“ქართული ფოლკლორის ევროპული რეტროსპექტივა“

“ევროპულ სკოლაში“ მოსწავლეები სწავლობენ და ვითარდებიან მულტიკულტურულ გარემოში. საიუბილეო პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიება “ქართული ფოლკლორის ევროპული რეტროსპექტივა“ – ქართული ხალხური ზღაპრების, სიმღერებისა და ცეკვების ინტეგრირება ინგლისურენოვან თეატრალურ წარმოდგენაში, მიზნად ისახავდა კულტურათა  გაცვლის წახალისებას.

ქართული პროგრამის IV-VI კლასების მოსწავლეებმა სცენაზე ინგლისურად გააცოცხლეს ქართული ხალხური ზღაპრები და ამ ფორმით წარუდგინეს უცხოელ თანატოლებსა და მასწავლებლებს საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამიდან ქართული ლიტერატურული, სოციალური თუ კულტურული მემკვიდრეობა.

Share on: