ახალი ამბები

ღია კარის დღე

03 Apr 2013

5 აპრილს, 15 საათზე "ევროპულ სკოლაში“ გაიმართება ღია კარის დღე. მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ქართულ და საერთაშორისო სექტორში დანერგილი IB და AP პროგრამების შესახებ. გაეცნობით სკოლამდელი აღზრდის სასწავლო ცენტრს. გთხოვთ გვეწვიოთ!ევროპული სკოლის ადმინისტრაცია

პრეზენტაცია "ძველი თბილისი"

03 Apr 2013

გთხოვთ მობრძანდეთ 4 აპრილს (IVა კლასი 10:00, IVბ კლასი 10:30) ევროპული სკოლის მე-5 სართულის საკონფერენციო დარბაზში.

ევროპული სკოლის მოსწავლეების მორიგი წარმატება!

03 Apr 2013

30 მარტს MYP მე-10 კლასის ორმა მოსწავლემ, სანდრო ახვლედიანმა და ომარ ვარძელაშვილმა გაიმარჯვეს ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადის რესპუბლიკურ ტურში!პროექტი - საგანმანათლებლო ელექტრონული თამაში "ჩამოხრჩობანა". თამაში დაწერილია პროგრამირების ენა Java-ზე. გამარჯვების შედეგად მოსწავლეებმა საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.ხელმძღვანელი შორენა აბესაძე.ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას!

დაწყებითი კლასების ღია კვირეული

31 Mar 2013

1- 4 აპრილს ევროპულ სკოლაში იმართება დაწყებითი სწავლების კათედრის ღია კვირეული “ჩვენი ნაბიჯების კვალდაკვალ”

მსოფლიო საგანმანათლებლო თამაშების გამარჯვებულები

25 Mar 2013

4, 5, 6 მარტს ევროპული სკოლის საერთაშორისო MYP სექტორის 23 მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო საგანმანათლებლო ონლაინ თამაშებში.

სემინარი ისტოტიკოსებისათვის – ევროპა და მსოფლიო.

21 Mar 2013

2013 წლის 21–22 მარტს სტრასბურგში ევროპის საბჭოს ორგანიზებულ სემინარზე : "ევროპა საზღვრების გარეშე“ მიწვეულია ევროპული სკოლის ისტორიის მასწავლებელი ნათია ფირცხალავა. 

აქცია - ევროპული სკოლის მოსწავლეები თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ!

14 Mar 2013

მიმდინარე წლის 15 მარტს ევროპულ სკოლაში ჩატარდება მოსწავლეთა ორგანიზებული აქცია მოზარდებში  ნიკოტინური დამოკიდებულების ადრეული პროფილაქტიკის მიზნით. აქციის სლოგანი: "ჩემი მეგობარი არ ეწევა!“

ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის კონფერენცია

12 Mar 2013

ოთხშაბათს, 13 მარტს, 15:30 სთ-ზე ევროპულ სკოლაში ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა მართავს მოსწავლეთა სასწავლო–შემოქმედებით კონფერენციას: "ისტორია ადამიანის თვითშემეცნებისთვისაა საჭირო“. გთხოვთ, მობრძანდეთ!