ახალი ამბები

ES NEWS - 2013 წლის 11 მარტის გამოშვება

11 Mar 2013

გადაცემას უძღვება 10ბ კლასის მოსწავლე გიორგი სართანია გადაცემის თემებია: მოსწავლეთა კონფერენცია "ვაშენებთ სახელმწიფოს"; დედის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება; დაწყებითი კლასების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა; მოსწავლეთა საერთაშორისო მათემატიკური კონფერენცია; PYP მოსწავლეთა ღია გაკვეთილი; სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ღია გაკვეთილები; დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი.

მსოფლიო საგანმანათლებლო თამაშები

04 Mar 2013

4, 5, 6 მარტს საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამის (MYP) 23 მოსწავლე ჩაერთვება მსოფლიოს უდიდეს ონლაინ საგანმანათლებლო კონკურსში ინგლისურ ენის, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებით. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს!

ევროპული სკოლა გილოცავთ დედის დღეს!

03 Mar 2013

დედის დღესთან დაკავშირებით "ევროპულ სკოლაში" გაიმართება კონცერტი, ოთხშაბათს, 6 მარტს, 15.30 სთ-ზე. მონაწილეობენ ჩვენი სკოლის მუსიკალური და შემოქმედებითი ნიჭით გამორჩეული მოსწავლეები. კონცერტს წარუძღვებიან სკოლის პარლამენტის თავჯდომარე სალომე ხვისტანი და მისი მოადგილე ირაკლი კიკორია. გთხოვთ, მობრძანდეთ!

სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია მათემატიკაში

02 Mar 2013

ორშაბათს, 4 მარტს, 15:30 სთ-ზე ევროპულ სკოლაში ჩატარდება მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია მათემატიკაში“ჩვენ გვიყვარს მათემატიკა.”კონფერენციის დღის წესრიგიგთხოვთ, მობრძანდეთ!

საბავშვო-სამოყვარულო ფილმების ფესტივალი

28 Feb 2013

ძვირფასო ბავშვებო!ყველას, ვისაც გიყვართ კინოხელოვნება, შეგიძლიათ შექმნათ კინოსცენარი, გადაიღოთ ვიდეოკამერით ან მობილური ტელეფონით, დაამონტაჟოთ, გაახმოვანოთ, გააფორმოთ გრაფიკულად, დაწეროთ მუსიკა ფილმისთვის, ითამაშოთ და საერთოდ, შექმნათ მხატვრული, დოკუმენტური ან ანიმაციური ფილმი . მიიღეთ მონაწილეობა, გიწვევთ,  საბავშვო (სამოყვარულო) ფილმების მე- 3  საერთაშორისო ფესტივალი "ოქროს პეპელა - 2013“!  განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2013 წლის 1 აპრილი.კონტაქტი: i_jaojao@yahoo.com ფესტივალის დირექტორი - ირაკლი ჯაოშვილი

ყურადღება!

27 Feb 2013

26 თებერვალს მე-7 ბ კლასის მოსწავლეებმა ევროპულ სკოლას წარუდგინეს კლასის ინიციატივით დაფუძნებული ყოველთვიური ჟურნალის" JOIN IN" სასიგნალო გამოცემა.

ევროპული სკოლის მოსწავლეები გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეაზე

24 Feb 2013

როგორც მოგეხსენებათ, 30 იანვრიდან - 6 თებერვლამდე "ევროპული სკოლის" თორმეტმა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო, ნიუ იორკში, გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეაში . ახალგაზრდული ასამბლეა ზუსტად იმავე ფორმატით იმართება, როგორც გაეროს გენერალური ასამბლეა და მისი მთავარი მიზანი ახალგაზრდა ლიდერების წარმოჩენაა. ახალგაზრდული ასამბლეა ყოველ წელს იმართება და მასში100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლი იღებს მონაწილეობას.წელს ანსამბლეა მეთერთმეტედ გაიმართა და მასში საქართველოს დელეგაცია პირველად მონაწილეობდა.

"ევროპული სკოლის" მოსწავლეების კიდევ ერთი წარმატება!

23 Feb 2013

ევროპული სკოლის MYP- X კლასის 12-მა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო კანადის მათემატიკურ კონკურსში. ეს კონკურსი იმართება კანადისა და მსოფლიო სკოლების ნიჭიერი მოსწავლეებისათვის. გვიხარია, რომ ჰანიე მოინი, ალქსანდრ სეკარა და ნინო სიჭინავა თავისი შედეგებით კონკურსანტთა საუკეთესო 25%-ში მოხვდნენ. ალექასანდრ სეკარა და ნინო სიჭინავა დაჯილდოვდნენ წარჩინების სერტიფიკატებით, ჰანიე მოინის კი, უმაღლესი ქულის მიღებისთვის, გადაეცა მედალი. ვულოცავთ ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას!

ყურადღება!

11 Feb 2013

ევროპული სკოლის ხელოვნების წრეები გიწვევთ შემაჯამებელ გაკვეთილზე, 12 თებერვალს, 15:00 საათზე სააქტო დარბაზში.