რეგიონული კონკურსი Spelling Bee-2024

რეგიონული კონკურსი Spelling Bee, რომელსაც “ევროპული სკოლა“ ატარებს ყოველწლიურად, პოპულარული ღონისძიებაა, რომელშიც ასობით მოსწავლე იღებს მონაწილეობას. იგი ინგლისური ენის შესწავლით დაინტერესებულ მოზარდებს აძლევს შესაძლებლობას, აიმაღლონ ენის ცოდნა და კონკურენტულ გარემოში ჯანსაღი მეტოქეობა გაუწიონ თანატოლებს.
წელს რეგიონულ Spelling Bee -ში მონაწილეობა მიიღეს III-VIII კლასების მოსწავლეებმა თბილისისა და რეგიონების 46 სკოლიდან.
გამარჯვებულები არიან:
III კლასი – ლიზა დავითაშვილი (ევროპული სკოლა);
IV კლასი – ლუკა სეთური (182-ე საჯარო სკოლა);
V კლასი – ნიკოლოზ ბიბილაშვილია (126-ე საჯარო სკოლა);
VI კლასი – ბარბარე ზარიაშვილი (158-ე საჯარო სკოლა);
VII კლასი – ანასტასია მენთეშაშვილი (126-ე საჯარო სკოლა);
VIII კლასი – ანა სარია (მე-2 საჯარო სკოლა).
გამარჯვებულებს გადაეცათ “ევროპული სკოლის“ სამახსოვრო საჩუქრები და კომპანია “რუხი დედოფალის“ თაფლი და თაფლის სანთლები.
Share on: