ინტეგრირებული პროექტი: “წითელი...“

ინტეგრირებული პროექტი: “წითელი…“ ორი საგნის, ისტორიის და ქართული ენისა და ლიტერატურის  ინტეგრაციით დაიწყო და სექტემბრიდან ეცნობიან, იკვლევენ, სწავლობენ მოსწავლეები წყაროებიდან, მუზეუმებიდან, მხ.ლიტერატურიდან  საქართველოში  საბჭოთა წითელი იდეოლოგიის გავრცელების, დამკვიდრების, ტერორისა და რეპრესიების შედეგებს.

ამჯერად ამ ინტეგრაციას  მესამე სასწავლო არჩევითი საგანი-პროექტი “შემოუერთდა“  და ES TV-ის ხელმძღვანელთან  ერთად, მე-10ა კლასის მოსწავლეებმა კადრებად აკინძეს  ემოციები და განცდები, რომლებიც იმ ლექსებიდან ამოიკთხეს, რომლებშიც გადმოცემული იყო ქართველი პოეტების წუხილი და პროტესტი საბჭოთა წითელი რეჟიმის წინააღმდეგ. მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად მხატვრულად წაიკითხეს ლექსები.

 სკოლის უფროსკლასელებს უმცროსკლასელებიც, მე-6ა კლასიც  შეუერთდა და სკოლის ბიბლიოთეკართან ერთად წაიკითხეს ბადრი გოგუაძის წიგნი “ამბავი მობურთალი იუნკერისა“, რომელიც 1921 წელს გმირულად დაღუპულ , ახალგაზრდა იუნკერის შალვა ერისთავის ცხოვრებას გადმოგვცემს. მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმიც შალვა ერისთავზე და მოიწვიეს წიგნის ავტორი და ფილმის სცენარისტი თენგიზ თხილავა. მოსწავლეების შეხვედრა წიგნის ავტორთან და ფილმის სცენარისტთან  თბილი, ემოციური და საქმიანიც  იყო. დაიგეგმა ახალი მიმართულებები  და ეტაპები ამ პროექტის სრულყოფისათვის.

Share on: