ახალი ამბები
გრანტოსნები
27 Jan 2022“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის 20-მა მოსწავლემ 2021-2022 სასწავლო წლის I აკადემიური სემესტრის წარჩინებით დამთავრების შედეგად დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის მიერ დაწესებული გრანტი მოიპოვა. გრანტი განკუთვნილია არა მხოლოდ განსაკუთრებული აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისთვის, არამედ კლასგარეშე საქმიანობითა და სამოქალაქო ჩართულობით გამორჩეული მოზარდებისთვის.
Lego რობოტიკის ჰაკათონი
30 Dec 2021საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბი) ორგანიზებით 18-19 დეკემბერს ტექნოპარკში Lego რობოტიკის ჰაკათონი გაიმართა. ჰაკათონის გამარჯვებული “ევროპული სკოლის“ გუნდი NA+A+A+N გახდა.
ვიქტორინა “რამდენად კარგად იცნობთ გერმანიას?"
30 Dec 2021მთლიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მასშტაბით, საგანმანათლებლო ფორმატით Bürger Europas e.V. მიერ და შინაგან საქმეთა, მშენებლობისა და საზოგადოების ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა საერთაშორისო ვიქტორინა, სადაც საქართველოდან “ევროპული სკოლის“ მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ონლაინ ვიქტორინა ეხებოდა გერმანიის ისტორიას, ტრადიციებს, სპორტს, გარემოს, ფლორას და ფაუნას, გართობა-დასვენებას, ტექნოლოგიებს და მედიას.
უნგრეთის საელჩო საქართველოში და “ევროპული სკოლა“
22 Dec 202116 დეკემბერს “ევროპულ სკოლას“ უნგრეთის საელჩოს კომერციული მრჩეველი გაბორ მიკეცზი და უნგრეთის დელეგაციის წევრი დევიდ საზბო ესტუმრნენ. საპატიო სტუმრები ,,ევროპული სკოლის" დირექტორ სოფიო ბაზაძეს, IB პროგრამების ხელმძღვანელ დოქტორ ბრაის ბომოს და ტექნოლოგიური დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მათ ისაუბრეს STEM კურსების ახალი სერიის შესახებ, რომელიც მასწავლებელს აძლევს შესაძლებლობას, დააინტერესოს მოსწავლეები პრობლემების გადაჭრით და ამ პროცესში განუვითაროს მათ ტექნიკური და 21-ე საუკუნის უნარები. თითოეულ ნაკრებში შედის ვიდეოები, მასწავლებლის გზამკვლევი, დამხმარე რესურსები.
“ბრიტანული უნივერსიტეტის“ ვიზიტი
21 Dec 202117 და 24 ნოემბერს “ბრიტანული უნივერსიტეტი“ საქართველოში “ევროპული სკოლას“ ეწვია და მე-11-12 კლასელებს სემინარები ჩაუტარა. შეხვედრების თემა ორგანიზაციული ლიდერობა იყო, რაც თეორიულ ნაწილთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოს მოიცავს, რომელიც შემუშავებულია კომპანია ლეგოსა და ოქსფორდის უნივერსიტეტების მიერ. შეხვედრამ მოსწავლეებში დიდი მოწონება დაიმსახურა.
ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან
08 Dec 2021სოციალური პასუხისმგებლობა “ევროპული სკოლისთვის“ ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. სკოლა სხვადასხვა საშუალებას მიმართავს საზოგადოებაში დადებითი წვლილის შესატანად. ამჯერად საოკუპაციო ხაზთან მდებარე საზღვრისპირა სოფელ მერეთის საჯარო სკოლას ვესტუმრეთ და პროექტორი, დაფები და წიგნები გადავეცით საჩუქრად, რათა სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს ადგილობრივი მოსწავლეებისთვის. “ევროპულმა სკოლამ“ პროექტორი სულ ცოტა ხნის წინ ქ.სენაკში მდებარე აფხაზეთის #7 საჯაროს სკოლასაც უსახსოვრა. აღნიშნული საქველმოქმედო აქციები მწერალ გიორგი კეკელიძის ხელშეწყობით ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტ “ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში განხორციელდა.
ჭადრაკის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები
03 Dec 2021კენდალის ინგლისური სკოლის (ჩილე) ორგანიზებით 20 ნოემბერს ჩატარდა საერთაშორისო საჭადრაკო ონლაინ ტურნირი სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელშიც 31 ქვეყნის 518 მონაწილე ეჯიბრებოდა ერთმანეთს 12 კატეგორიაში. “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს დაწყებით A, B და საშუალო A კატეგორიებში. დაწყებით A კატეგორიაში მესამე ადგილზე მეორე კლასის მოსწავლე ანდრია ჩქარეული გავიდა, მეოთხე ადგილი ერგო ანასტასია ლაბარტყავას, მეშვიდე ადგილი კი მარიამ ლაბარტყავამ დაიკავა.
ერთად უსაფრთხოებისთვის
03 Dec 2021“ევროპულმა სკოლამ“ მშობლისგან საჩუქრად მიიღო პირბადეები სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებისთვის. “მსურდა სკოლის საზოგადოებისთვის გამეწია სამსახური“,- ამბობს ქსუეპინგ ვუ, რომელმაც 12500 ცალი პირბადე გადმოსცა სკოლას. საჩუქარი განაწილდება “ევროპული სკოლის“ თითოეული აკადემიური პროგრამის ფარგლებში და ინფიცირების პრევენციაში დაეხმარება მოსწავლეებს. საჩუქარი განსაკუთრებით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მოეწონათ. მათ მყისიერად მოირგეს ფერადი პირბადეები და უსაფრთხოდ და ხალისიანად გაატარეს დღის დარჩენილი ნაწილი.
TEDxIBEuropeanSchool
03 Dec 2021წლევანდელი TEDxIBEuropeanSchool ღონისძიების თემა იყო “წინ სიარული“. პანდემიამ მსოფლიო თავდაყირა დააყენა, ზეგავლენა მოახდინა ყველაზე: ზრდასრულ ადამიანებზე, ბავშვებსა და მოზარდებზე. ღონისძიების სპიკერებს სჯერათ, რომ ჩვენი რეალობა და მომავალი ჩვენს ხელთაა. ისინი გვთავაზობენ გზებს, თუ როგორ გავუმკლავდეთ სირთულეებს, დავაღწიოთ თავი სტაგნაციას, მოვსინჯოთ ახალი შესაძლებლობები, მივაღწიოთ წარმატებას და რაც მთავარია, გავხდეთ ბედნიერები.