15 წლის საიუბილეო ღონისძიებები

“ევროპულ სკოლაში“ მხარს ვუჭერთ მოსწავლეთა ინიციატივებს და ვეხმარებით მათ ცვლილებების განხორციელებაში ადგილობრივად თუ საზღვრებს გარეთ.

ინტერკულტურული პროექტი: “ქართველი ახალგაზრდები ღია სამყაროსთვის: ქალთა და გოგონათა გაძლიერება“ და მოსწავლეთა საქალაქო პროექტი “დღევანდელი განათლება ხვალინდელი მსოფლიოსთვის“ იყო შესანიშნავი შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, მეტად დაფიქრებულიყვნენ მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე და გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები მნიშვნელოვან საკითხებზე.

კურსდამთავრებულთა კონფრენციამ “ ევროპული სკოლის კურსდამთავრებულები უკეთესი მსოფლიოსთვის“ თავი მოუყარა ინოვატორ ანტრეპრენერებს, ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებიც განათლებით, უწყვეტი განვითარებით, განსხვავებული შესაძლებლობების მოსინჯვით, ნათელ კვალს ტოვებენ კარიერული განვითარების გზაზე და წვლილი შეაქვთ უკეთესი მსოფლიოს შექმნაში.

ეს  ახალგაზრდები მომავლის ლიდერები არიან, ლიდერები, რომლებიც მომავლის მსოფლიოს სჭირდება!

Share on: