ახალი ამბები

გაიცანით “ევროპული სკოლის“ გრანტოსნები!

23 Sep 2022

“მიიღო გრანტი ნიშნავს, ისწავლო არა მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრებით, არამედ იყო კლასგარეშე აქტივობების ინიციატორი და მონაწილე და გამოირჩეოდე სამოქალაქო ჩართულობით,"- ამბობს მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ სააკაშვილი.

“ევროპული სკოლის“ კლუბების გამოფენა 2022!

22 Sep 2022

კლუბებს ჩვენი მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, მორგებულია 21-ე საუკუნის მოზარდების ინტერესებზე და აერთიანებს ისეთ მიმართულებებს, რომელთაგან ზოგიერთი სკოლის დაარსების წლიდანაც კი ფუნქციონირებს, ზოგი კი სულ ახლახან გაიხსნა. კლუბების გამოფენა 2022 სკოლის შიდა ეზოში გაიმართა და უმასპინძლა სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებს, რომლებიც თითოეულ საგამოფენო მაგიდასთან გაესაუბრნენ წარმომადგენლებს და გულდასმით გაეცნენ საქმიანობას კლასგარეშე კლუბებისა, სადაც ციურ სხეულებზე დაკვირვებისა თუ ჩინური ენის შესწავლით დაწყებული და თექის დამუშავებით დამთავრებული, ყველანაირი ინტერესის დაკმაყოფილებას შეძლებენ.

პირველი დღე “ევროპულ ბაღში“ ზუზუსთან, მინისთან, სანისთან, ლუსთან და მხიარულ ჯამბაზებთან ერთად!

20 Sep 2022

პირველი დღე “ევროპულ ბაღში“ ზუზუსთან, მინისთან, სანისთან, ლუსთან და მხიარულ ჯამბაზებთან ერთად!

სასწავლო წლის პირველი დღე “ევროპულ სკოლაში“

15 Sep 2022

ამაღელვებელია პირველ დღეს  მოსწავლეებთან შეხვედრა  საზეიმო ვითარებაში. შევეცადეთ, ეს დღე განსაკუთრებით ხალისიანი და დასამახსოვრებელი ყოფილიყო ბავშვებისთვის. ოჩოფეხებზე შემდგარი გმირები საზეიმო დაფდაფების ფონზე ეგებებეოდნენ  პატარებს, გიგანტურ საპნის ბუშტებთან შეხება, გაცოცხლებულ ქანდაკებასთან, ჰუმანოიდ რობოტებთან ფოტოების გადაღება კი ნამდვილად ჯადოსნურ განწყობას ქმნიდა.

ევროპული სკოლა საქართველოს №1 ოქროს ბრენდი გახდა

02 Jul 2022

2022 წლის 25 ივნისს სასტუმრო ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში, Global Idea-სა და The FINANCIAL-ის ორგანიზებით, ნომერ პირველი ოქროს ბრენდების რიგით მე -17 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ოქროს ბრენდის ჯილდო ყველაზე მნიშვნელოვან და პრესტიჟულ ბიზნეს ჯილდოდ არის აღიარებული საქართველოში. იგი გადაეცემა ბიზნეს სექტორს ხარისხისა და მომხმარებლის კმაყოფილების მიხედვით. “ევროპული სკოლა“ სწორედ ამ ჯილდოს მფლობელი გახდა. სკოლა ამაყობს, რომ საზოგადოებისა და ექსპერტთა გამოკითხვის საფუძველზე სწორედ ის დასახელდა გამარჯვებულად და ოქროს ბრენდად 2021 წლის მიღწევებისა და საზოგადოებრივი წვლილისთვის.

2022 წლის ბაღის გამოსაშვები ღონისძიება

24 Jun 2022

ბაღის გამოსაშვები ღონისძიება ყოველთვის ბედნიერი მომენტია პატარებისთვის, რომლებიც ბაღიდან სკოლაში გადასვლას ზეიმობენ. წელს თეთრ სამოსში გამოწყობილმა პატარებმა ლამაზი სიმღერები, ცეკვები , ლექსები შესთავაზეს ღონისძიების დამსწრეებს. საზეიმო ცერემონიის დასასრულს ისინი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ეს ხალისიანი დღე დიდხანს ემახსოვრებათ არა მარტო პატარებს, არამედ მათ მშობლებს და მასწავლებლებსაც.

ძმები არველაძეები “ევროპულ სკოლაში“

16 Jun 2022

ძმები არველაძეები ათასობით ფეხბურთის მოყვარულს აღაფრთოვანებენ საქართველოში და უზარმაზარი პოზიტიური სოციალური ზეგავლენა აქვთ. “ევროპული სკოლის“ მე-5 კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს თემა “ქართული  ფეხბურთის ისტორია“ და ამ თემის ფარგლებში -  ცნობილი ქართველი ფეხბურთელების ბიოგრაფიები. თემის შესწავლის კულმინაცია იყო ძმებ არველაძეებთან შეხვედრა. სკოლაში სტუმრობისას მათ დაათვალიერეს მოსწავლეთა პოსტერების გამოფენა, უპასუხეს  შეკითხვებს და მასტერკლასიც შესთავაზებს ფეხბურთის მოყვარულებს.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე

08 Jun 2022

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე “ევროპულ სკიოლაში“ განსაკუთრებულად აღინიშნა. განახლებადი ენერგიის განვითარებისა და გარემოს დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, GREDA-მ მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა. საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის წარმომადგენლებსა და მოსწავლეებს შორებს საინტერესო დისკუსია გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

მოსწავლეთა კონფერენცია

08 Jun 2022

26 მაისიდან 3 ივნისამდე “ევროპულ სკოლაში“ ყოველწლიური მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია  გაიმართა. მოსწავლეებმა საკუთარი კვლევები ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ინოვაციური ტექნოლოგიების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, საზოგადოებრივ მეცნიერებათა და  ხელოვნების  მიმართულებით არჩეულ თემებზე წარმოადგინეს.