. The US News -ის რეიტინგის თანახმად, ბოსტონის კოლეჯის ფინანსების პროგრამა საუკეთესო ათეულში შედის. ვულოცავთ ნიკოლოზს წარმატებას, ვამაყობთ მისით!

ჯანსაღი ცხოვრება

15 Feb 2023

ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებისთვის. 24 იანვარს მოსწავლეები შეხვდნენ კლინიკა “ენ მედიცის“ ექიმ ენდოკრინოლოგს თამარ ჩადუნელს, რომელიც ესაუბრა მოსწავლეებს ასაკობრივი განვითარების ეტაპებზე და მათ თავისებურებებზე. ხოლო 9 თებერვალს სკოლას ეწვია MQ DENTAL-ს სტომატოლოგთა გუნდი, რომელთაც მე-4-მე-6 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარეს პრეზენტაცია პირის ღრუს ჰიგიენის და კბილების სწოვრი მოვლის შესახებ. შეხვედრების ციკლი მომავალშიც გაგრძელდება, რომელიც სკოლის ექიმის ინიციტივით იმართება.

მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა ჰუმანიტარული დახმარება

15 Feb 2023

“ევროპულ სკოლაში“  გასულ კვირას თურქეთისა და სირიის საზღვრისპირა ქალაქებში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დაიწყო.    მოწოდებას  ოპერატიულად მოჰყვა მოსწავლეების მიერ პირველადი საჭიროების ნივთების: თბილი ტანსაცმლის, საძილე ტომრების, საბნების, ბალიშების, ბავშვთა კვების, საფენების,  ჰიგიენის საშუალებების მოტანა, რომლის   გაგზავნაც თურქეთში  თურქეთის რესპუბლიკის საელჩომ უზრუნველყო.

შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონ ირმა ხეცურიანთან

12 Feb 2023

“შეუძლებელი არაფერია. თქვენი შესაძლებლობები უსაზღვროა.  სიტუაცია, რომელშიც წარმატების მიღწევის შანსი ნულია, არ არსებობს“ - ეს არის ის ცხოვრებისეული რჩევები, გაკვეთილები, რაც ჩვენმა მოსწავლეებმა პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანისგან მიიღეს.

უსაფრთხო ინტერნეტის დღე 2023

06 Feb 2023

“ევროპულმა სკოლამ“, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს უსაფრთხო ციფრული გარემო მოსწავლეებისთვის, გასულ კვირას უსაფრთხო ინტერნეტის დღე აღნიშნა. საერთაშორისო ბაკალავრიატის, ამერიკული უმაღლესი სკოლისა და ქართული პროგრამის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ჩაატარეს ღონისძიებები თემაზე: კიბერ ჰიგიენა, ინტერნეტი და უსაფრთხოება, კიბერბულინგი, კიბერუსაფრთხოება, იმსჯელეს ონლაინ საფრთხეების თავიდან აცილების გზებზე, რაც ყველასთვის აქტუალურია, შექმნეს ელექტრონული წიგნი, ჩაატარეს აქტივობები Bookcreator-ის აპლიკაციის გამოყენებით და სხვ. უსაფრთხო ინტერნეტის კვირეულმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის, ისწავლონ, შექმნან და იქონიონ კომუნიკაცია უსაფრთხო ციფრულ გარემოში.

მენტალური მათემატიკის კონკურსის გამარჯვებულები

05 Feb 2023

“ევროპული სკოლაში“ უკვე ერთი წელია წარმატებით ამოქმედდა საშაბათო სკოლა, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში მათემატიკური აზროვნების მყარი საფუძვლის შექმნას. საშაბათო სკოლა I-VI კლასის მოსწავლეებს სთავაზობს ორ კურსს: მენტალური მათემატიკა და მათემატიკა და ლოგიკა. UCMAS Georgia-სთან პარტნიორობის ფარგლებში 100-მდე მოსწავლემ გაიარა მენტალური მათემატიკის პროგრამა, 8 მოსწავლეს კი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში 20 იანვარს გამართულ #UCMASGEORGIA საერთაშორისო ონლაინ კონკურსისა და საერთაშორისო გამოცდების გამარჯვებულთა დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონიაზე სერთიფიკატები გადაეცა.

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე

01 Feb 2023

თებერვალის პირველ ოთხშაბათს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში LitWorld-ის ინიციატივით წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება. “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები, “წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ მხარდაჭერით, წელსაც შუერთდნენ ამ საინტერესო ინიციატივას და ხმამაღლა წაიკითხეს ფრაგმენტები წიგნებიდან, წიგნიერების გაკვეთილზე მწერალ გიორგი კეკელიძესთან ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, შეხვდნენ მწერალსა და ილუსტრატორს, მაკა ლდოკონენს, რომელმაც მოსწავლეებს წაუკითხა ზაზა თვარაძის “მონტებუსლუ“.