ახალი ამბები

იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე

28 Oct 2022

27 ოქტომბერი “დედა ენის“ავტორის, საბავშვო მწერლის, პუბლიცისტის, მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით მოსწავლეებმა უმასპინძლეს თანამედროვე “დედა ენის“ შემდგენელსა და საბავშვო მწერალს ნესტან კუპრავას, რომელმაც ისაუბრა მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, გააცნო მოსწავლეებს ფერადი მარცვლებით კითხვის შესწავლის მეთოდიკა. მოსწავლეებმა “დედა ენის“ ილუსტრაციების მიხედვით გამოძერწეს ფიგურები, განასახიერეს პერსონაჟები მისი მოთხრობებიდან: “თხა და გიგო,“ “მკვეხარა ქოთანი,“ “უსუნო ყვავილი“, პირეველკლასელებს კი საჩუქრად გადაეცათ “დედა ენა“ სამუშაო რვეულებთან ერთად.

კონფერენცია - კლიმატის ცვლილება

24 Oct 2022

კლიმატის ცვლილება თანამედროვეობის უდიდესი გამოწვევაა. პლანეტის თითოეული ადამიანი უნდა ჩაებას გარემოსდაცვით მოძრაობაში ბუნების გადასარჩენად და უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა 22-23 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღეს ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის მიერ გამართულ, კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილ  კონფერენციაში: #EYPinAction, რომლის მეორე დღეც გარემოსდაცვით,“მწვანე“ აქტივობებს დაეთმო.

მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის შეხვედრა “ევროპულ სკოლაში“

19 Oct 2022

“ევროპული სკოლის“ მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაცია არის დამატებითი შესაძლებლობა მშობლებისთვის, ითანამშრომლონ სკოლასთან  და მიაღწიონ საერთო მიზანს, რომელიც მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობასა და საუკეთესო სასკოლო გამოცდილების შეთავაზებას ემსახურება.

ხელების დაბანის მსოფლიო დღე

17 Oct 2022

ევროპულ საბავშვო ბაღში ავღნიშნეთ ხელის დაბანის მსოფლიო დღე. მასწავლებლებმა პატარებთან ისაუბრეს ხელის სწორად დაბანის წესების შესახბ. გაიხსენეს თუ რა მნიშვნელოვანია ჰიგიენის ნორმების დაცვა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

სუფთა ხელები - ჯანმთელი მომავალი!

13 Oct 2022

ხელების დაბანის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით : ევროპული სკოლის" მოსწავლეებს “ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის" ინფექციის კონტროლისა და პრევენციის დირექტორი ირმა კენჭიაშვილი შეხვდა და ხელების საპნით დაბანის, როგორც დაავადებისგან თავდაცვის ეფექტური საშუალების, შესახებ ესაუბრა. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სახალისო აქტივობებში და საინფორმაციო ბუკლეტების გაცნობით გაიმდიდრეს ცოდნა ჰიგიენის დაცვის შესახებ. ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლის ექიმის ჩართულობით, ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები და ფილმების ჩვენება გაიმართა დაწყებით კლასებში.

ხელოვნების კულტურათაშორისი სწავლება

12 Oct 2022

პროექტის ფარგლებში “ხელოვნების კულტურათაშორისი სწავლება“, “ევროპულ სკოლას“ ეწვია დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ციურიხისა და ლუცერნის ხელოვნების ინსტიტუტების, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები. პროექტის მიზანია მომავალი ხელოვნების მასწავლებელების პროფესიული გამოცდილების გამდიდრება, სკოლებში ხელოვნების სწავლების ადვოკატირება და საქართველო-შვეიცარიის კულტურული კავშირების გაღრმავება.

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი - 2022

06 Oct 2022

1 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის “ილიაუნის“  ეზოში “ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი“-2022  გაიამართა, სადაც “ევროპული სკოლის“ სტენდიც მოეწყო და  ვიზიტორებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ ინდუსტრიული  რობოტი Botley; რობოტი mBot; რობოტის ხელი DOBOT; დაეხატათ 3D კალამებით და ჩაეტარებინათ ქიმიური ცდები.

#მარათონი2022 #ES15thAnniversary #ES15 #ევროპულისკოლა15წლისაა

04 Oct 2022

“ევროპულმა სკოლამ“ კვირას, 2 ოქტომბერს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ლისის ტბაზე გამართა სკოლის დაარსებიდან 15 წლისთავისადმი მიძღვნილი    მარათონი. მარათონის მონაწილეებისთვის ეს დღე იქცა სკოლის სიყვარულის, ერთგულების, ერთიანობის  დემონსტრირების საშუალებად.  სასიამოვნო ამინდმა, ლამაზმა ხედებმა,   სახალისო შეჯიბრმა განწყობა აუმაღლა დიდსა თუ პატარას, მასწავლებელსა თუ მოსწავლეს. 

“ევროპული ბაღის“ მოსამზადებელი ჯგუფების აღსაზრდელებმა ახალი სასწავლო წელი ახალ შენობაში დაიწყეს!

02 Oct 2022

26 სექტემბერს “ევროპული ბაღის“ მოსამზადებელი ჯგუფების აღსაზრდელებმა ახალი, ინოვაციური შენობის კარი შეაღეს. პატარები სიამოვნებით შეუერთდნენ სახალისო თამაშებს და ჟრიამულით შეავსეს ყოველი კუთხე-კუნჭული ეზოსა თუ შენობაში, რომლის ინტერიერის თეთრი და კრემისფერი ფერები, ფანჯრების, დღის სინათლის სიუხვე ბადებს სიმშვიდის, სივრცის, გარემოსთან მჭიდრო კავშირის შეგრძნებას. ეს არის გარემო, რომელიც ბავშვების ემოციურ განვითარებას, მათ აზროვნებასა და შემოქმედებითობას შეუწყობს ხელს.