ახალი ამბები

ნახატების გამოფენა-ქალაქები

01 Dec 2021

“ევროპულ სკოლაში" III კლასის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელიც მსოფლიო ქალაქებს მიეძღვნა. ხელოვნების გაკვეთილებზე, მოსწავლეები  ხელოვნების მასწავლებელთან მარიკა ბოცვაძესთან ერთად გაეცნენ მსოფლიოს ცნობილ ქალაქებს, მოიძიეს ინფორმაციები მათ ღირშესანიშნაობებზე და მრავალფეროვანი მასალისა და ტექნიკის გამოყენებით  შექმნეს ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, სადაც ძირითადი აქცენტი  დეკორატიულობაზე და ორნამენტზე გაკეთდა.

ხელოვნება-ძველი ცივლიზაციები

30 Nov 2021

“ევროპული სკოლის"  7ბ კლასის მოსწავლეები, ისტორიისა და ხელოვნების  ინტეგრირებული პროექტ “ძველი ცივილიზაციები" -ის  ფარგლებში,   სამხატვრო აკადემიის პროფესორს, ხელოვნებათმცოდნე  ქალბატონ ანა კლდიაშვილს შეხვდნენ. ქალბატონი ანა  მოსწავლეებს ესაუბრა ძველი ცივილიზაციების, კერძოდ ძველი ეგვიპტისა და შუმერის   ხელოვნების შესახებ, თუ რა გავლენა იქონია ამ ორმა ცივილიზაციამ კაცობრიობის  განვითარებაზე.  შეხვედრა ინტერაქტიურ ფორმატში წარიმართა. ქალბატონმა ანამ უპასუხა მოსწავლეთა  კითხვებს. შეხვედრა   მნიშვნელოვანი იყო როგორც  ინფორმაციების მისაღებად, ასევე  მოსწავლეთა  მოტივაციის ასამაღლებლად, რაც  ხელს  შეუწყობს ინტეგრირებული პროექტის წარმატებით დასრულებას. 

შეხვედრა მხატვარ გია ბუღაძესთან

30 Nov 2021

“ევროპული სკოლის“ IX ა და IX ბ კლასის მოსწავლეები  80-ნელთა ცნობილ  წარმომადგენელს, მხატვარ  გია ბუღაძეს ონლაინ რეჟიმში  შეხვდნენ. საუბარი წარიმართა საბჭოთა პერიოდის მხატვრობაზე, თუ რა პრობლემების წინაშე იდგა მხატვარი,  საკუთარი ხედვისა თუ იდეების გამოსახატად რა გზებსა და  ხერხებს  მიმართავდა.  შეხვედრა ინტერაქტიურ ფორმატში წარიმართა. მხატვარმა  უპასუხა  მოსწავლეთა  შეკითხვებს.

ლუკა ჟღენტმა სამბოში საქართველოს პირველობა მოიპოვა.

30 Nov 2021

“ევროპული სკოლის“ მოსწავლემ ლუკა ჟღენტმა კადეტებს შორის სამბოში საქართველოს პირველობა  მოიპოვა. აჭარის სპორტის დეპარტამენტის ინფორმაციით, ლუკა ჟღენტი 16 წლისაა და წარმატებას 2005 და 2006 წლებში დაბადებული მოზარდების კატეგორიაში მიაღწია.

დაკვირვება მცენარეებზე

27 Nov 2021

“ევროპული სკოლის“ მე-3 კლასის მოსწავლეები ეკა ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით ბუნებისმცოდნეობის გაკვეთილებზე მცენარეების შესწავლის შემდეგ, ორანჟერეას ესტუმრნენ. ბიოლოგიის მასწავლებელთან, მანანა ჟამურაშვილთან ერთად შეაჯამეს და შეამოწმეს საკუთარი ცოდნა. ამავე დროს გაეცნენ ყვავილის აგებულებას. ვიდეო კოლაჟისა და მარტივი ცდით დააკვირდნენ ყვავილის გაშლის პროცესს. დაათვალიერეს და “დათესეს“ ლობიოს მარცვალი ქილაში, რომელიც მთელ შემდგომ პერიოდში დაკვირვების საგანი გახდა.

იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე

23 Nov 2021

27 ოქტომბერი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და სკოლის ბიბლიოთეკების საერთაშორისო დღეა. ამ თარიღებთან დაკავშირებით “ევროპულ სკოლაში“ არაერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა. განსაკუთრებულად აღინიშნა “დედა ენის“ ავტორის, საბავშვო მწერლის, პუბლიცისტის, მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე. მოსწავლეებმა განასახიერეს პერსონაჟები მისი მოთხრობებიდან: “თხა და გიგო,“ “მკვეხარა ქოთანი“; ერთმანეთს წაუკითხეს მოთხრობები, მოაწყვეს ლიტერატურული ვიქტორინები და წარადგინეს პრეზენტაციები გოგებაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. სკოლის ბიბლიოთეკის დღის აღსანიშნავად მწერალი გიორგი კეკელიძე მოსწავლეებს ესაუბრა წიგნიერებაზე,  სასწავლო პროცესში სკოლის ბიბლიოთეკის როლზე. გაიმართა ჩვენი სკოლის განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია და ელექტრონული რესურსების წარდგენა მოსწავლეების წინაშე. 

გალაკტიონი 130

17 Nov 2021

წელს, 17 ნოემბერს გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წელი სრულდება. ამ მნიშვნელოვან იუბილესთან დაკავშირებით “ევროპულ სკოლაში“ გაიმართა პროფესორ ინესა მერაბიშვილის ლექცია თემაზე: “რა შემიძლია გითხრათ ახალი გალაკტიონზე“. საზოგადოება იცნობს ჯორჯ ბაირონის შემოქმედების ქართულ თარგმანებს და გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის შედევრების ინგლისურ თარგმანებს, რომელიც ინესა მერაბიშვილს ეკუთვნის. საიუბილეო ღონისძიებაზე მე-9-10 კლასის მოსწავლებმა წარადგინეს პროექტები: ,,ბაირონი და საქართველო“, “გალაკტიონი და ბაირონი“.

ასტრიდ ლინდგრენის კვირეული

16 Nov 2021

“ასტრიდ ლინდგრენის კვირეულის“ ფარგლებში “ევროპულ სკოლაში“ არაერთი ლიტერატურული, შემეცნებითი და გასართობი აქტივობა ჩატარდა. ერთი დღით მოსწავლეებმა პეპის, კარლსონის, რონიას და ემილის კოსტიუმები მოირგეს; “მწერალთა სახლიდან“ გვესტუმრა საბავშვო მწერალი ვასო გულეური საჯარო ბიბლიოთეკიდან - გიორგი კეკელიძე მოეწყო მოსწავლეთა ნახატების ექსპოზიცია; გამომცემლობამ ღია წიგნის მაღაზია და ბიბლიოთეკა, “მოსიარულე ბუდრუგანა“ გამოგვიგზავნა. მოსწავლეებს სიტყვით მიმართა შვედეთის საელჩოს პირველმა მდივანმა ილვა ფესტინიმ; ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა შეხვედრა 2021 წლის ლინდგრენის პრემიის ნომინანტ მწერალ ირმა მალაციძესთან თემაზე: “ასტრიდის სამყარო უნიბაკენში“; შვედეთიდან ონლაინ რეჟიმში წაიკითხეს ფრაგმენტები ლინდგრენის ნაწარმოებებიდან, მოეწყო ლიტერატურული თამაშები და ვიქტორინა; კვირეულის მიზანია მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება და წიგნის კითხვის პოპულარიზაცია.

ანტიბულინგ კამპანია #ერთადუკეთესია

10 Nov 2021

მოსწავლეთა კეთილდღეობის სამსახური, მასწავლებლები, მოსწავლეები “ევროპულ სკოლაში“ მოწადინებულნი არიან, შექმნან უსაფრთხო სასკოლო გარემო და ყველანაირად დაეხმარონ მოზარდებს ღია საუბრებით,  ჩაგვრის, ძალადობის წინაღმდეგ მიმართული ღონისძიებებით. #ერთადუკეთესია ანტიბულინგ კამპანიის  ფარგლებში “ევროპული სკოლის“მოსწავლეებმა გამოფინეს საინფორმაციო პოსტერები, მაოწყვეს ფლეშმობი, ჩაატარეს ასამბლეები, რათა შეცვალონ თანატოლების ქცევა, დამოკიდებულება, წინ აღუდგნენ ბულინგს და  უთხრან არა ყველანაირ ძალადობას!