ახალი ამბები

საგანმანათლებლო სათამაშოები

07 Apr 2022

ციფრული დიზაინისა და რობოტიკსის გაკვეთილებზე FabLab-ში MYP პროგრამის მოსწავლეებმა  განახორციელეს პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა საგანმანათლებლო, ეკოლოგიურად სუფთა მასალით დამზადებული სათამაშოები “ევროპული ბაღის“ აღსაზრდელებისთვის.

ამერიკის ელჩის ვიზიტი

03 Apr 2022

31 მარტს ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, უმასპინძლა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს და კულტურისა და განათლების საკითხების ატაშეს კრისტოფერ ანდერსონს.

რეკლამა და პრომოცია

23 Mar 2022

ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა “მე და საზოგადოების“ საგნის შესწავლილას გაიცნეს და სიღრმისეულად შეისწავლეს რა არის რეკლამა, საზოგადოებასთენ ურთიერთობა, პრომოცია და ინტეგრირებული მარკეტინგი. დამატებით გაკვეთილზე საზოგადოებასთნ ურთიერთობის სპეციალისტი ნინო კუსრაშვილი შეხვდა და სპეციალურად მომზადებული პრეზენტაცია და ქართულ ენაზე გამოცემული სახელმძღვანელო “რეკლამა და პრომოცია“ გააცნოთ. ინტერაქტიულ რეჟიმში პიარსპეციალისტმა და მოსწავლეებმა ისაუბრეს XXI საუკუნის თანამედროვე სფეროებზე: საზოგადოებასთნ ურთიერთობა, ინტეგრირებული მარკეტინგი და სოციალური პლატფორმების შესახებ.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე - 2022

23 Mar 2022

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. წლევანდელი კამპანია #წინდამინდა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა კამპანიის ფარგლებში 3000 ლარის ღირებულების წინდები შეიძინეს. ყოველი გაყიდული წინდიდან შემოსული თანხის 10% უკრაინის დაუნის სინდრომის ასოციაციას გადაერიცხება.  მოსწავლეებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, შეძენილი წინდა გაეგზავნათ უკრაინელი ხალხისთვის.

ტყის საერთაშორისო დღე

23 Mar 2022

21 მარტს, “ევროპულ საბავშვო ბაღში“ პატარებმა დიდი ხალისით აღნიშნეს ტყის საერთაშორისო დღე. მათ ჯგუფურად შექმნეს ხელნაკეთი აპლიკაციები. აღმზრდელებთან ერთად ისაუბრეს ტყის მოვლაზე და მნიშვნელობაზე.

მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონფერენცია

13 Mar 2022

2022 წლის 26 მაისს, ამერიკული უმაღლესი სკოლა - ევროპული სკოლა ატარებს მოსწავლეთა და მასწავლებელთა საერთაშორისო ინტერდისციპლინურ ონლაინ კონფერენციას “საქართველო და მსოფლიო“. კონფერენციის მიზანია საქართველოსა და მსოფლიოს შორის არსებული კულტურული, ისტორიული და სოციალური ურთიერთობების შესახებ ახალი კვლევების თავმოყრა და საზოგადოებისთვის გაცნობა.

“საქართველო და მსოფლიო“

09 Mar 2022

2022 წლის მაისში ამერიკული უმაღლესი სკოლა/ევროპული სკოლა კოგნიასთან (International Education…

კონფერენცია

28 Jan 2022

26-28 იანვარს გაიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წლიური კონფერენცია ონლაინ რეჟიმში, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო დაწესებულებების, პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

გრანტოსნები

27 Jan 2022

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის 20-მა მოსწავლემ 2021-2022 სასწავლო წლის I აკადემიური სემესტრის წარჩინებით დამთავრების შედეგად დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის მიერ დაწესებული გრანტი მოიპოვა. გრანტი განკუთვნილია არა მხოლოდ განსაკუთრებული აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისთვის, არამედ კლასგარეშე საქმიანობითა და სამოქალაქო ჩართულობით გამორჩეული მოზარდებისთვის.