ახალი ამბები
მემორანდუმი “ევროპულ სკოლასა“ და “ლე როშეს“ შორის
07 May 20226 მაისს “ევროპულ სკოლასა“ და ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში მსოფლიოს წამყვან ინსტიტუცია “ლე როშეს“-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. მხარეების უნიკალური თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო ბაკალავრიატის კარიერულ პროგრამაზე დაინერგება მასპინძლობის კურსი. მემორანდუმს “ევროპული სკოლის“ დირექტორმა სოფიო ბაზაძემ და “ლე როშე“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კარლოს დიეზ დე ლა ლასტრამ მოაწერეს ხელი.
“ევროპული სკოლის“ საშაბათო სკოლა
05 May 2022“ევროპულ სკოლაში“ დაწყებითი და საბაზო საფეხურის I- VI კლასის მოსწავლეებისთვის წარმატებით დაინერგა საშაბათო აკადემიური პროგრამა, რომელიც ორ კურსს აერთიანებს: მენტალური მათემატიკა და მათემატიკა და ლოგიკა. ამ და სხვა მსგავსი საგანმანათლებლო სიახლეების დანერგვის მიზნით, ორგანიზაცია “სმარტ მენ“- სა და “ევროპულ სკოლას“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს “სმარტ მენ“-ის დირექტორის წარმომადგენელმა საჰარ ჰარბმა და “ევროპული სკოლის“ დირექტორმა სოფიო ბაზაძემ.
პერსონაკური პროექტების წარდგენა
05 May 2022“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-11 კლასის მოსწვლეებმა სკოლის ბიბიოთეკაში წარმოადგინეს მათ მიერ მომზადებული პროექტების გამოფენა/პრეზენტაცია. პროექტის ამ ფორმატით მომზადება ეფუძნება პროექტული სწავლების საერთაშორისო გამოცდილებას, რაც პირველად იყო გაზიარებული ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. პროექტის მიზანია მოსწავლეთა პერსონალური უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა. ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა. მოსწავლეებმა საინტერესო გამოცდილება გაუზიარეს სასკოლო საზოგადოებას.
ხატვის კონკურსის გამარჯვებულები
05 May 2022“ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ინიციატივით “ოცნების ავტომობილის“ ხატვის ადგილობრივი კონკურსი ჩატარდა და 7-15 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. 8-11 წლამდე კატეგორიაში “ევროპული სკოლის“ მოსწავლე ლიზი ნარსია პირველი ადგილის მფლობელი გახდა ხოლო მია ზანთარაიამ კი მე-3 ადგილი მოიპოვა.
Feria de Abril-ევროპულ სკოლაში
01 May 2022აპრილის ბაზრობა სევილიის ყველაზე პოპულარული ფესტივალია. იგი გაზაფხულზე, ძირითადად აპრილის თვეში იმართება. ამ დღესასწაულზე ქალები ფლამენკოს ულამაზეს კაბებს იცმევენ, ცხენებზე ამხედრებული მამაკაცები ლურჯ უნიფორმებში არიან გამოწყობილნი, სტუმრები აგემოვნებენ ანდალუსიურ კერძებს, ქალაქის ყველა კუთხეში კი ისმის ფლამენკოს მუსიკა. “ევროპული სკოლის“ ესპანური ენის მასწავლებელმა თამარ გულიაშვილმა და ესპანურ ენაზე მოსაუბრე მოსწავლეებმა 26 აპრილს იზეიმეს Feria de Abril სკოლაში და უმასპინძლეს ოფიციალურ სტუმრებს: ესპანეთის კონსულის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში ხორხე ლუსინის და ესპანური სათვისტომოს ხელმძღვანელს და წარმომადგენელს საქართველოში ადრიან ლოპესს. მოსწავლეებმა სევილიის აპრილის ბაზრობის შესახებ პრეზენტაციები მოამზადეს, შეასრულეს ესპანური და ქართული ცეკვები და სიმღერები. ახალგაზრდა ესპანელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა როდრიგო მუნიოსმა, რომელიც ონლიან ჩაერთო ღონისძიებაში, სხვა ხიბლი შესძინა დღესასწაულს.
დედამიწის დღე
26 Apr 202222 აპრილს დედამიწის დღეა. ევროპული ბაღის პატარებმაც აღნიშნეს ეს დღე. ისაუბრეს თუ როგორი მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ და გავუფრთხილდეთ ჩვენს გარემოს, დედამიწას. სიამოვნებით დაამზადეს საინტერესო ნამუშევრები.
სააღდგომო გამოფენა
25 Apr 2022სააღდგომო განწყობის შესაქმნელად, “ევროპულ სკოლაში“ თექის ხელნაკეთი სააღდგომო ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. მოსწავლეებმა სააღდგომო გამოფენისთვის მზადება რამდენიმე თვით ადრე დაიწყეს და ქართული ორნამენტით, ანგელოზებითა და ყვავილებით მოქარგული ხალხური რეწვის ნიმუშები გამოჰფინეს, თანატოლებისთვის ჩაატარეს მასტერკლასი და აჩვენეს მატყლის მოთელვის ხელოვნება.
დედამიწის დღე
20 Apr 2022ევროპული სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე “დედამიწა“. პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები ინტეგრირებული გახლდათ საგნებთან: ბუნება, Lego,ინგლისური ენა: ბუნების გაკვეთილებზე ბავშვებმა შეისწავლეს კონტინენტები; Lego-ს საგაკვეთილო საათებზე მოსწავლეებმა დაამზადეს დედამიწის მოდელი; ინგლისური ენის შესწავლასთან ერთად ხალისით დაეუფლნენ სიმრერებს დედამიწის შესახებ.
თვითმმართველობის დღე
20 Apr 2022“ევროპული სკოლა“ სასკოლო ცხოვრებაში ისეთ ტრადიციებს ამკვიდრებს, რაც ზრდის მოსწავლეთა ინიციატივიანობას, პასუხისმგებლიანობას და გზას უხსნის მათ ცვლილებების განხორციელებისკენ. დღეს სკოლაში თვითმართველობის დღე აღინიშნა. მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, განევითარებინათ ლიდერული უნარები, ერთი დღით მოერგოთ “ევროპული სკოლის“ თანამშრომლების როლები და ემართათ სკოლის ცხოვრების ყველა ასპექტი.