ახალი ამბები

საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამაში (პირველი კურსი) მიღების პროცედურები

30 Apr 2013

საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამაში ჩარიცხვის მსურველებმა უნდა გაიარონ შემდეგი პროცედურა: პერსონალური ესე(ინტერვიუმდე)გამოცდა ინგლისურშიგამოცდა მათემატიკაშიპირადი ინტერვიუ გამოცდების განრიგი შემდეგია:  

AP High School - ის მისაღები გამოცდების შესახებ!

29 Apr 2013

ა.წ. 4 მაისს, დღის 4 საათზე ”ევროპულ სკოლაში” ჩატარდება AP სკოლის VIII, IX, X კლასებში მისაღებ მოსწავლეთა ტესტირება მათემატიკაში.დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციისათვის მიმართეთ ქ-ნ ნათია თევზაძეს, ოთახი #4-4.ტელ.: 551 291 997.”ევროპული სკოლის” ამერიკული განათლების დეპარტამენტი.

საბავშვო ფესტივალი "ოქროს პეპელა“ უკვე ევროპის საბავშვო ფილმების ასოციაციის წევრია

28 Apr 2013

26 აპრილს ევროპული სკოლის საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ოქროს პეპელა“ ევროპის საბავშვო ფილმების ასოციაციის ECFA-ს წევრი გახდა.ECFA - ულოცავს "ოქროს პეპელას“ გაწევრიანებას და გამოთქვამს იმედს, რომ ურთიერთობა იქნება ორმხრივად სასარგებლო.რამდენიმე დღეში ინფორმაცია ფესტივალზე "ოქროს პეპელა“ განთავსდება ECFA- ს საფესტივალო კალენდარში ვებ გვერდზე www.ecfaweb.org

AP High School - ის მისაღები გამოცდების შესახებ!

24 Apr 2013

ა.წ. 27 აპრილს, დღის 12 საათზე ”ევროპულ სკოლაში” ჩატარდება AP სკოლის VIII, IX, X კლასებში მისაღებ მოსწავლეთა ტესტირება ინგლისურ ენაში. გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ა.წ.26 აპრილამდე. დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციისათვის მიმართეთ ქ-ნ ნათია თევზაძეს, ოთახი # 4-4. ტელ.:551 291 997. ”ევროპული სკოლის” ამერიკული განათლების დეპარტამენტი.

საბუნებისმეტყველო კათედრის დღეები

23 Apr 2013

24 - 26 აპრილს ევროპულ სკოლაში იმართება საბუნებისმეტყველო კათედრის კვირეული. გთხოვთ გვეწვიოთ

და ენაჲ ესე, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა

21 Apr 2013

22-25 აპრილს ევროპულ სკოლაში გაიმართება ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ღია კვირეულიგთხოვთ მობრძანდეთ

ევროპული სკოლის მოსწავლეთა მორიგი წარმატება

20 Apr 2013

ჩატარდა ;ვაკე-საბურთალოს რაიონის კერძო და საჯარო სკოლების (მონაწილეობდა სამოცამდე გუნდი) შესარჩევი ტური - "ინტელექტის დღის“ ჩემპიონატი. ევროპული სკოლის  ნაკრებმა "რა? სად? როდის?“ გაიმარჯვა! ჩვენი სკოლის ინტელექტუალებმა ღირსეულ და ძლიერ მოწინააღმდეგეებს უპირატესობა დაუმტკიცეს და 24 კითხვიდან 18 გამოიცნეს. შემდეგი ტური გაიმართება 11 მაისს. ითამაშებს საქართველოს 69 რაიონის გამარჯვებული გუნდი. ვუსურვოთ მორიგი წარმატება ევროპული სკოლის  ნაკრებს!

19 Apr 2013

”ევროპული სკოლის” ამერიკული განათლების დეპარტამენტი გიწვევთ AP High School-ის  ღია კარის დღეზე ა.წ.  20 აპრილს, დღის 3 საათზე.დაინტერესებულ მშობლებსა და მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ სრული ინფორმაცია AP სასწავლო პროგრამებისა და მომავალი 2013-2014 სასწავლო წლის მისაღები გამოცდების შესახებ.