ახალი ამბები

ევროპული სკოლის მოსწავლეთა მორიგი წარმატება

20 Apr 2013

ჩატარდა ;ვაკე-საბურთალოს რაიონის კერძო და საჯარო სკოლების (მონაწილეობდა სამოცამდე გუნდი) შესარჩევი ტური - "ინტელექტის დღის“ ჩემპიონატი. ევროპული სკოლის  ნაკრებმა "რა? სად? როდის?“ გაიმარჯვა! ჩვენი სკოლის ინტელექტუალებმა ღირსეულ და ძლიერ მოწინააღმდეგეებს უპირატესობა დაუმტკიცეს და 24 კითხვიდან 18 გამოიცნეს. შემდეგი ტური გაიმართება 11 მაისს. ითამაშებს საქართველოს 69 რაიონის გამარჯვებული გუნდი. ვუსურვოთ მორიგი წარმატება ევროპული სკოლის  ნაკრებს!

19 Apr 2013

”ევროპული სკოლის” ამერიკული განათლების დეპარტამენტი გიწვევთ AP High School-ის  ღია კარის დღეზე ა.წ.  20 აპრილს, დღის 3 საათზე.დაინტერესებულ მშობლებსა და მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ სრული ინფორმაცია AP სასწავლო პროგრამებისა და მომავალი 2013-2014 სასწავლო წლის მისაღები გამოცდების შესახებ.

სახანძრო განგაში მოსწავლეთა თვითმმართველობის დღეს

18 Apr 2013

12 აპრილს ევროპულ სკოლაში გაიმართა მოსწავლეთა თვითმმართველობის დღე. დამკვიდრებული ტრადიციის…

ინგლისური ენის კვირეული

12 Apr 2013

15-19 აპრილს ევროპულ სკოლაში იმართება ინგლისური ენის კვირეული გთხოვთ მობრძანდეთ! ინგლისური ენის კათერა

ღია კარის დღე

03 Apr 2013

5 აპრილს, 15 საათზე "ევროპულ სკოლაში“ გაიმართება ღია კარის დღე. მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ქართულ და საერთაშორისო სექტორში დანერგილი IB და AP პროგრამების შესახებ. გაეცნობით სკოლამდელი აღზრდის სასწავლო ცენტრს. გთხოვთ გვეწვიოთ!ევროპული სკოლის ადმინისტრაცია

პრეზენტაცია "ძველი თბილისი"

03 Apr 2013

გთხოვთ მობრძანდეთ 4 აპრილს (IVა კლასი 10:00, IVბ კლასი 10:30) ევროპული სკოლის მე-5 სართულის საკონფერენციო დარბაზში.

ევროპული სკოლის მოსწავლეების მორიგი წარმატება!

03 Apr 2013

30 მარტს MYP მე-10 კლასის ორმა მოსწავლემ, სანდრო ახვლედიანმა და ომარ ვარძელაშვილმა გაიმარჯვეს ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადის რესპუბლიკურ ტურში!პროექტი - საგანმანათლებლო ელექტრონული თამაში "ჩამოხრჩობანა". თამაში დაწერილია პროგრამირების ენა Java-ზე. გამარჯვების შედეგად მოსწავლეებმა საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.ხელმძღვანელი შორენა აბესაძე.ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას!

დაწყებითი კლასების ღია კვირეული

31 Mar 2013

1- 4 აპრილს ევროპულ სკოლაში იმართება დაწყებითი სწავლების კათედრის ღია კვირეული “ჩვენი ნაბიჯების კვალდაკვალ”

მსოფლიო საგანმანათლებლო თამაშების გამარჯვებულები

25 Mar 2013

4, 5, 6 მარტს ევროპული სკოლის საერთაშორისო MYP სექტორის 23 მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო საგანმანათლებლო ონლაინ თამაშებში.